ავტორი:

"კომპანიებთან, რომლებისგანაც საქართველომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უნდა მიიღოს, მუშაობა დაწყებულია" - სოზარ სუბარი

"კომპანიებთან, რომლებისგანაც საქართველომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უნდა მიიღოს, მუშაობა დაწყებულია" - სოზარ სუბარი

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, შესაბამის კომპანიებთან, რომლებისგანაც საქართველომ მომავალში უნდა მიიღოს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი, მუშაობა უკვე დაწყებულია.

როგორც სუბარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეთერში განაცხადა, აღნიშნული პრეპარატის შექმნა დაახლოებით ერთი თვის ვადაშია ნავარაუდები.

„ამასთან დაკავშირებით საუბარი საბჭოზე არის, გარკვეული გეგმები არსებობს და დაახლოებით ისიც ვიცით, რომელი კომპანიებისგან, შეიძლება, ველოდოთ. ამ კომპანიებთან აქამდეც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, მათ შორის C ჰეპატიტზე და მუშაობა ახლაც დაწყებულია.

C ჰეპატიტი, რომელზეც ატეხეს სრულიად უსაფუძვლო ჟივილ-ხივილი ჩვენმა ოპონენტებმა, იყო კარგი გამოცდილება, რომ მსოფლიო პანდემიას მომზადებული შევხვედროდით“,- განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ოპერატიულად შეძენა საქართველოს მიერ, სუბარი ამბობს, რომ ამის იმედი აქვს.

„იმედი გვაქვს ამის, თუმცა ანტივირუსამდე მეტი ლაპარაკი და მოთხოვნაა წამლებზე. ჯერ საუბარია პრეპარატზე, რომელიც განკურნების ეფექტური საშუალებაა. დაახლოებით ერთი თვის ვადას ვარაუდობენ, თუმცა ეს დადასტურებული არაა, წინასწარ ამას ვერ ვიტყვით“,- განაცხადა სუბარმა.

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს