მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი COVID-19 პან­დე­მი­ად, ანუ გლო­ბა­ლურ ეპი­დე­მი­ად გა­მო­ა­ცხა­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ჯერ მხო­ლოდ 3 თვეა ცირ­კუ­ლი­რებს, მსოფ­ლიო წეს­რიგ­სა და დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის წესს უკვე საგ­რძნობ­ლად ცვლის. უცხო­უ­რი მე­დია ამ ინ­ფექ­ცი­ას ორი ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ზი­სის - 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრი­სა და 2008 წლის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გვერ­დით იხ­სე­ნი­ებს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით

რო­გორ და რამ­დე­ნად ხან­გრძლივ ცვლი­ლე­ბებს მო­ი­ტანს COVID-19, ეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბებ­სა და მის შემ­დგომ სიმწვა­ვე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, იტა­ლია, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თის, ანუ კო­რო­ნა­ვირუ­სის "სა­თა­ვის" შემ­დეგ, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბით მე­ო­რე ად­გილ­ზეა, გარ­კვე­ულ­წი­ლად იმის ნი­მუ­შად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა, თუ რას შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ სხვა ქვეყ­ნებ­შიც, ყვე­ლა­ზე უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში.

სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, იტა­ლი­ის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბამ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პი და არე­ა­ლი ქვე­ყა­ნა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, უკონ­ტრო­ლო გახ­და.

"Bel paese", რო­გორც იტა­ლი­ე­ლე­ბი თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლოს უწო­დე­ბენ, ანუ "ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნა", კვლავ ლა­მა­ზი, თუმ­ცა, ცა­რი­ე­ლი დარ­ჩა - მა­ნამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­თა და ტუ­რის­ტე­ბით გა­დავ­სე­ბუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ობი­ექ­ტივ­ში შთამ­ბეჭ­და­ვად, თუმ­ცა, უკვე უკაც­რი­ელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღი­ბეჭ­და...

ქვე­ყა­ნა­ში და­წეს­და შე­ზღუდ­ვე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 3 აპ­რი­ლამ­დე იტა­ლი­ა­ში არ იქ­ნე­ბა არა­ნა­ი­რი ხალ­ხმრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა - ქორ­წი­ლი, დაკ­რძალ­ვა, კონ­ცერ­ტი, სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა თუ წირ­ვა; მთე­ლი აპე­ნი­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის მას­შტა­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი­ნო­თე­ატ­რე­ბის, თე­ატ­რე­ბის, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბის, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა და მუ­ზე­უ­მე­ბის და­ხურ­ვის ბრძა­ნე­ბა გას­ცა;

იტა­ლი­ა­ში მყო­ფი თი­თო­ე­უ­ლი პირი, ვი­საც 37.5 გრა­დუს­ზე მეტი სი­ცხე უფიქ­სირ­დე­ბა, კა­რან­ტინ­ში თავ­სდე­ბა; სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლა ყვე­ლა­ზე ცოტა, მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გა­და­ი­დო და სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ გა­და­ი­დე­ბა; 3 აპ­რი­ლამ­დე რომ­ში ყვე­ლა ეკ­ლე­სია და­ი­ხუ­რა.

თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი სხვა ქვეყ­ნებ­საც იტა­ლი­ის მსგავ­სი სიმ­ძლავ­რით შე­უ­ტევს, შე­საძ­ლოა, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ხი­ლოთ ასე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცია. რას შეც­ვლის კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში? - კონ­ტუ­რე­ბი უკვე იკ­ვე­თე­ბა და ამ სტა­ტი­ა­ში ჩვენ რამ­დე­ნი­მე მათ­განს შე­ვე­ხე­ბით:

VIDEO: რო­გო­რი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს მო­მა­ვა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში? - გან­ვი­ხი­ლოთ შე­საძ­ლო სცე­ნა­რი

  • დის­ტან­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის და­ნერგვა

დღე არ გავა, მე­დი­ა­ში არ გავ­რცელ­დეს ინ­ფორ­მა­ცია დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის და­წყე­ბის შე­სა­ხებ, კომ­პა­ნი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­დის, მას­შტა­ბუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი კი უკვე ვი­დე­ო­ხი­დე­ბით იმარ­თე­ბა.

COVID-19-ის აფეთ­ქე­ბას­თან ერ­თად, ისე­თი მძლავ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რიც "ტვი­ტე­რი" და "ფე­ის­ბუ­ქია", თა­ნამ­შრომ­ლებს არა­თუ ნე­ბას რთა­ვენ სახ­ლი­დან იმუ­შა­ონ, არა­მედ ამას მო­ი­თხო­ვენ კი­დეც. ეს ორი მიზ­ნით კეთ­დე­ბა: ერთი - ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლაა, მე­ო­რე კი - მომ­ზა­დე­ბა უა­რე­სის­თვის, ანუ იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ კა­რან­ტინ­ში ოფი­სე­ბიც მო­ექ­ცე­ვა.

ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში ბევ­რი ბიზ­ნეს­ლი­დე­რი მივა იმ დას­კვნამ­დე, რომ ცენ­ტრა­ლურ ოფი­სებ­ში, პი­რა­დი შეხ­ვედ­რე­ბი არც ისე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც აქამ­დე ჩან­და.

  • ბიზ­ნე­სი ჩი­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­და­ა­ფა­სებს

ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის შემ­დეგ, კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ­მა კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა, დიდ­წი­ლად ჩი­ნეთ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი. ისი­ნი ბიზ­ნეს პარტნი­ო­რო­ბის ქსე­ლებ­სა და ე.წ. მი­წო­დე­ბის ჯაჭვში სწო­რედ ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად არი­ან ჩარ­თულ­ნი.

"ნიუ იორკ თა­იმ­სის" სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა ბიძ­გი მის­ცა ჩი­ნეთ­ზე, რო­გორც წარ­მო­ე­ბის ათ­ვლის წერ­ტილ­ზე, მსოფ­ლი­ოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­და­ფა­სე­ბას. თუ სუ­რა­თი უფრო დამ­ძიმ­დე­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი ეც­დე­ბი­ან, მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ და ჩი­ნე­თის­გან "ბიზ­ნეს დის­ტან­ცი­რე­ბა" მო­ახ­დი­ნონ, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბიც გახ­დნენ.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი ამინ­დის ცვლი­ლე­ბა

უცხო­ურ მე­დი­ა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ მსოფ­ლიო გა­მოწ­ვე­ვა­ზე გლო­ბა­ლუ­რად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხია სა­ჭი­რო, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ ქმე­დე­ბებ­ში ჩაბ­მა არ ისურ­ვოს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ფონ­ზე უკი­დუ­რე­სად მე­მარ­ჯვე­ნე ლი­დე­რებ­მა, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში, უკვე და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი სა­ზღვრებ­ზე კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბის, სკო­ლე­ბის და­კეტვის, ბიზ­ნეს პარტნი­ო­რო­ბის მოშ­ლის შე­დე­გად, სა­ვა­რა­უ­დოა, კრი­ზის­მა გლო­ბა­ლი­ზა­ცია შე­ა­ფერ­ხოს და ე.წ. დეგლო­ბა­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს.

  • პა­ნი­კა და დე­ფი­ცი­ტი

ინ­ფორ­მა­ცია თუ დე­ზინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლად და ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა. არ­ცთუ ისე იშ­ვი­ა­თად ვხე­დავთ იმა­საც, თუ რო­გო­რი ძალა აქვს უბ­რა­ლო "ფეიკ ნი­უსს", ყალბ ამ­ბავს. ეს თა­ვის მხრივ, პა­ნი­კას უწყობს ხელს, პა­ნი­კა კი ადა­მი­ა­ნებს მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბის­კენ უბიძ­გებს.

პირ­ბა­დე­ე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზე­ბით შე­ძე­ნამ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში უკვე გა­მო­იწ­ვია სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის დე­ფი­ცი­ტი. მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ქა­ლა­ქე­ბის სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­სა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში დახ­ლე­ბი და­ცა­რი­ელ­და. ეს დე­ფი­ცი­ტი, მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­ზღუდ­ვებ­თან ერ­თად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ზე მო­წყვლად ად­გი­ლე­ბამ­დე სა­სი­ცო­ცხლო მა­რა­გე­ბი­სა და დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­წო­დე­ბას შე­უშ­ლის ხელს.

  • მეც­ნი­ე­რე­ბის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა

მთავ­რო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბას ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე სწრა­ფი სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნა გა­უ­ჭირ­დათ, მა­შინ რო­დე­საც მეც­ნი­ე­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, ვირუ­სის აღ­მო­ჩე­ნი­სა და შე­საძ­ლო და­მარ­ცხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნა­ვი­თა­რონ.

ჩი­ნეთ­ში, ქა­ლა­ქი უხა­ნი უკვე ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს - იქ, სა­ი­და­ნაც ინ­ფექ­ცია გავ­რცელ­და, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სამ­სა­ხუ­რებს უბ­რუნ­დე­ბი­ან. ამა­სო­ბა­ში ჩი­ნე­თის­გან და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ო­სად­მი დახ­მა­რე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ, მათ შო­რის, უკვე ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩი­ნე­თის­გან სა­ჩუქ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სის და­სად­გენ, 1000 სწრაფ ტესტს მი­ი­ღებს. ამას­თან, ჩი­ნეთ­მა იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მე­დი­ცი­ნის ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუ­ფი გაგ­ზავ­ნა.

მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რე­ბი უფრო და უფრო სწრა­ფად მოქ­მედ დი­აგ­ნოს­ტი­კურ ტეს­ტებს ნერ­გა­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამა­ზე და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ არ­სე­ბობს, უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ვაქ­ცი­ნა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფე­ბი შე­საძ­ლო ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბის­თვის უკვე პირ­ველ მო­ხა­ლი­სე­ებს არ­ჩე­ვენ.

მა­გა­ლი­თად, აშშ-ში, ამე­რი­კუ­ლი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Gilead Sciences-ის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტი და ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით, იმე­დის­მომ­ცე­მი სუ­რა­თი აქვთ (წა­ი­კი­თხეთ: რო­დის გა­მო­ი­გო­ნე­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას).

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰჰ
18

არავინ არ ახსენებს მთავარს; ცოდვებმა რომ გვიწია კაცთა მოდგმას

:))))
5

კორონიჩი ყოფილა მაფიოზი არ შეცვალა მსოფლიო კორონიჩ შე ძველო:))))))))))) სულ რაღაც 4 თვეში ვაქცინაც იქნება და ეს დაავადება არვის ემახსოვრება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID-19 პანდემიად, ანუ გლობალურ ეპიდემიად გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ჯერ მხოლოდ 3 თვეა ცირკულირებს, მსოფლიო წესრიგსა და დედამიწის მოსახლეობის ცხოვრების წესს უკვე საგრძნობლად ცვლის. უცხოური მედია ამ ინფექციას ორი ყველაზე დიდი კრიზისის - 2001 წლის 11 სექტემბრისა და 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის გვერდით იხსენიებს.

კორონავირუსის გავრცელების არეალი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით

როგორ და რამდენად ხანგრძლივ ცვლილებებს მოიტანს COVID-19, ეს ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და მის შემდგომ სიმწვავეზეა დამოკიდებული, თუმცა, იტალია, რომელიც ჩინეთის, ანუ კორონავირუსის "სათავის" შემდეგ, ვირუსის გავრცელებით მეორე ადგილზეა, გარკვეულწილად იმის ნიმუშად წარმოგვიდგება, თუ რას შეიძლება ველოდოთ სხვა ქვეყნებშიც, ყველაზე უარეს შემთხვევაში.

სულ რამდენიმე დღის წინ, იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსის გავრცელების ტემპი და არეალი ქვეყანაში ფაქტობრივად, უკონტროლო გახდა.

"Bel paese", როგორც იტალიელები თავიანთ სამშობლოს უწოდებენ, ანუ "ლამაზი ქვეყანა", კვლავ ლამაზი, თუმცა, ცარიელი დარჩა - მანამდე მოქალაქეებითა და ტურისტებით გადავსებული ღირსშესანიშნაობები ფოტოგრაფების ობიექტივში შთამბეჭდავად, თუმცა, უკვე უკაცრიელ მდგომარეობაში აღიბეჭდა...

ქვეყანაში დაწესდა შეზღუდვები მოგზაურობასთან დაკავშირებით, 3 აპრილამდე იტალიაში არ იქნება არანაირი ხალხმრავალი ღონისძიება - ქორწილი, დაკრძალვა, კონცერტი, სპორტული ღონისძიება თუ წირვა; მთელი აპენინის ნახევარკუნძულის მასშტაბით, ხელისუფლებამ კინოთეატრების, თეატრების, საკონცერტო დარბაზების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების დახურვის ბრძანება გასცა;

იტალიაში მყოფი თითოეული პირი, ვისაც 37.5 გრადუსზე მეტი სიცხე უფიქსირდება, კარანტინში თავსდება; სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა ყველაზე ცოტა, მარტის შუა რიცხვებამდე გადაიდო და სავარაუდოდ, კიდევ გადაიდება; 3 აპრილამდე რომში ყველა ეკლესია დაიხურა.

თუ კორონავირუსი სხვა ქვეყნებსაც იტალიის მსგავსი სიმძლავრით შეუტევს, შესაძლოა, ბევრ ქვეყანაში ვიხილოთ ასეთივე სიტუაცია. რას შეცვლის კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში? - კონტურები უკვე იკვეთება და ამ სტატიაში ჩვენ რამდენიმე მათგანს შევეხებით:

VIDEO: როგორი იქნება მსოფლიოს მომავალი კორონავირუსის პირობებში? - განვიხილოთ შესაძლო სცენარი

  • დისტანციური მეთოდების დანერგვა

დღე არ გავა, მედიაში არ გავრცელდეს ინფორმაცია დისტანციური სწავლების დაწყების შესახებ, კომპანიების დიდი ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის, მასშტაბური კონფერენციები კი უკვე ვიდეოხიდებით იმართება.

COVID-19-ის აფეთქებასთან ერთად, ისეთი მძლავრი კომპანიები, როგორიც "ტვიტერი" და "ფეისბუქია", თანამშრომლებს არათუ ნებას რთავენ სახლიდან იმუშაონ, არამედ ამას მოითხოვენ კიდეც. ეს ორი მიზნით კეთდება: ერთი - ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაა, მეორე კი - მომზადება უარესისთვის, ანუ იმ შემთხვევისთვის, თუ კარანტინში ოფისებიც მოექცევა.

ექსპერტების მოსაზრებით, კორონავირუსის პირობებში ბევრი ბიზნესლიდერი მივა იმ დასკვნამდე, რომ ცენტრალურ ოფისებში, პირადი შეხვედრები არც ისე აუცილებელია, როგორც აქამდე ჩანდა.

  • ბიზნესი ჩინეთთან ურთიერთობებს გადააფასებს

ტურისტული ინდუსტრიის შემდეგ, კომპანიები, რომლებიც ახალმა კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა, დიდწილად ჩინეთზე არიან დამოკიდებულნი. ისინი ბიზნეს პარტნიორობის ქსელებსა და ე.წ. მიწოდების ჯაჭვში სწორედ ჩინურ კომპანიებთან ერთად არიან ჩართულნი.

"ნიუ იორკ თაიმსის" სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსმა ბიძგი მისცა ჩინეთზე, როგორც წარმოების ათვლის წერტილზე, მსოფლიოს დამოკიდებულების გადაფასებას. თუ სურათი უფრო დამძიმდება, მოსალოდნელია, რომ კომპანიები ეცდებიან, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და ჩინეთისგან "ბიზნეს დისტანცირება" მოახდინონ, შესაბამისად, უფრო დამოუკიდებლებიც გახდნენ.

  • პოლიტიკური ამინდის ცვლილება

უცხოურ მედიაში აღინიშნება, რომ მსოფლიო გამოწვევაზე გლობალურად გაერთიანებული პასუხია საჭირო, თუმცა შესაძლოა, სხვადასხვა სახელმწიფომ მსოფლიო მასშტაბით კოორდინირებულ ქმედებებში ჩაბმა არ ისურვოს.

კორონავირუსის ფონზე უკიდურესად მემარჯვენე ლიდერებმა, მაგალითად, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში, უკვე დაიწყეს საუბარი საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების თაობაზე. მოგზაურობების შემცირების, სკოლების დაკეტვის, ბიზნეს პარტნიორობის მოშლის შედეგად, სავარაუდოა, კრიზისმა გლობალიზაცია შეაფერხოს და ე.წ. დეგლობალიზაცია გამოიწვიოს.

  • პანიკა და დეფიციტი

ინფორმაცია თუ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში სრულიად თავისუფლად და ვირუსულად ვრცელდება. არცთუ ისე იშვიათად ვხედავთ იმასაც, თუ როგორი ძალა აქვს უბრალო "ფეიკ ნიუსს", ყალბ ამბავს. ეს თავის მხრივ, პანიკას უწყობს ხელს, პანიკა კი ადამიანებს მარაგების შევსებისკენ უბიძგებს.

პირბადეებისა და სამედიცინო ინვენტარის გადაჭარბებული დოზებით შეძენამ არა მარტო საქართველოში, არამედ, ბევრ ქვეყანაში უკვე გამოიწვია სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი. მსოფლიოს უდიდესი ქალაქების სასურსათო მაღაზიებსა სუპერმარკეტებში დახლები დაცარიელდა. ეს დეფიციტი, მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან ერთად, სავარაუდოდ, ყველაზე მოწყვლად ადგილებამდე სასიცოცხლო მარაგებისა და დამცავი საშუალებების მიწოდებას შეუშლის ხელს.

  • მეცნიერების სწრაფი განვითარება

მთავრობების უმეტესობას ახალ კორონავირუსზე სწრაფი საპასუხო რეაქციის გამოვლენა გაუჭირდათ, მაშინ როდესაც მეცნიერები მაქსიმალურად ცდილობენ, ვირუსის აღმოჩენისა და შესაძლო დამარცხების მიმართულებით ახალი შესაძლებლობები განავითარონ.

ჩინეთში, ქალაქი უხანი უკვე ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებას ცდილობს - იქ, საიდანაც ინფექცია გავრცელდა, მოქალაქეები სამსახურებს უბრუნდებიან. ამასობაში ჩინეთისგან დანარჩენი მსოფლიოსადმი დახმარებას უნდა ველოდოთ, მათ შორის, უკვე ცნობილია, რომ საქართველო ჩინეთისგან საჩუქრად კორონავირუსის დასადგენ, 1000 სწრაფ ტესტს მიიღებს. ამასთან, ჩინეთმა იტალიაში კორონავირუსთან საბრძოლველად მედიცინის ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა.

მსოფლიოს მეცნიერები უფრო და უფრო სწრაფად მოქმედ დიაგნოსტიკურ ტესტებს ნერგავენ. რაც შეეხება ვაქცინას, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, უახლესი მონაცემების თანახმად, ვაქცინაზე მომუშავე ჯგუფები შესაძლო ვაქცინის ტესტირებისთვის უკვე პირველ მოხალისეებს არჩევენ.

მაგალითად, აშშ-ში, ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Gilead Sciences-ის მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული პრეპარატი და ირწმუნებიან, რომ ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, იმედისმომცემი სურათი აქვთ (წაიკითხეთ: როდის გამოიგონებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას).

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

ორთვიანი კარანტინის შემდეგ მაღაზიაში ტყავის საქონელი დაობდა - მალაიზიაში გადაღებულ ფოტოებს ათი ათასობით გაზიარება აქვს

ევროპა COVID-19-ის შოკიდან გამოდის - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა და რა ეკრძალებათ მოქალაქეებს