მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიიდან ქმრის გასვენებისთვის ჩამოსული ქალი კარანტინში არ გადადის, მეზობლები კი შიშით პანაშვიდზე ვერ მიდიან
იტალიიდან ქმრის გასვენებისთვის ჩამოსული ქალი კარანტინში არ გადადის, მეზობლები კი შიშით პანაშვიდზე ვერ მიდიან

ხა­რა­გა­უ­ლის სო­ფელ ხუ­ნევ­ში, ქმრის გას­ვე­ნე­ბის­თვის იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქალი კა­რან­ტინ­ში გა­დას­ვლა­ზე უარს ამ­ბობს, მისი მე­ზობ­ლე­ბი კი კო­რო­ნა­ვირუ­სის ში­შით სოფ­ლი­დან გა­ი­ხიზ­ნენ.

შუ­ახ­ნის ქალი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ი­დან 3 დღის წინ დაბ­რუნ­და, ამ­ტკი­ცებს, რომ ჯან­მრთე­ლია და სამ­შობ­ლო­ში ქმრის საგ­ლო­ვად ჩა­მო­ვი­და, შე­სა­ბა­მი­სად კა­რან­ტინ­ში გა­დას­ვლას არ აპი­რებს.

"სა­კა­რან­ტი­ნო არა­ფე­რი მჭირს, ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლი ვარ. ყვე­ლამ იცის მე რომ აქ ჩა­მო­ვე­დი. ამ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ნათ­ლე­ბას ვერ ჩა­ვუ­დებ თავ­ში, ამათ მეტი არ ეს­მით. კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­უ­გი­ათ, მაგ­რამ რას ნიშ­ნავს არ იცი­ან" - აცხა­დებს ქალი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­თან" სა­უბ­რი­სას. ქა­ლის შვი­ლე­ბის თქმით, სახ­ლში პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი ჰყავთ და სა­ში­ში არა­ფე­რია, სა­მე­ზობ­ლო კი ისე­დაც ჩა­კე­ტი­ლია და გა­რეთ არ გა­მო­დი­ან.

ოჯა­ხის მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სოფ­ლი­დან მი­დი­ან, რად­გან ვირუ­სის ეში­ნი­ათ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი მო­უ­წო­დე­ბენ, რომ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას და იტა­ლი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქალი კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნონ:

"გამ­გე­ო­ბას მივ­მარ­თეთ, რომ მი­ხე­დონ ამ საქ­მეს. ერთი ღობე ყოფთ მე­ზო­ბელ­თან, იმათ პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი ჰყავთ და გა­იქ­ცნენ სოფ­ლი­დან. ამის გამო გა­იქ­ცა, სამი წლის ტყუ­პე­ბი ჰყავს, ხუთი შვი­ლის დე­დამ მი­ა­ტო­ვა სო­ფე­ლი და გა­იქ­ცა. მე სად გა­ვიქ­ცე, ძრო­ხე­ბი მყავს..." - ყვე­ბა ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

კი­დევ ერთი მე­ზობ­ლის თქმით, კი მათი უბ­ნი­დან პა­ნაშ­ვიდ­ზე არა­ვინ მი­ვი­და, რად­გან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან:

"ეს საქ­მე რო­გორ იქ­ნე­ბა არ ვი­ცით, გამ­გე­ბელ­მა მო­იყ­ვა­ნა პო­ლი­ცია, მაგ­რამ არა­ფე­რი. მე გა­ვი­ა­რე ჯან­მრთე­ლო­ბის გა­მოკ­ვლე­ვა სა­ზღვარ­ზე და არ წა­ვალ კა­რან­ტინ­შიო" - ყვე­ბა სო­ფელ ხუ­ნე­ვის მკვიდ­რი "მთა­ვარ­თან" სა­უ­ბარ­ში.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრული სად არის
7

აუ რა მშიშარა ხელისუფლება გვყავს. ესეც ხომ ნაციონალი არ არის შიშით რომ ვერ ეკარებით, მოკიდეთ ხელი და გადაიყვანეთ კარანტინში!!!!!

ჰაჯან
0

ბოლოსდაბოლოს გაგვაგებინეთ - კარანტინი ნებაყოფლობითია?!...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

იტალიიდან ქმრის გასვენებისთვის ჩამოსული ქალი კარანტინში არ გადადის, მეზობლები კი შიშით პანაშვიდზე ვერ მიდიან

იტალიიდან ქმრის გასვენებისთვის ჩამოსული ქალი კარანტინში არ გადადის, მეზობლები კი შიშით პანაშვიდზე ვერ მიდიან

ხარაგაულის სოფელ ხუნევში, ქმრის გასვენებისთვის იტალიიდან ჩამოსული ქალი კარანტინში გადასვლაზე უარს ამბობს, მისი მეზობლები კი კორონავირუსის შიშით სოფლიდან გაიხიზნენ.

შუახნის ქალი, რომელიც იტალიიდან 3 დღის წინ დაბრუნდა, ამტკიცებს, რომ ჯანმრთელია და სამშობლოში ქმრის საგლოვად ჩამოვიდა, შესაბამისად კარანტინში გადასვლას არ აპირებს.

"საკარანტინო არაფერი მჭირს, ძალიან ჯანმრთელი ვარ. ყველამ იცის მე რომ აქ ჩამოვედი. ამ მოსახლეობას განათლებას ვერ ჩავუდებ თავში, ამათ მეტი არ ესმით. კორონავირუსი გაუგიათ, მაგრამ რას ნიშნავს არ იციან" - აცხადებს ქალი ტელეკომპანია "მთავართან" საუბრისას. ქალის შვილების თქმით, სახლში პატარა ბავშვები ჰყავთ და საშიში არაფერია, სამეზობლო კი ისედაც ჩაკეტილია და გარეთ არ გამოდიან.

ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ სოფლიდან მიდიან, რადგან ვირუსის ეშინიათ. ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას და იტალიიდან დაბრუნებული ქალი კარანტინში გადაიყვანონ:

"გამგეობას მივმართეთ, რომ მიხედონ ამ საქმეს. ერთი ღობე ყოფთ მეზობელთან, იმათ პატარა ბავშვები ჰყავთ და გაიქცნენ სოფლიდან. ამის გამო გაიქცა, სამი წლის ტყუპები ჰყავს, ხუთი შვილის დედამ მიატოვა სოფელი და გაიქცა. მე სად გავიქცე, ძროხები მყავს..." - ყვება ერთ-ერთი მეზობელი.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, კი მათი უბნიდან პანაშვიდზე არავინ მივიდა, რადგან შეშინებულები არიან:

"ეს საქმე როგორ იქნება არ ვიცით, გამგებელმა მოიყვანა პოლიცია, მაგრამ არაფერი. მე გავიარე ჯანმრთელობის გამოკვლევა საზღვარზე და არ წავალ კარანტინშიო" - ყვება სოფელ ხუნევის მკვიდრი "მთავართან" საუბარში.

წვიმა, მაღალმთაში თოვლი და ქარბუქი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს

"წლების წინ ეკას ძმა ბაზალეთზე შეიწირა რაღაც გაუგებრობამ, ახლა კი ეკაც და მისი ვაჟიც..." - ვინ არიან იტალიაში გარდაცვლილი დედა და შვილი?