საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში ანტისეპტიკური ხსნარი - იმუნოლოგი WHO-ს რეცეპტს გვიზიარებს
როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში ანტისეპტიკური ხსნარი - იმუნოლოგი WHO-ს რეცეპტს გვიზიარებს

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი პან­დე­მი­ად გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 129,842 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ქვე­ყა­ნა­ში სულ 25 და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა გვაქვს, რო­მელ­თა­გან 2 უკავ­შირ­დე­ბა ირან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ას, 1 ეს­პა­ნეთ­ში, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა პირ­და­პირ ან ირი­ბად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იტა­ლი­ას­თან.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, "პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა ნიშ­ნავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს" და და­იც­ვას ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, რო­მელ­საც ის თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად გას­ცემს.

პირ­ვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ცია არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, თავი შე­ი­კა­ვოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის­გან, ასე­ვე და­იც­ვან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი და პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია: ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა; სა­ხე­ზე/ თვალ­ში / პირ­ზე ხე­ლის შე­ხე­ბის­გან თავი არი­დე­ბა; ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა; ხვე­ლი­სა და ცე­მი­ნე­ბის ეტი­კე­ტის დაც­ვა; ქუ­ჩა­ში ცხო­ვე­ლებ­თან ახლო, და­უც­ვე­ლი კონ­ტაქ­ტის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა.

მას შემ­დეგ რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გავ­რცელ­და, თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში მო­ი­პო­ვე­ბა ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ასე­ვე ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი ხსნა­რე­ბი.

თუმ­ცა მათ­თვის, ვინც ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი ხსნა­რე­ბის შე­ძე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექი­მი ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი გვი­ზი­ა­რებს WHO – ის მიერ მო­წო­დე­ბულ რე­ცეპტს, თუ რო­გორ და­ვამ­ზა­დოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხსნა­რი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში.

რე­ცეპ­ტი:

10 ლიტ­რი ხე­ლის ან­ტი­სეპ­ტი­კის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­როა:

96%-იანი ეთა­ნო­ლი - 8333 მლ

3%-იანი წყალ­ბა­დის ზეჟან­გი - 417 მლ

98%-იანი გლი­ცე­რი­ნი - 145 მლ

სტე­რი­ლუ­რი ან გა­და­დუ­ღე­ბუ­ლი წყა­ლი იმ­დე­ნი, რომ შე­ივ­სოს 10 ლიტ­რამ­დე, კარ­გად შე­ვან­ჯღ­რი­ოთ, შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვას­ხათ დო­ზა­ტორ­ში და გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
3

სამედიცინო სპირტი სულ მაქვს სახლში.მითუმეტეს ეხლა,პირდაპირ ვისხამ ხელებზე,თუ გააზავებთ მადგდენი ეფექტური არაა.პერეკისს ვაზავებ წყალში,ისე ვივლებ პირის ღრუს,ადრეც ვხმარობდი ღრძილებისთვის,ბაქტერიებისთვის,კბილებიბის გათეთრებისთვის.ნამდვილად რო კარგია ორივე

????
2

მერე აქამდე სად იყავი ი მ უ ნ ო ლ ო გ ო.

ავტორი:

როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში ანტისეპტიკური ხსნარი - იმუნოლოგი WHO-ს რეცეპტს გვიზიარებს

როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში ანტისეპტიკური ხსნარი - იმუნოლოგი WHO-ს რეცეპტს გვიზიარებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 129,842 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში სულ 25 დაინფიცირების შემთხვევა გვაქვს, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, "პანდემიის გამოცხადება ნიშნავს, რომ მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს" და დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ის თითქმის ყოველდღიურად გასცემს.

პირველი და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის ის, რომ საზოგადოებამ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავოს საერთაშორისო მოგზაურობებისგან, ასევე დაიცვან თვითიზოლაციის წესები და პირადი ჰიგიენა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ძირითადი რეკომენდაციებია: ხელების ხშირი დაბანა; სახეზე/ თვალში / პირზე ხელის შეხებისგან თავი არიდება; ჰიგიენის დაცვა; ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა; ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება.

მას შემდეგ რაც აღნიშნული რეკომენდაციები გავრცელდა, თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება ჰიგიენური საშუალებები, ასევე ანტისეპტიკური ხსნარები.

თუმცა მათთვის, ვინც ანტისეპტიკური ხსნარების შეძენა ვერ მოახერხა იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ნინო მჭედლიშვილი გვიზიარებს WHO – ის მიერ მოწოდებულ რეცეპტს, თუ როგორ დავამზადოთ აღნიშნული ხსნარი სახლის პირობებში.

რეცეპტი:

10 ლიტრი ხელის ანტისეპტიკის დასამზადებლად საჭიროა:

96%-იანი ეთანოლი - 8333 მლ

3%-იანი წყალბადის ზეჟანგი - 417 მლ

98%-იანი გლიცერინი - 145 მლ

სტერილური ან გადადუღებული წყალი იმდენი, რომ შეივსოს 10 ლიტრამდე, კარგად შევანჯღრიოთ, შეგვიძლია ჩავასხათ დოზატორში და გამოვიყენოთ.

"ითქვა, თითქოს ნელის დამსახურებაა ნიკას წარმატება, მაგრამ ეს ადამიანი ჩოგბურთის წესებში მაინც ხომ უნდა ერკვეოდეს?! - რას ყვება ნიკა ბასილაშვილის ძმა

"საბურთალოს კლასტერს" 8 ახალი პაციენტი დაემატა

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან