მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიმუშაოთ სახლიდან - რეკომენდაციები მათ, ვინც კორონავირუსის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა
როგორ ვიმუშაოთ სახლიდან - რეკომენდაციები მათ, ვინც კორონავირუსის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და.

უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც, არა­ერ­თმა სა­ხელ­მწი­ფო და სა­ჯა­რო უწყე­ბამ და­ი­წყო დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ კომ­პა­ნი­ებს, რომ და­საქ­მე­ბუ­ლებს სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცენ.

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის ეს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. იმის­თვის, რომ სახ­ლი­და­ნაც არა­ნაკ­ლებ პრო­დუქ­ტი­უ­ლად იმუ­შა­ოთ, გთა­ვა­ზობთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს:

  • მო­ამ­ზა­დეთ სა­მუ­შაო სივ­რცე

სა­მუ­შაო გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გქონ­დეთ შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო გა­რე­მო. ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იმუ­შა­ოთ სა­წო­ლი­დან. პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სახ­ლში მო­ა­წყოთ სა­მუ­შაო სივ­რცე, კუ­თხე, რო­მე­ლიც თქვენს გან­წყო­ბა­ზე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს და მუ­შა­ო­ბა­ში ხელს შე­გი­წყობთ.

  • უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია გა­მარ­თუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი

მო­ა­წეს­რი­გეთ კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინ­ტერ­ნე­ტის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბა. დარ­წმუნ­დით, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. სხვა შემ­თხვე­ვა­ში დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

  • მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეთ ადრე

როცა ოფის­ში გი­წევთ წას­ვლა, დი­ლით ადრე დგე­ბით, ფხიზ­ლდე­ბით და უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ხართ. სახ­ლში კი, შე­საძ­ლოა, და­გე­ზა­როთ ად­რი­ა­ნად ად­გო­მა და სა­წო­ლი­დან გა­და­წყვი­ტოთ მუ­შა­ო­ბა. ასე არ მო­იქ­ცეთ. ექ­სპერ­ტე­ბი გირ­ჩე­ვენ, რომ სახ­ლშიც ისე მო­ბი­ლიზ­დეთ, თით­ქოს ოფის­ში მი­დი­ხართ, და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა დი­ლი­დან­ვე.

  • მო­ი­ქე­ცით ისე, თით­ქოს ოფის­ში მი­დი­ხართ

სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა არ ნიშ­ნავს უქ­მად ყოფ­ნას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს გა­აც­ნო­ბი­ე­როთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვერ იქ­ნე­ბით პრო­დუქ­ტი­უ­ლე­ბი. როცა სახ­ლი­დან მუ­შა­ობთ, დი­ლით გა­ა­კე­თეთ ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც აკე­თებ­დით მა­შინ, როცა სამ­სა­ხურ­ში, ოფის­ში მი­დი­ო­დით. და­ა­ყე­ნეთ მაღ­ვი­ძა­რა, მო­იმ­ზა­დეთ ყავა, ჩა­იც­ვით ლა­მა­ზად. მო­ემ­ზა­დეთ ისე, რო­გორც ადრე და კონ­ცენ­ტრირ­დით საქ­მე­ზე.

  • მარ­თეთ თქვე­ნი დღე ისე, რო­გორც ამას ოფის­ში მის­ვლის დროს აკე­თებ­დით

როცა სახ­ლი­დან მუ­შა­ობთ სა­კუ­თა­რი თა­ვის პი­რა­დი მე­ნე­ჯე­რი თა­ვად ხართ. შე­ად­გი­ნეთ გან­რი­გი, დღის გეგ­მა, ასე­ვე, გა­მო­ყა­ვით შეს­ვე­ნე­ბის­თვის დღის კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ში დრო. ჩა­მო­წე­რეთ გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის სია.

  • ნუ იქ­ნე­ბით მუდ­მი­ვად კომ­პი­უ­ტერ­თან

ყო­ველ სა­ათ­ში ადე­ქით, სახ­ლში­ვე გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რეთ. შე­გიძ­ლი­ათ, რამ­დე­ნი­მე წუ­თი­ა­ნი მარ­ტი­ვი ვარ­ჯი­შე­ბიც გა­ა­კე­თოთ. შე­დე­გად, არ მო­დუნ­დე­ბით და როცა კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხე ჩა­ივ­ლის, ჯან­მრთე­ლე­ბი და ჯან­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბით.

  • აუხ­სე­ნით ოჯა­ხის წევ­რებს, რომ მუ­შა­ო­ბა­ში ხელი არ უნდა შე­გი­შა­ლონ

რა თქმა უნდა, სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში უმე­ტეს ადა­მი­ანს კომ­პა­ნი­ო­ნი ჰყავს - დედ-მამა, მე­უღ­ლე, დედ­მა­მიშ­ვი­ლი, ბე­ბია-ბა­ბუა, შვი­ლი და ა.შ. აუხ­სე­ნით მათ, რომ სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა არ გუ­ლის­ხმობს სახ­ლში ყოფ­ნას. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ გა­აც­ნო­ბი­ე­რონ ეს და პა­ტი­ვი სცენ თქვენს სა­მუ­შაო სივ­რცეს.

  • ინ­ტე­რაქ­ცია ადა­მი­ა­ნებ­თან

რა თქმა უნდა, აუ­ცი­ე­ლებ­ლად გქონ­დეთ კო­მუ­ნი­კა­ცია ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­გორც ონ­ლა­ინ, ასე­ვე სახ­ლში მყო­ფებ­თან, მაგ­რამ ბა­ლან­სი უნდა და­იც­ვათ და დრო უსარ­გებ­ლო ჭო­რა­ო­ბა­ში არ უნდა და­კარ­გოთ.

  • და­ა­წე­სეთ მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი დრო

სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა, რა თქმა უნდა, არ გუ­ლის­ხმობს, რომ 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში უნდა იმუ­შა­ოთ. დამ­საქ­მებ­ლებს თა­ვი­დან­ვე მკა­ფი­ოდ და­ე­ლა­პა­რა­კეთ ამ სა­კი­თხზე და და­ას­რუ­ლეთ მუ­შა­ო­ბა კონ­კრე­ტულ დროს.

  • არ იმუ­შა­ოთ ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ

და­უშ­ვე­ბე­ლია ასე­თი მუ­შა­ო­ბა. შე­საძ­ლოა, თვლით, რომ ხელი არ გეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ასე არ არის. ყუ­რა­დღე­ბა მა­ინც გე­ფან­ტე­ბათ და ნაკ­ლებ პრო­დუქ­ტი­უ­ლე­ბი ხართ. სა­მუ­შაო დღის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი შე­საძ­ლოა ბევ­რი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე დაგ­რჩეთ სწო­რედ იმის გამო, რომ მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­დით.

  • იკ­ვე­ბეთ ჯან­სა­ღად

ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. მო­იმ­ზა­დეთ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ იმუ­ნი­ტე­ტი.

  • არ ისარ­გებ­ლოთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით

თუ ისე­თი სამ­სა­ხუ­რი გაქვთ, რო­მელ­საც არ სჭირ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მორ­თეთ ისი­ნი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დღის ბო­ლოს ბევ­რი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე დაგ­რჩე­ბათ.

ასე რომ, მო­ემ­ზა­დეთ, მო­ბი­ლიზ­დით და დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბამ არ შე­გა­ში­ნოთ! წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
A M E R I C A
0

აუცილებლად მასე მოვიქცევი, მაკარონიან ხაჭაპურს მაინც აღარ შევჭამ :)

gio
0

ხაჭაპური))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან - რეკომენდაციები მათ, ვინც კორონავირუსის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან - რეკომენდაციები მათ, ვინც კორონავირუსის გამო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

უკვე საქართველოშიც, არაერთმა სახელმწიფო და საჯარო უწყებამ დაიწყო დისტანციურად მუშაობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე საქართველოს ხელისუფლება, რეკომენდაციას უწევენ კომპანიებს, რომ დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა მისცენ.

არიან ადამიანები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობის გამოცდილება აქვთ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს ახალი გამოწვევაა. იმისთვის, რომ სახლიდანაც არანაკლებ პროდუქტიულად იმუშაოთ, გთავაზობთ რეკომენდაციებს:

  • მოამზადეთ სამუშაო სივრცე

სამუშაო განწყობის შესაქმნელად, კონცენტრაციისთვის, აუცილებელია, რომ გქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო. ექსპერტები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იმუშაოთ საწოლიდან. პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად, პროდუქტიულობისთვის აუცილებელია, რომ სახლში მოაწყოთ სამუშაო სივრცე, კუთხე, რომელიც თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს და მუშაობაში ხელს შეგიწყობთ.

  • უმნიშვნელოვანესია გამართული ტექნოლოგიები

მოაწესრიგეთ კომპიუტერები, მნიშვნელოვანია ინტერნეტის გამართულად მუშაობა. დარწმუნდით, რომ ყველაფერი წესრიგშია. სხვა შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმში მუშაობა წარმოუდგენელია.

  • მუშაობა დაიწყეთ ადრე

როცა ოფისში გიწევთ წასვლა, დილით ადრე დგებით, ფხიზლდებით და უფრო მობილიზებულები ხართ. სახლში კი, შესაძლოა, დაგეზაროთ ადრიანად ადგომა და საწოლიდან გადაწყვიტოთ მუშაობა. ასე არ მოიქცეთ. ექსპერტები გირჩევენ, რომ სახლშიც ისე მობილიზდეთ, თითქოს ოფისში მიდიხართ, დაიწყეთ მუშაობა დილიდანვე.

  • მოიქეცით ისე, თითქოს ოფისში მიდიხართ

სახლიდან მუშაობა არ ნიშნავს უქმად ყოფნას. მნიშვნელოვანია, რომ ეს გააცნობიეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნებით პროდუქტიულები. როცა სახლიდან მუშაობთ, დილით გააკეთეთ ის ყველაფერი, რასაც აკეთებდით მაშინ, როცა სამსახურში, ოფისში მიდიოდით. დააყენეთ მაღვიძარა, მოიმზადეთ ყავა, ჩაიცვით ლამაზად. მოემზადეთ ისე, როგორც ადრე და კონცენტრირდით საქმეზე.

  • მართეთ თქვენი დღე ისე, როგორც ამას ოფისში მისვლის დროს აკეთებდით

როცა სახლიდან მუშაობთ საკუთარი თავის პირადი მენეჯერი თავად ხართ. შეადგინეთ განრიგი, დღის გეგმა, ასევე, გამოყავით შესვენებისთვის დღის კონკრეტულ მონაკვეთში დრო. ჩამოწერეთ გასაკეთებელი საქმეების სია.

  • ნუ იქნებით მუდმივად კომპიუტერთან

ყოველ საათში ადექით, სახლშივე გაიარ-გამოიარეთ. შეგიძლიათ, რამდენიმე წუთიანი მარტივი ვარჯიშებიც გააკეთოთ. შედეგად, არ მოდუნდებით და როცა კორონავირუსის საფრთხე ჩაივლის, ჯანმრთელები და ჯანსაღები იქნებით.

  • აუხსენით ოჯახის წევრებს, რომ მუშაობაში ხელი არ უნდა შეგიშალონ

რა თქმა უნდა, სახლიდან მუშაობის პირობებში უმეტეს ადამიანს კომპანიონი ჰყავს - დედ-მამა, მეუღლე, დედმამიშვილი, ბებია-ბაბუა, შვილი და ა.შ. აუხსენით მათ, რომ სახლიდან მუშაობა არ გულისხმობს სახლში ყოფნას. უმნიშვნელოვანესია, რომ გააცნობიერონ ეს და პატივი სცენ თქვენს სამუშაო სივრცეს.

  • ინტერაქცია ადამიანებთან

რა თქმა უნდა, აუციელებლად გქონდეთ კომუნიკაცია ადამიანებთან, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მყოფებთან, მაგრამ ბალანსი უნდა დაიცვათ და დრო უსარგებლო ჭორაობაში არ უნდა დაკარგოთ.

  • დააწესეთ მუშაობის დასრულებისთვის კონკრეტული დრო

სახლიდან მუშაობა, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ 24-საათიან რეჟიმში უნდა იმუშაოთ. დამსაქმებლებს თავიდანვე მკაფიოდ დაელაპარაკეთ ამ საკითხზე და დაასრულეთ მუშაობა კონკრეტულ დროს.

  • არ იმუშაოთ ტელევიზორის წინ

დაუშვებელია ასეთი მუშაობა. შესაძლოა, თვლით, რომ ხელი არ გეშლებათ, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ყურადღება მაინც გეფანტებათ და ნაკლებ პროდუქტიულები ხართ. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კი შესაძლოა ბევრი შეუსრულებელი საქმე დაგრჩეთ სწორედ იმის გამო, რომ მუშაობის პარალელურად ტელევიზორს უყურებდით.

  • იკვებეთ ჯანსაღად

ეს უმნიშვნელოვანესია. მოიმზადეთ ჯანსაღი საკვები. გაიუმჯობესეთ იმუნიტეტი.

  • არ ისარგებლოთ სოციალური ქსელებით

თუ ისეთი სამსახური გაქვთ, რომელსაც არ სჭირდება სოციალური ქსელები, აუცილებლად გამორთეთ ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღის ბოლოს ბევრი შეუსრულებელი საქმე დაგრჩებათ.

ასე რომ, მოემზადეთ, მობილიზდით და დისტანციურად მუშაობამ არ შეგაშინოთ! წარმატებებს გისურვებთ!

"მე შენ მიყვარხარ 67 წელია, ქორწინების იუბილეს გილოცავ!" - რა სიურპრიზი გაუკეთა ამერიკელმა პენსიონერმა კარანტინში მყოფ ცოლს

გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე - "ღიპი - დედასთან პრობლემებია, უფულობა - მამასთან"

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"