პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თიბისის" გენერალური დირექტორი ბანკის მიერ სამთვიან საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე განმარტებებს აკეთებს
"თიბისის" გენერალური დირექტორი ბანკის მიერ სამთვიან საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე განმარტებებს აკეთებს

"თი­ბი­სის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძე აცხა­დებს, რომ სეს­ხე­ბის შე­ნა­ტან­ზე 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის შე­თა­ვა­ზე­ბა მომ­ხმა­რებ­ლებს პრო­ცენ­ტებს არ გა­უზ­რდის.

რო­გორც ბუ­ცხრი­კი­ძე გან­მარ­ტავს, "თი­ბი­სიმ" სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მი­ი­ღო და ყვე­ლა ტი­პის სა­სეს­ხო პრო­დუქტს, მათ შო­რის გან­ვა­დე­ბა­საც ეხე­ბა.

"გუ­შინ გვქონ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც სამი მსხვი­ლი ბან­კი, მთავ­რო­ბა და რე­გუ­ლა­ტო­რი ეს­წრე­ბო­და. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დღეს ქვეყ­ნის­თვის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი გა­მოწ­ვე­ვა არის კო­რო­ნა­ვირუ­სი, მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ფი­ზი­კურ პი­რებს, მიკ­რო, მცი­რე და მსხვი­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ყვე­ლას შევ­თა­ვა­ზოთ პრო­ცენტზე და ძირ­ზე 3-თვი­ან არ­გა­დახ­დას. რა თქმა უნდა, ყვე­ლას ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, რომ გა­აგ­რძე­ლოს გა­დახ­და, მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. მსეს­ხებ­ლებს კონ­კრე­ტულ ინ­სტრუქ­ცი­ებს ორ­შა­ბა­თი­დან მი­ვაწ­ვდით.

რა თქმა უნდა, მომ­ხმა­რებ­ლებს პრო­ცენ­ტებს არ შე­ვუც­ვლით. ეს სამ­თვი­ა­ნი გა­და­ვა­დე­ბა ეხე­ბა რო­გორც პრო­ცენ­ტებს, ასე­ვე ძირ თან­ხას. მა­გა­ლი­თად, თუ ფი­ზი­კუ­რი პირი ყო­ველ თვე იხ­დი­და 100 ლარს და სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­ე­ხა­და 300 ლარი, ვთა­ვა­ზობთ, რომ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია გა­და­ი­ხა­დოს სხვა­დას­ხვა დის­ტან­ცი­უ­რი არ­ხე­ბით და ასე­ვე შე­უძ­ლია, რომ თუ გა­და­წყვეტს, ეს 300 ლარი არ გა­და­ი­ხა­დოს და შემ­დეგ გა­და­ვუ­ნა­წი­ლოთ მო­მა­ვალ პე­რი­ოდ­ზე", - აღ­ნიშ­ნავს ბუ­ცხრი­კი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ბან­კის ფი­ლი­ა­ლებ­ში მის­ვლას შე­ამ­ცი­რებს, რაც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
0

ეგ შეღავათი არ მოქმედებს თუ თიბისიში გერიცხება ხელფასი მაგას რატომ არ ამბობთ?

შაკო
0

ბუცხრიკიძე პანტაპუნტით დაკარგავ სახელფასო კლიენტებს ასე ვატყობ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"თიბისის" გენერალური დირექტორი ბანკის მიერ სამთვიან საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე განმარტებებს აკეთებს

"თიბისის" გენერალური დირექტორი ბანკის მიერ სამთვიან საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე განმარტებებს აკეთებს

"თიბისის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ სესხების შენატანზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზება მომხმარებლებს პროცენტებს არ გაუზრდის.

როგორც ბუცხრიკიძე განმარტავს, "თიბისიმ" საშეღავათო პერიოდის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო და ყველა ტიპის სასესხო პროდუქტს, მათ შორის განვადებასაც ეხება.

"გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც სამი მსხვილი ბანკი, მთავრობა და რეგულატორი ესწრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მსხვილი გამოწვევა არის კორონავირუსი, მთავრობასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას შევთავაზოთ პროცენტზე და ძირზე 3-თვიან არგადახდას. რა თქმა უნდა, ყველას ვისაც სურვილი ექნება, რომ გააგრძელოს გადახდა, მათ ამის საშუალება ექნებათ. მსესხებლებს კონკრეტულ ინსტრუქციებს ორშაბათიდან მივაწვდით.

რა თქმა უნდა, მომხმარებლებს პროცენტებს არ შევუცვლით. ეს სამთვიანი გადავადება ეხება როგორც პროცენტებს, ასევე ძირ თანხას. მაგალითად, თუ ფიზიკური პირი ყოველ თვე იხდიდა 100 ლარს და სამი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა 300 ლარი, ვთავაზობთ, რომ სამი თვის განმავლობაში შეუძლია გადაიხადოს სხვადასხვა დისტანციური არხებით და ასევე შეუძლია, რომ თუ გადაწყვეტს, ეს 300 ლარი არ გადაიხადოს და შემდეგ გადავუნაწილოთ მომავალ პერიოდზე", - აღნიშნავს ბუცხრიკიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანების ბანკის ფილიალებში მისვლას შეამცირებს, რაც ვირუსის გავრცელების რისკის შემცირებას შეუწყობს ხელს.

რიყის პარკში მოქალაქეებს საჰაერო ბუშტით ფრენა შეეძლებათ - რა ეღირება ბილეთი?

საქართველოს სასტუმროებში ფასები განახევრდა - "ზოგ ხუთ ვარსკვლავიანში ნომრის ფასი 50 ლარამდეა"

ხვალ რიკოთის გვირაბში მანქანების მოძრაობა 6 საათით აიკრძალება