კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგონა მომავლიდან" - 18 წლის მარიამ გედენიძე საფრანგეთის ნომერ პირველ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
"გოგონა მომავლიდან" - 18 წლის მარიამ გედენიძე საფრანგეთის ნომერ პირველ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

18 წლის მა­რი­ამ გე­დე­ნი­ძე საფ­რან­გე­თის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, École polytechnique-მა სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­ი­ღო.

ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა უკვე 2 წე­ლია, დიდი ბრი­ტა­ნე­თის Worksop College-ში სწავ­ლობს, ახლა კი, თუ სა­ცხოვ­რებ­ლის თან­ხე­ბის სპონ­სო­რის მო­ძი­ე­ბას შეძ­ლებს, პა­რი­ზის პრეს­ტი­ჟულ სა­მეც­ნი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლის.

École polytechnique მსოფ­ლი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რე­ი­ტინ­გის ასე­ულ­ში იკა­ვებს ად­გილს, საფ­რან­გეთ­ში კი ნო­მერ პირ­ველ სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტე­ტად ით­ვლე­ბა. სას­წავ­ლე­ბელს უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჰყავს აღ­ზრდი­ლი: ნო­ბე­ლის 3 ლა­უ­რე­ა­ტი, საფ­რან­გე­თის 3 პრე­ზი­დენ­ტი, ფრან­გუ­ლი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი.

კო­მა­რო­ვის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ზი­კის მრა­ვალ, მათ შო­რის, ბრი­ტა­ნე­თის ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლი­სა და ოქ­როს სერ­ტი­ფი­კა­ტებს ფლობს, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი აქვს: სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი, სპორ­ტის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა, ლაშ­ქრო­ბა და ა.შ.

მა­რი­ა­მი AMBEBI.GE-ს სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა:

- École polytechnique-ში მო­სახ­ვედ­რად რამ­დე­ნი­მე ეტა­პი გა­ვი­ა­რე - გავ­გზავ­ნე აპ­ლი­კა­ცია ესე­ე­ბით, სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლით, კო­მა­როვ­ში მი­ღე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბით. და­ვურ­თე ინ­გლი­სის კო­ლე­ჯის მას­წავ­ლებ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ჩემი სრუ­ლი CV, ამას­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი.

შემ­დეგ ეტაპ­ზე ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­მი­ბა­რეს, რომ­ლის ნა­ხე­ვა­რიც მთლი­ა­ნად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იყო უმაღ­ლე­სი მა­თე­მა­ტი­კის ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­სნა­ზე - უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მაძ­ლევ­და ამო­ცა­ნებს და მე თან ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, თან - ამ ამო­ცა­ნებს ვხსნი­დი. ინ­ტერ­ვი­უს მე­ო­რე ნა­წი­ლი სა­მო­ტი­ვა­ციო კი­თხვე­ბი იყო, თუ რა­ტომ მსურ­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მა­თე­მა­ტი­კა-ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ინ­ტერ­ვიუ ინ­გლი­სურ ენა­ზე იყო, ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მთლი­ა­ნი კურ­სიც ინ­გლი­სუ­რად იქ­ნე­ბა.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ე.წ. "წარ­ჩი­ნე­ბით" მი­ღე­ბა­ზე თან­ხმო­ბა მი­ვი­ღე, რა­მაც მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, აპ­ლი­კა­ცია ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­ზე გა­მეგ­ზავ­ნა, რო­მელ­ზეც ასე­ვე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­ვი­და.

- და­ფი­ნან­სე­ბა იქ ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯებ­ზეც ვრცელ­დე­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ არა, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მხო­ლოდ სწავ­ლას ეხე­ბა, წე­ლი­წად­ში ეს და­ახ­ლო­ე­ბით 14 000 ევ­როა, სწავ­ლა კი სამ­წლი­ა­ნია. ახლა ზუს­ტად ეს პრობ­ლე­მა მაქვს, ვცდი­ლობ, იქ ყოფ­ნის ხარ­ჯე­ბი მო­ვი­ძიო - უნი­ვერ­სი­ტეტს ამის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ შე­უძ­ლია, სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია, ერ­თე­ულ კან­დი­და­ტებს ირ­ჩე­ვენ. ვცდი­ლობ, ვი­პო­ვო სპონ­სო­რი, რომ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ჩემი ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი დავ­ფა­რო, რად­გან ჩემს ოჯახს ამ ეტაპ­ზე მისი სრუ­ლად და­ფარ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს.

- უკვე 2 წე­ლია ბრი­ტა­ნეთ­ში სწავ­ლობ, ეს რო­გორ მო­ა­ხერ­ხე?

- 2018 წელს HMC-ის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მა­ში გა­ვი­მარ­ჯვე, რამ­დე­ნი­მე ეტა­პის გავ­ლის მერე ინ­გლი­სის ერთ-ერ­თმა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კო­ლე­ჯ­მა მთლი­ა­ნად და­მი­ფი­ნან­სა 2 სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი, 2-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში 3 ან 4 საგ­ნის არ­ჩე­ვა შე­მეძ­ლო. მოს­წავ­ლე­ებს სწო­რედ ამ საგ­ნებ­ში გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად აღე­ბუ­ლი დიპ­ლო­მის სა­ფუძ­ველ­ზე იღე­ბენ ინ­გლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. მე­ო­რე წე­ლია, ინ­გლის­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცხოვ­რობ, სკო­ლის კამ­პუს­ში. საგ­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, მა­თე­მა­ტი­კა, უმაღ­ლე­სი მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა და ფრან­გუ­ლი ავირ­ჩიე.

- ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის გარ­და, შენი სხვა ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვი...

- კო­მა­როვ­ში მეშ­ვი­დე კლა­სი­დან ვსწავ­ლობ­დი და აკა­დე­მი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი - მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა და სხვა საგ­ნე­ბი, მაგ­რამ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან სხვა­დას­ხვა სა­კი­თხით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში ჩემ­მა ასე ვთქვათ, ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბებ­ლო­ბამ ის გა­მო­იწ­ვია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ვცა­დე, რომ ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყა­ვი და უკეთ გა­და­მე­წყვი­ტა, თუ რისი გა­კე­თე­ბა მინ­დო­და მო­მა­ვალ­ში.

ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვარ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბი­თა და ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­სა და სხვა გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში - მსურს, ჩემი მთა­ვა­რი პრო­ფე­სი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნო. ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ­დი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფო­რუ­მებ­ში, სა­დაც სხვა­დას­ხვა უნარ-ჩვე­ვა გან­ვა­ვი­თა­რე, ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი დე­ბა­ტებ­ში. ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ამ­გვარ კონ­კურ­სებ­ში.

ამავდრო­უ­ლად, ვი­ყა­ვი და ვარ ნა­წი­ლი გა­ე­როს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­სა - "გო­გო­ნე­ბი მო­მავ­ლი­დან". და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წინ ჩა­ვერ­თე ფო­ტოპ­რო­ექ­ტში, სა­დაც სუ­რა­თებს უღებ­დნენ სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სის მქო­ნე გო­გო­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან. ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, რომ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში თუ სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბა­ში, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

გა­მო­ფე­ნის ფარ­გლებ­ში, ზუგ­დიდ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­ებს ვე­სა­უბ­რე პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მელ­თაც შე­იძ­ლე­ბა, გო­გო­ნე­ბი გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ფარ­გლებ­ში აწყდე­ბოდ­ნენ. გენ­დერუ­ლი სა­კი­თხე­ბიც ჩემი სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის ერთ-ერთი სა­გა­ნია.

- რო­გორც ვიცი, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხარ ლაშ­ქრო­ბით, გიყ­ვარს სპორ­ტი...

- ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტუ­ლი ვი­ყა­ვი, ლაშ­ქრო­ბე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ჩემი ოჯა­ხი­დან მო­დის - მათი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა, 3-4 წლის ასა­კი­დან მი­მაჩ­ვი­ეს ბუ­ნე­ბა­ში დრო­ის გა­ტა­რე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტს, და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლი­დან მო­ცი­გუ­რა­ვე ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სპორ­ტს სე­რი­ო­ზუ­ლად მივ­ყვე­ბო­დი, თუმ­ცა შემ­დეგ სწავ­ლის­თვის დიდი დრო­ის დათ­მო­ბის გამო აქ­ტი­უ­რად ვე­ღარ გავ­ყე­ვი.

ასე­ვე, უკვე მე­სა­მე წე­ლია, ზამ­თრო­ბით ბა­კუ­რი­ან­ში ინ­სტრუქ­ტო­რად ვმუ­შა­ობ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ტუ­რის­ტებს თხი­ლა­მუ­რებ­ზე ან სნო­უ­ბორ­დზე სრი­ალს ვას­წავ­ლი. ტუ­რის­ტე­ბის მხრი­დან საკ­მა­ოდ დიდი მო­თხოვ­ნა იყო, რად­გან სხვა­დას­ხვა ენა­ზე ვსა­უბ­რობ - რუ­სუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და ფრან­გუ­ლად.

- გარ­და იმი­სა, რომ სტუ­დენ­ტუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლის­თვის უნდა მო­ი­პო­ვო და­ფი­ნან­სე­ბა, ამ ეტაპ­ზე სხვა რა გეგ­მე­ბი და მიზ­ნე­ბი გაქვს?

- ფი­ზი­კის გარ­და, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს. ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი ძა­ლი­ან კარ­გი მხა­რე ის არის, რომ შე­გიძ­ლია, სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბად მა­თე­მა­ტი­კა და ფი­ზი­კა გქონ­დეს არ­ჩე­უ­ლი და ამავდრო­უ­ლად, გქონ­დეს ე.წ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­გა­ნიც. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შე­მიძ­ლია, ერ­თდრო­უ­ლად ვის­წავ­ლო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა, ეკო­ნო­მი­კის სა­ფუძ­ვლე­ბი და ბი­ო­ლო­გია.

ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან მინ­და, ამ მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლის შემ­დეგ რა­მე­ნა­ი­რად მო­ვა­ხერ­ხო მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ასე­ვე, ჩა­ვერ­თო ფი­ზი­კის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა­ში. ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ ლა­ზე­რუ­ლი ფი­ზი­კის გან­ვი­თა­რე­ბით, რაც მეც­ნი­ე­რებს შემ­დგომ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­სა და გა­მოკ­ვლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ამის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ ერთ სა­გან­ში სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის - უნი­ვერ­სი­ტე­ტი ზო­გა­დად, მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე ძა­ლი­ან მყა­რი და კარ­გი ცოდ­ნის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს.

- შენს თა­ნა­ტო­ლებ­სა ან მოს­წავ­ლე­ებს შენი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან რას ურ­ჩევ?

- ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია ვურ­ჩიო, ის არის, რომ მუდ­მი­ვად მშრო­მე­ლე­ბი იყ­ვნენ და რა­მეს თუ და­ი­სა­ხა­ვენ მიზ­ნად, აუ­ცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნონ!

ბრი­ტა­ნეთ­ში მე­თერ­თმე­ტე კლა­სის ბო­ლოს წა­ვე­დი, მა­შინ სკო­ლაც არ მქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ოქ­როს მე­და­ლოს­ნო­ბის კან­დი­და­ტი ვი­ყა­ვი და ამის გამო, მე­თორ­მე­ტე კლას­ში ექ­სტერ­ნის გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და კო­მა­რო­ვის ატეს­ტა­ტიც ავი­ღე. ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩა­მოვ­თვა­ლე, ერ­თბა­შად ან კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად არ გა­მი­კე­თე­ბია - უბ­რა­ლოდ, მარ­თლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ამ­დე­ნი აქ­ტი­ვო­ბა უბ­რა­ლო ინ­ტე­რე­სი­სა და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად შეგ­როვ­და.

ამი­ტომ, ახალ­გაზ­რდებს ვურ­ჩევ­დი, იყ­ვნენ მუდ­მი­ვად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი, გა­ი­გონ რა­ი­მე ახა­ლი, რაც მათ ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბამ­დე და გაღ­რმა­ვე­ბამ­დე მი­იყ­ვანს, ამით უფრო სწორ და ნა­თელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღე­ბენ იმ სფე­რო­ში, რა­საც გაჰ­ყვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
3

ძალიან მომეწონა ეს გოგონა. საკმაოდ ლამაზი, აზროვნება და ცხოვრებასთან მიდგომა კი ფანტასტიური. დიდ წარმატებებს გისურვებ !!!

David
4

აქ არის შესაძლებელი დაფინანსების მიღება http://iec.gov.ge/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გოგონა მომავლიდან" - 18 წლის მარიამ გედენიძე საფრანგეთის ნომერ პირველ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

"გოგონა მომავლიდან" - 18 წლის მარიამ გედენიძე საფრანგეთის ნომერ პირველ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

18 წლის მარიამ გედენიძე საფრანგეთის ერთ-ერთმა წამყვანმა სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა, École polytechnique-მა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო.

ქართველი გოგონა უკვე 2 წელია, დიდი ბრიტანეთის Worksop College-ში სწავლობს, ახლა კი, თუ საცხოვრებლის თანხების სპონსორის მოძიებას შეძლებს, პარიზის პრესტიჟულ სამეცნიერო სასწავლებელში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ისწავლის.

École polytechnique მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგის ასეულში იკავებს ადგილს, საფრანგეთში კი ნომერ პირველ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად ითვლება. სასწავლებელს უამრავი წარმატებული ადამიანი ჰყავს აღზრდილი: ნობელის 3 ლაურეატი, საფრანგეთის 3 პრეზიდენტი, ფრანგული თუ საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლები.

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული მათემატიკისა და ფიზიკის მრავალ, მათ შორის, ბრიტანეთის ოლიმპიადის ვერცხლისა და ოქროს სერტიფიკატებს ფლობს, ამის პარალელურად კი უამრავი სხვადასხვა ინტერესი აქვს: სამოქალაქო აქტივიზმი, სპორტის რამდენიმე სახეობა, ლაშქრობა და ა.შ.

მარიამი AMBEBI.GE-ს საკუთარი წარმატების, ინტერესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა:

- École polytechnique-ში მოსახვედრად რამდენიმე ეტაპი გავიარე - გავგზავნე აპლიკაცია ესეებით, სამოტივაციო წერილით, კომაროვში მიღებული ნიშნებით. დავურთე ინგლისის კოლეჯის მასწავლებლების რეკომენდაციები და ჩემი სრული CV, ამასთან, საერთაშორისო გამოცდებში მიღებული ნიშნები.

შემდეგ ეტაპზე ინტერვიუზე დამიბარეს, რომლის ნახევარიც მთლიანად კონცენტრირებული იყო უმაღლესი მათემატიკის ამოცანების ამოხსნაზე - უნივერსიტეტის პროფესორი ონლაინ რეჟიმში მაძლევდა ამოცანებს და მე თან ვესაუბრებოდი, თან - ამ ამოცანებს ვხსნიდი. ინტერვიუს მეორე ნაწილი სამოტივაციო კითხვები იყო, თუ რატომ მსურდა სწავლის გაგრძელება მათემატიკა-ფიზიკის მიმართულებით. ეს ინტერვიუ ინგლისურ ენაზე იყო, ასევე, უნივერსიტეტში მთლიანი კურსიც ინგლისურად იქნება.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უნივერსიტეტში ე.წ. "წარჩინებით" მიღებაზე თანხმობა მივიღე, რამაც მომცა საშუალება, აპლიკაცია ფინანსურ დახმარებაზე გამეგზავნა, რომელზეც ასევე დადებითი პასუხი მოვიდა.

- დაფინანსება იქ ცხოვრების ხარჯებზეც ვრცელდება?

- სამწუხაროდ არა, სრული დაფინანსება მხოლოდ სწავლას ეხება, წელიწადში ეს დაახლოებით 14 000 ევროა, სწავლა კი სამწლიანია. ახლა ზუსტად ეს პრობლემა მაქვს, ვცდილობ, იქ ყოფნის ხარჯები მოვიძიო - უნივერსიტეტს ამის უზრუნველყოფა არ შეუძლია, სწავლის დაფინანსებაც ძალიან იშვიათია, ერთეულ კანდიდატებს ირჩევენ. ვცდილობ, ვიპოვო სპონსორი, რომ საერთო საცხოვრებელში ჩემი ცხოვრების ხარჯები დავფარო, რადგან ჩემს ოჯახს ამ ეტაპზე მისი სრულად დაფარვის საშუალება არ აქვს.

- უკვე 2 წელია ბრიტანეთში სწავლობ, ეს როგორ მოახერხე?

- 2018 წელს HMC-ის დაფინანსების პროგრამაში გავიმარჯვე, რამდენიმე ეტაპის გავლის მერე ინგლისის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა კოლეჯმა მთლიანად დამიფინანსა 2 სკოლის დამამთავრებელი, 2-წლიანი სწავლება, რომლის ფარგლებში 3 ან 4 საგნის არჩევა შემეძლო. მოსწავლეებს სწორედ ამ საგნებში გამოცდების შედეგად აღებული დიპლომის საფუძველზე იღებენ ინგლისის უნივერსიტეტებში. მეორე წელია, ინგლისში, დამოუკიდებლად ვცხოვრობ, სკოლის კამპუსში. საგნებს რაც შეეხება, მათემატიკა, უმაღლესი მათემატიკა, ფიზიკა და ფრანგული ავირჩიე.

- ფიზიკა-მათემატიკის გარდა, შენი სხვა ინტერესების შესახებ მოგვიყევი...

- კომაროვში მეშვიდე კლასიდან ვსწავლობდი და აკადემიური საქმიანობით ვიყავი დაკავებული - მათემატიკა, ფიზიკა და სხვა საგნები, მაგრამ ადრეული ასაკიდან სხვადასხვა საკითხით ვიყავი გატაცებული. პროფესიის არჩევაში ჩემმა ასე ვთქვათ, ჩამოუყალიბებლობამ ის გამოიწვია, რომ ძალიან ბევრი მიმართულება ვცადე, რომ ჩამოვყალიბებულიყავი და უკეთ გადამეწყვიტა, თუ რისი გაკეთება მინდოდა მომავალში.

ძალიან დაინტერესებული ვიყავი და ვარ არაფორმალური განათლების საკითხებითა და ზოგადად, განათლების სისტემის პრობლემებით საქართველოსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში - მსურს, ჩემი მთავარი პროფესიის პარალელურად, ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები შევიტანო. ასევე, მონაწილეობას ვიღებდი არაფორმალური განათლების ფორუმებში, სადაც სხვადასხვა უნარ-ჩვევა განვავითარე, ჩართული ვიყავი დებატებში. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ საჯარო გამოსვლებით, საქართველოშიც აქტიურად ვმონაწილეობდი ამგვარ კონკურსებში.

ამავდროულად, ვიყავი და ვარ ნაწილი გაეროს მიერ დაფინანსებული პროგრამისა - "გოგონები მომავლიდან". დაახლოებით 2 წლის წინ ჩავერთე ფოტოპროექტში, სადაც სურათებს უღებდნენ სხვადასხვა ინტერესის მქონე გოგონებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ამან საშუალება მომცა, რომ ჩემი გამოცდილება, სამეცნიერო სფეროში თუ სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში, ჩემი თანატოლებისთვის გამეზიარებინა.

გამოფენის ფარგლებში, ზუგდიდში ვიყავი, სადაც ჩემს თანამოაზრეებს ვესაუბრე პრობლემებზე, რომელთაც შეიძლება, გოგონები გენდერული თანასწორობის ფარგლებში აწყდებოდნენ. გენდერული საკითხებიც ჩემი სოციალური ინტერესების ერთ-ერთი საგანია.

- როგორც ვიცი, დაინტერესებული ხარ ლაშქრობით, გიყვარს სპორტი...

- ბავშვობიდან სპორტული ვიყავი, ლაშქრობების სიყვარული ჩემი ოჯახიდან მოდის - მათი დიდი დამსახურებაა, რომ ძალიან პატარა, 3-4 წლის ასაკიდან მიმაჩვიეს ბუნებაში დროის გატარებას. რაც შეეხება სპორტს, დაახლოებით 5 წლიდან მოციგურავე ვარ, საქართველოში ამ სპორტს სერიოზულად მივყვებოდი, თუმცა შემდეგ სწავლისთვის დიდი დროის დათმობის გამო აქტიურად ვეღარ გავყევი.

ასევე, უკვე მესამე წელია, ზამთრობით ბაკურიანში ინსტრუქტორად ვმუშაობ, საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს თხილამურებზე ან სნოუბორდზე სრიალს ვასწავლი. ტურისტების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო, რადგან სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობ - რუსულად, ინგლისურად და ფრანგულად.

- გარდა იმისა, რომ სტუდენტური საცხოვრებლისთვის უნდა მოიპოვო დაფინანსება, ამ ეტაპზე სხვა რა გეგმები და მიზნები გაქვს?

- ფიზიკის გარდა, კომპიუტერული მეცნიერებები მაინტერესებს. ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძალიან კარგი მხარე ის არის, რომ შეგიძლია, სამი წლის განმავლობაში ორ მთავარ მიმართულებებად მათემატიკა და ფიზიკა გქონდეს არჩეული და ამავდროულად, გქონდეს ე.წ მეორეხარისხოვანი საგანიც. უნივერსიტეტში, მულტიდისციპლინარული პროგრამის ფარგლებში შემიძლია, ერთდროულად ვისწავლო კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკის საფუძვლები და ბიოლოგია.

ამ ეტაპზე ძალიან მინდა, ამ მეცნიერებების სწავლის შემდეგ რამენაირად მოვახერხო მათი გაერთიანება და ასევე, ჩავერთო ფიზიკის სამეცნიერო კვლევაში. ამჟამად ძალიან დაინტერესებული ვარ ლაზერული ფიზიკის განვითარებით, რაც მეცნიერებს შემდგომ სხვადასხვა დაავადების პროგნოზირებასა და გამოკვლევაში დაეხმარება.

ამის მისაღწევად მხოლოდ ერთ საგანში სპეციალიზირება საკმარისი არ არის - უნივერსიტეტი ზოგადად, მეცნიერებაზე ძალიან მყარი და კარგი ცოდნის მიღების საშუალებას მაძლევს.

- შენს თანატოლებსა ან მოსწავლეებს შენი გამოცდილებიდან რას ურჩევ?

- ერთადერთი, რაც შემიძლია ვურჩიო, ის არის, რომ მუდმივად მშრომელები იყვნენ და რამეს თუ დაისახავენ მიზნად, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანონ!

ბრიტანეთში მეთერთმეტე კლასის ბოლოს წავედი, მაშინ სკოლაც არ მქონდა დამთავრებული, თუმცა ოქროს მედალოსნობის კანდიდატი ვიყავი და ამის გამო, მეთორმეტე კლასში ექსტერნის გამოცდები ჩავაბარე და კომაროვის ატესტატიც ავიღე. ის ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ერთბაშად ან კონკრეტული მიზნის მისაღწევად არ გამიკეთებია - უბრალოდ, მართლა დაინტერესებული ვიყავი და ამდენი აქტივობა უბრალო ინტერესისა და მისი განხორციელების შედეგად შეგროვდა.

ამიტომ, ახალგაზრდებს ვურჩევდი, იყვნენ მუდმივად დაინტერესებულები და მოტივირებულები, გაიგონ რაიმე ახალი, რაც მათ ინტერესების სფეროების გაფართოებამდე და გაღრმავებამდე მიიყვანს, ამით უფრო სწორ და ნათელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ იმ სფეროში, რასაც გაჰყვებიან.

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

ნაირა კანალდია, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა

2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ