მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს, წყალი არ არის... ვის იმედზე ვართ, რუსეთის?" - ჩაკეტილი აფხაზეთი კორონავირუსის მოლოდინში
"ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს, წყალი არ არის... ვის იმედზე ვართ, რუსეთის?" - ჩაკეტილი აფხაზეთი კორონავირუსის მოლოდინში

აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის დაურ კო­ვეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის გამო 14 მარტს 20:00 სა­ა­თი­დან ენ­გუ­რის ხიდი ყვე­ლას­თვის ჩა­ი­კე­ტე­ბა...

"მსოფ­ლი­ო­ში სამ­წუ­ხა­რო ამ­ბე­ბია. კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი მა­ტუ­ლობს. ამი­ტო­მაც უკი­დუ­რე­სი სა­ჭი­რო­ე­ბის გარ­და, არ ვმოგ­ზა­უ­რობთ, ვი­ბანთ ხე­ლებს და ვუფრ­თხილ­დე­ბით ჩვენს ხან­დაზ­მულ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს..." - წერს დაურ კოვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში.

აფხა­ზე­თის ე.წ. მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ექი­მის ლუდ­მი­ლა სკო­რი­კის თქმით, ენ­გურ­ზე შე­უ­ზღუ­და­ვად მი­მოს­ვლა მხო­ლოდ "ენ­გურ­ჰე­სის" თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ, თუმ­ცა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი არი­ან "ენ­გურს იქით მცხოვ­რებ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­დეთ. ისი­ნი კი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ მი­დის, აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას მხო­ლოდ შე­ზღუდ­ვის მოხ­სნის შემ­დეგ შეძ­ლე­ბენ".

მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა "ოფი­ცი­ა­ლურ" გან­ცხა­დე­ბას აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს და ვა­რა­უ­დობს, რომ რე­გი­ონ­ში ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი უკვე არი­ან. აფხა­ზე­ბის ნა­წი­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში წერს, რომ ენ­გუ­რის ხიდ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა მათ­ზე გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად იმოქ­მე­დებს.

"უკვე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­ზე გა­ვი­გე, რომ სი­ცხით და უჩ­ვე­უ­ლო სიმპტო­მე­ბით მი­მარ­თეს ექიმს, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ გა­ცი­ე­ბად ჩა­უთ­ვა­ლეს და სახ­ლში გა­მო­უშ­ვეს... რამ­დე­ნი­მე ექიმ­მა კი ურ­ჩია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ცხე­ლი და თბი­ლი სი­თხე მი­ე­ღო და ცოტა ხნით ოჯა­ხის წევ­რებ­თან კონ­ტაქ­ტის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა. ანუ თვი­თი­ზო­ლა­ცია და­უ­წე­სეს, ვინ და­ი­ცავს მას, ამ ჰი­გი­ე­ნის გამ­კაც­რე­ბულ წე­სებს, თუნ­დაც ხე­ლე­ბის ხში­რად და­ბა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, როცა სო­ხუ­მის ბევრ ქუ­ჩას წყა­ლი რამ­დე­ნი­მე დღეა არ აქვს. და­სა­ლევ წყალს ვყი­დუ­ლობთ... რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­უ­ზღუ­და­ვად შე­მო­დი­ო­და, ვინ და­ი­ჯე­რებს, რომ არა­ფე­რი ხდე­ბა?!" - წერს სო­ხუ­მე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირი­ნა ჩამ­ბა.

"რას გვი­პი­რე­ბენ?! გზა გახ­სნი­ლი რომ იყოს, ამ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ენ­გუ­რის ხიდ­ზე მა­ინც მოხ­დე­ბო­და, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სად მო­უვ­ლიდ­ნენ და არც მის სი­ცო­ცხლეს შე­ექ­მნე­ბო­და საფრ­თხე და არც სხვე­ბი­სას... ახლა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი რის­კის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, სი­სუ­ლე­ლეა ასე­თი გა­ჯი­უ­ტე­ბე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი კეკ­ლუ­ცო­ბა. თუ ეპი­დე­მი­ამ იფეთ­ქა, ვის იმედ­ზე ვართ, რუ­სე­თის?.. რო­მე­ლიც თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრობ­ლე­მებს მა­ლავს? სად, რო­მელ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში უნდა მოხ­დეს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა, როცა პატ­რო­ნი არ გვყავს და მთე­ლი ქვე­ყა­ნა არ­ჩევ­ნე­ბის რე­ჟიმ­ზეა გა­დარ­თუ­ლი?" -კი­თხუ­ლობს იური ჯო­ლო­გუა.

"ახლა მთა­ვა­რი თე­მაა არ­ჩევ­ნე­ბი, ას­ლან ბჟა­ნია დაბ­რუნ­და და გა­ნა­ცხა­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­ებს ომი გა­მო­უ­ცხა­და, პა­სუ­ხად კი მათ­გან მუ­ქა­რა მი­ი­ღო, რომ მკაც­რად მო­ე­კი­თხე­ბა, ანუ ახა­ლი შიდა ომის მომსწრე­ე­ბი ვხდე­ბით... მა­შინ, რო­დე­საც ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რო­გო­რიც არის იტა­ლია, გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი კო­რო­ნას ვერ უმკლავ­დე­ბი­ან, ჩვენ ხე­ლე­ბის ხში­რად და­ბა­ნის პი­რო­ბე­ბიც არ გვაქვს. და­უც­ვე­ლი არი­ან ჩვე­ნი მო­ხუ­ცე­ბი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბას ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებს... ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­დუქ­ცია 40% -ით გაძ­ვირ­და, სა­მუ­შაო რაც იყო, ისიც შე­ი­ზღუ­და. ერთი ფაქ­ტიც რომ გა­მოვ­ლინ­დეს, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ში­შით და­ი­ხო­ცე­ბა. ასე­თი უსუ­სუ­რო­ბა არას­დროს მიგ­რძვნია..." - ამ­ბობს ლენა წვიჟ­ბა.

kavkaz-uzel.eu-სთან სა­უბ­რი­სას გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით "მო­სა­ზღვრე" სოფ­ლებ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი ზუგ­დიდ­ში სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, მათ შო­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე სა­მუ­შა­ოდ და­დი­ოდ­ნენ და ამ შე­ზღუდ­ვე­ბით უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბი­ან.

"არა­ვინ გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, რა ხდე­ბა ჩვენს თავს, თით­ქოს მო­წყვე­ტი­ლი ვართ ყვე­ლა­ნა­ირ რე­ა­ლო­ბას. უბ­რა­ლოდ ენ­გურს იქით არ გა­გიშ­ვებ­თო, გვი­თხეს და მორ­ჩა... 7 აპ­რი­ლამ­დე გზა არ გა­იხ­სნე­ბაო. აქ რა გა­ვა­კე­თოთ, არც ექი­მია, არც წა­მა­ლი... ვინ რო­გორ უნდა დაგ­ვეხ­მა­როს. ად­გი­ლობ­რი­ვი ხალ­ხი ხე­დავს, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო შე­ში­ნე­ბუ­ლია და პა­ნი­კა­ში არი­ან". - ამ­ბობს გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას არ­ჩილ აბ­ში­ლა­ვა.

"ზუგ­დი­დის სა­ავდმყო­ფო­ში ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, 10 მარტს გა­მომ­წე­რეს და ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სახ­ლში ვერ დავ­ბრუნ­დე­ბი... 7 აპ­რი­ლამ­დე მო­ი­ცა­დეო, მი­თხრეს. სად მო­ვი­ცა­დო? ოჯა­ხის წევ­რებ­მა ცოტა ფული გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, რომ ვი­არ­სე­ბო, მაგ­რამ რო­დემ­დე? იმა­თაც რა აქვთ, ჩემი გა­მო­საგ­ზავ­ნი" - უთხრა გა­მო­ცე­მას ბოტა სმირ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
3

დადგება ის დროც,როცა აფხაზები შეგვეხვეწებიან ქართველებს და თვითონ გახსნიან საზღვრებს.

Tsiko
19

ხმა ჩაიწყვიტეთ და დაელოდეთ ყველაფერ საშინელებას დამსახურებულად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს, წყალი არ არის... ვის იმედზე ვართ, რუსეთის?" - ჩაკეტილი აფხაზეთი კორონავირუსის მოლოდინში

"ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს, წყალი არ არის... ვის იმედზე ვართ, რუსეთის?" - ჩაკეტილი აფხაზეთი კორონავირუსის მოლოდინში

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 14 მარტს 20:00 საათიდან ენგურის ხიდი ყველასთვის ჩაიკეტება...

"მსოფლიოში სამწუხარო ამბებია. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს. ამიტომაც უკიდურესი საჭიროების გარდა, არ ვმოგზაურობთ, ვიბანთ ხელებს და ვუფრთხილდებით ჩვენს ხანდაზმულ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს..." - წერს დაურ კოვე სოციალური ქსელში.

აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის თქმით, ენგურზე შეუზღუდავად მიმოსვლა მხოლოდ "ენგურჰესის" თანამშრომლებს შეეძლებათ, თუმცა გაფრთხილებული არიან "ენგურს იქით მცხოვრებლებთან კონტაქტი შეზღუდული ჰქონდეთ. ისინი კი, ვინც საქართველოში სამკურნალოდ მიდის, აფხაზეთში დაბრუნებას მხოლოდ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ შეძლებენ".

მისივე თქმით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის, თუმცა "ოფიციალურ" განცხადებას აფხაზეთის მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს და ვარაუდობს, რომ რეგიონში ვირუსით დაინფიცირებულები უკვე არიან. აფხაზების ნაწილი ინტერნეტში წერს, რომ ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვა მათზე გამანადგურებლად იმოქმედებს.

"უკვე რამდენიმე ადამიანზე გავიგე, რომ სიცხით და უჩვეულო სიმპტომებით მიმართეს ექიმს, მაგრამ უბრალოდ გაციებად ჩაუთვალეს და სახლში გამოუშვეს... რამდენიმე ექიმმა კი ურჩია, რაც შეიძლება მეტი ცხელი და თბილი სითხე მიეღო და ცოტა ხნით ოჯახის წევრებთან კონტაქტისგან თავი შეეკავებინა. ანუ თვითიზოლაცია დაუწესეს, ვინ დაიცავს მას, ამ ჰიგიენის გამკაცრებულ წესებს, თუნდაც ხელების ხშირად დაბანასთან დაკავშირებით, როცა სოხუმის ბევრ ქუჩას წყალი რამდენიმე დღეა არ აქვს. დასალევ წყალს ვყიდულობთ... რუსეთიდან და უკრაინიდან უამრავი ადამიანი შეუზღუდავად შემოდიოდა, ვინ დაიჯერებს, რომ არაფერი ხდება?!" - წერს სოხუმელი ინტერნეტმომხმარებელი ირინა ჩამბა.

"რას გვიპირებენ?! გზა გახსნილი რომ იყოს, ამ დაინფიცირებული ადამიანების გამოვლენა ენგურის ხიდზე მაინც მოხდებოდა, სადაც შესაბამისად მოუვლიდნენ და არც მის სიცოცხლეს შეექმნებოდა საფრთხე და არც სხვებისას... ახლა, როდესაც ადამიანები რისკის წინაშე ვდგავართ, სისულელეა ასეთი გაჯიუტებები და პოლიტიკური კეკლუცობა. თუ ეპიდემიამ იფეთქა, ვის იმედზე ვართ, რუსეთის?.. რომელიც თავისი მოქალაქეების პრობლემებს მალავს? სად, რომელ ლაბორატორიაში უნდა მოხდეს ინფიცირებულის გამოვლენა, როცა პატრონი არ გვყავს და მთელი ქვეყანა არჩევნების რეჟიმზეა გადართული?" -კითხულობს იური ჯოლოგუა.

"ახლა მთავარი თემაა არჩევნები, ასლან ბჟანია დაბრუნდა და განაცხადა, რომ დამნაშავეებს ომი გამოუცხადა, პასუხად კი მათგან მუქარა მიიღო, რომ მკაცრად მოეკითხება, ანუ ახალი შიდა ომის მომსწრეები ვხდებით... მაშინ, როდესაც ისეთი განვითარებული სახელმწიფოები, როგორიც არის იტალია, გერმანია, ესპანეთი კორონას ვერ უმკლავდებიან, ჩვენ ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს. დაუცველი არიან ჩვენი მოხუცები, რომელთა უმეტესობას ქრონიკული დაავადებები აწუხებს... ყველანაირი პროდუქცია 40% -ით გაძვირდა, სამუშაო რაც იყო, ისიც შეიზღუდა. ერთი ფაქტიც რომ გამოვლინდეს, ათასობით ადამიანი შიშით დაიხოცება. ასეთი უსუსურობა არასდროს მიგრძვნია..." - ამბობს ლენა წვიჟბა.

kavkaz-uzel.eu-სთან საუბრისას გალის მოსახლეობა, განსაკუთრებით "მოსაზღვრე" სოფლებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი ზუგდიდში სხვადასხვა სამუშაოებზე, მათ შორის მშენებლობაზე სამუშაოდ დადიოდნენ და ამ შეზღუდვებით უმძიმეს მდგომარეობაში ვარდებიან.

"არავინ გველაპარაკება, რა ხდება ჩვენს თავს, თითქოს მოწყვეტილი ვართ ყველანაირ რეალობას. უბრალოდ ენგურს იქით არ გაგიშვებთო, გვითხეს და მორჩა... 7 აპრილამდე გზა არ გაიხსნებაო. აქ რა გავაკეთოთ, არც ექიმია, არც წამალი... ვინ როგორ უნდა დაგვეხმაროს. ადგილობრივი ხალხი ხედავს, რომ მთელი მსოფლიო შეშინებულია და პანიკაში არიან". - ამბობს გამოცემასთან საუბრისას არჩილ აბშილავა.

"ზუგდიდის საავდმყოფოში ოპერაცია გავიკეთე, 10 მარტს გამომწერეს და ახლა მეუბნებიან, რომ სახლში ვერ დავბრუნდები... 7 აპრილამდე მოიცადეო, მითხრეს. სად მოვიცადო? ოჯახის წევრებმა ცოტა ფული გამომიგზავნეს, რომ ვიარსებო, მაგრამ როდემდე? იმათაც რა აქვთ, ჩემი გამოსაგზავნი" - უთხრა გამოცემას ბოტა სმირმა.

აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ

"არც ნიღბები გვაქვს, არც ხელთათმანები... უარს ვამბობ მორიგეობაზე" - ცხინვალში ექიმი, რომელმაც კარანტინის პირობები გააპროტესტა, სამსახურიდან დაითხოვეს

გალში საკარანტინო ზომები გამკაცრდა