პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება - განათლების მინისტრის მოადგილე
სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება - განათლების მინისტრის მოადგილე

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სწავ­ლის პრო­ცე­სი სკო­ლებ­ში სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 15 ივ­ნისს დას­რულ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "დღის თემა" გა­ნა­ცხა­და.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სწავ­ლის პრო­ცე­სი 1-ელ აპ­რილ­საც ვერ გა­ნახ­ლდა, რო­გორც დგე­ბუ­ა­ძე ამ­ბობს, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა ექ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბის ვა­და­ზე არ იმოქ­მე­დებს.

"სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დამ­თავ­რდე­ბა 15 ივ­ნისს. ეს არის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით დად­გე­ნი­ლი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნდა დას­რულ­დეს. თუ პირ­ველ აპ­რილს და­ვი­წყებთ სას­წავ­ლო პრო­ცესს, რის­თვი­საც მზად ვართ, არ მო­უ­წევთ ბავ­შვებს და­მა­ტე­ბით სწავ­ლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა. არის რამ­დე­ნი­მე არ­ჩე­ვა­ნი. თუ სკო­ლა გა­და­წყვეტს, რომ პროგ­რა­მა თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ა­ტა­როს, რა თქმა უნდა, მა­შიც თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა სკო­ლა და თა­ვად და­ა­ორ­გა­ნი­ზებს სას­წავ­ლო გეგ­მის ფარ­გლებ­ში ამ პრო­ცესს. ეს იქ­ნე­ბა შა­ბათ-კვი­რა, და­მა­ტე­ბით გაკ­ვე­თი­ლე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა სას­წავ­ლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამა­ში სკო­ლა მოქ­ნი­ლი იქ­ნე­ბა და თა­ვად გა­და­წყვეტს, რა ფორ­მით და­გეგ­მავს სას­წავ­ლო პრო­ცესს.

სწავ­ლის პრო­ცე­სის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზე ჯერ სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, თუმ­ცა, ამა­ზეც მუ­შა­ობს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო, გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებს უპა­სუ­ხოს. თუ პრო­ცე­სი გა­ხან­გრძლივ­დე­ბა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ", - გა­ნა­ცხა­და დგე­ბუ­ა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლია დე­ზინ­ფექ­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ეს პო­ცე­სი სწავ­ლის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, სკო­ლებ­ში სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბამ­დე უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი - 1-ელ აპ­რი­ლამ­დე გა­ხან­გრძლივ­და.

00:00 / 00:00

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება - განათლების მინისტრის მოადგილე

სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება - განათლების მინისტრის მოადგილე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სწავლის პროცესი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, 15 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ ეკატერინე დგებუაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" განაცხადა.

იმ შემთხვევაში, თუ სწავლის პროცესი 1-ელ აპრილსაც ვერ განახლდა, როგორც დგებუაძე ამბობს, განათლების სამინისტროს კონკრეტული გეგმა ექნება, თუმცა ეს სასწავლო წლის დასრულების ვადაზე არ იმოქმედებს.

"სასწავლო პროცესი დამთავრდება 15 ივნისს. ეს არის მინისტრის ბრძანებით დადგენილი პერიოდი, როდესაც სასწავლო პროცესი უნდა დასრულდეს. თუ პირველ აპრილს დავიწყებთ სასწავლო პროცესს, რისთვისაც მზად ვართ, არ მოუწევთ ბავშვებს დამატებით სწავლის გახანგრძლივება. არის რამდენიმე არჩევანი. თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ პროგრამა თავის მოსწავლეებს სრულფასოვნად გაატაროს, რა თქმა უნდა, მაშიც თავისუფალი იქნება სკოლა და თავად დააორგანიზებს სასწავლო გეგმის ფარგლებში ამ პროცესს. ეს იქნება შაბათ-კვირა, დამატებით გაკვეთილების გახანგრძლივება სასწავლო დღეების განმავლობაში, ამაში სკოლა მოქნილი იქნება და თავად გადაწყვეტს, რა ფორმით დაგეგმავს სასწავლო პროცესს.

სწავლის პროცესის გახანგრძლივებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა, ამაზეც მუშაობს განათლების სამინისტრო, გარკვეულ გამოწვევებს უპასუხოს. თუ პროცესი გახანგრძლივდება, ამასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ", - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე ინფორმაციით, ყველა საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარებულია დეზინფექციის სამუშაოები და ეს პოცესი სწავლის განახლების შემდეგაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები მარტის შუა რიცხვებამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პერიოდი - 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"