Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძე - ტემპერატურის ქონისას აფთიაქსა და მაღაზიაში ნუ მიხვალთ, მოხალისეებს ვთხოვ, დაეხმარეთ მარტოხელა პირებს
ამირან გამყრელიძე - ტემპერატურის ქონისას აფთიაქსა და მაღაზიაში ნუ მიხვალთ, მოხალისეებს ვთხოვ, დაეხმარეთ მარტოხელა პირებს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, ტემ­პე­რა­ტუ­რის ქო­ნი­სას ნუ გა­მოვ­ლენ სახ­ლი­დან და ნუ მივ­ლენ მე­დი­კა­მენ­ტი­სა თუ პრო­დუქ­ცი­ის სა­ყიდ­ლად აფ­თი­ა­ქებ­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სა­სურ­ვე­ლია, აფ­თი­ა­ქებ­ში სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვი­საც იყოს ხელ­მი­სა­წდო­მი, შე­ნო­ბა­ში შეს­ვლამ­დე და გა­მოს­ვლის დრო­საც.

"აფ­თი­ა­ქებ­მაც უნდა და­იც­ვან სი­სუფ­თა­ვე. უნდა და­ლაგ­დეს ხში­რად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია იყოს სა­ნი­ტა­რი­ზა­ცია, რომ შევა ადა­მი­ა­ნი - ხელი და­ი­მუ­შა­ვოს, რომ გა­მო­ვა - ისევ და­ი­მუ­შა­ოს ამ სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. თვი­თონ მო­სახ­ლე­ო­ბას ვურ­ჩევ, რომ თუ ამის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის და ჰყავს გამ­გზავ­ნი, სი­ცხი­ა­ნი ნუ გა­მო­ვა სახ­ლი­დან და ნუ მივა აფ­თი­აქ­ში, იყოს სახ­ლში. ამას­თან, ვი­ცით, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად აზი­ა­ნებს ასაკ­ში შე­სულ ადა­მი­ა­ნებს, უფრო მეტი რის­კია ასაკ­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ამი­ტომ მო­ვუ­წო­დეთ მო­ხა­ლი­სე­ებს, წი­თელ ჯვარს, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მა­ღა­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტებს, მო­ხუცს სო­ლი­და­რო­ბის ფარ­გლებ­ში და­ეხ­მარ­ნონ და როცა ექი­მი და­უ­ნიშ­ნავს მე­დი­კა­მენტს, სი­ცხი­ან­მა კი არ ია­როს აფ­თი­აქ­ში, ამა­ში და­ეხ­მა­რონ სტუ­დენ­ტე­ბი, მი­უ­ტა­ნონ წა­მა­ლი და რაც სა­ჭი­როა ამ ხალ­ხს - ვინც მარ­ტო­ხე­ლაა და გამ­გზავ­ნი არ ჰყავს, ამა­ზე ვსა­უბ­რობ. ახლა ასე­ვე ხში­რია სურ­დო, გრი­პი და ხალ­ხს ჰგო­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სი, თუმ­ცა ეს მა­ინც სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბია, რაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, ამი­ტომ ასეთ დროს ნუ გა­მოვ­ლენ გა­რეთ," - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან გრძელ­ვა­დი­ა­ნი მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტია გა­დამ­დე­ბი და არა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი.

გიორგი
0

ბატონო ამირან, ამას მოწოდება არ ჭირდება, სახელმწიფო პროგრამა გამოაცხადეთ სამედიცინოს სტუდენტებისთვის, თორემ რა აღრიცხავს იმათ, ვინა დაეხმარა და ვინ არა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ამირან გამყრელიძე - ტემპერატურის ქონისას აფთიაქსა და მაღაზიაში ნუ მიხვალთ, მოხალისეებს ვთხოვ, დაეხმარეთ მარტოხელა პირებს

ამირან გამყრელიძე - ტემპერატურის ქონისას აფთიაქსა და მაღაზიაში ნუ მიხვალთ, მოხალისეებს ვთხოვ, დაეხმარეთ მარტოხელა პირებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ტემპერატურის ქონისას ნუ გამოვლენ სახლიდან და ნუ მივლენ მედიკამენტისა თუ პროდუქციის საყიდლად აფთიაქებსა და მაღაზიებში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ამირან გამყრელიძემ განუცხადა, სასურველია, აფთიაქებში სადეზინფექციო საშუალებები მოქალაქეებისთვისაც იყოს ხელმისაწდომი, შენობაში შესვლამდე და გამოსვლის დროსაც.

"აფთიაქებმაც უნდა დაიცვან სისუფთავე. უნდა დალაგდეს ხშირად, აუცილებელია იყოს სანიტარიზაცია, რომ შევა ადამიანი - ხელი დაიმუშავოს, რომ გამოვა - ისევ დაიმუშაოს ამ სადეზინფექციო საშუალებებით. თვითონ მოსახლეობას ვურჩევ, რომ თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და ჰყავს გამგზავნი, სიცხიანი ნუ გამოვა სახლიდან და ნუ მივა აფთიაქში, იყოს სახლში. ამასთან, ვიცით, რომ ეს დაავადება გარკვეულწილად აზიანებს ასაკში შესულ ადამიანებს, უფრო მეტი რისკია ასაკში შესული ადამიანებისთვის, ამიტომ მოვუწოდეთ მოხალისეებს, წითელ ჯვარს, სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალი ფაკულტეტების სტუდენტებს, მოხუცს სოლიდარობის ფარგლებში დაეხმარნონ და როცა ექიმი დაუნიშნავს მედიკამენტს, სიცხიანმა კი არ იაროს აფთიაქში, ამაში დაეხმარონ სტუდენტები, მიუტანონ წამალი და რაც საჭიროა ამ ხალხს - ვინც მარტოხელაა და გამგზავნი არ ჰყავს, ამაზე ვსაუბრობ. ახლა ასევე ხშირია სურდო, გრიპი და ხალხს ჰგონია კორონავირუსი, თუმცა ეს მაინც სხვა რესპირაციული ვირუსებია, რაც გავრცელებულია, ამიტომ ასეთ დროს ნუ გამოვლენ გარეთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულთან გრძელვადიანი მჭიდრო კონტაქტია გადამდები და არა მოკლევადიანი კონტაქტები.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"