საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ მონაცემებშია მითითებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25-ე შემთხვევაც იტალიასთანაა კავშირში, თუმცა ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში - 295 ადამიანია, სტაციონარში კი მეთვალყურეობის ქვეშ - 49 ადამიანი იმყოფება.