საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძე იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრებზე - "ყოველდღე ვუტოვებ კარებთან სადილს, პირველადი მოხმარების საშუალებებს"
ამირან გამყრელიძე იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრებზე - "ყოველდღე ვუტოვებ კარებთან სადილს, პირველადი მოხმარების საშუალებებს"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში 1100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია. ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლმა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მან კი­დევ ერთხელ მი­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და. ასე­ვე მო­უ­წო­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­სა და კა­რან­ტინ­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს მის­დი­ონ და მკაც­რად შე­ას­რუ­ლონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. გამ­ყრე­ლი­ძემ ისა­უბ­რა თა­ვის ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან:

"რე­ჟი­მის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია თვი­თონ იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც იზო­ლა­ცი­ა­შია, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. თუ ადა­მი­ა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია და გა­მო­ვა გა­რეთ, ივ­ლის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, რა თქმა უნდა ამას აზრი არ ექ­ნე­ბა.

მინ­და მივ­მარ­თო მო­სახ­ლე­ო­ბას, იმ ად­გი­ლებ­ში სა­დაც სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბია, ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ირ­გვლივ მცხოვ­რებ­ლებ­ში გარ­კვე­უ­ლი შეშ­ფო­თე­ბაა, რა­ტომ ჩემს გვერ­დზე, აქ ინ­ფექ­ცია ვრცელ­დე­ბა და ა.შ. ძა­ლი­ან გთხოვთ ყვე­ლას, სო­ლი­და­რო­ბას და სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აქვს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ახლა! არა­ვის არა­ფე­რი არ გა­და­გე­დე­ბათ! ის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბი არის და­ცუ­ლი შე­სა­ბა­მი­სად.

ყვე­ლა ვინც ირ­გვლივ ცხოვ­რობთ და­ი­ცა­ვით პი­რა­დი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჰი­გი­ე­ნა, ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი, გა­ა­ნი­ა­ვეთ, ნუ მი­ვალთ იზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფებ­თან სტუმ­რად...

მე არა­ფე­რი მაქვს და­სა­მა­ლი, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩემი რძა­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, ყო­ველ­დღე მივ­დი­ვარ მათ­თან, ვტო­ვებ კა­რებ­თან სა­დილს, საკ­ვებს, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს, შემ­დეგ ისი­ნი აღე­ბენ კა­რებს, როცა მე მოვ­დი­ვარ, შე­აქვთ სახ­ლში და შემ­დეგ გა­მო­მაქვს იქე­დან შე­სა­ბა­მი­სი ნარ­ჩე­ნე­ბი რო­გორც წესი და რი­გია, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით" - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სა­უბ­რი­სას.

ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

შე­გახ­სე­ნებთ, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ვაჟს, "ევექ­სის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რს ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი 7 მარტს და­უ­დას­ტურ­და. ის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე კო­ლე­გას­თან, "გე­ფას" დი­რექ­ტორ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­დეგ და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მე­ლიც იტა­ლი­დან დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძეს მე­უღ­ლე და სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამუნა
1

სამწუხაროთ კორონა ვირუსის ვებ გვერდზე 25–შემთხვევა დაფიქსირდა!

nata
1

ახლა ეს "გეფას" დირექტორი ნორმალურია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ამირან გამყრელიძე იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრებზე - "ყოველდღე ვუტოვებ კარებთან სადილს, პირველადი მოხმარების საშუალებებს"

ამირან გამყრელიძე იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრებზე - "ყოველდღე ვუტოვებ კარებთან სადილს, პირველადი მოხმარების საშუალებებს"

საქართველოში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 1100-ზე მეტი ადამიანია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას და აუცილებელი ჰიგიენური წესების დაცვისკენ მოუწოდა. ასევე მოუწოდა თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს მისდიონ და მკაცრად შეასრულონ რეკომენდაციები. გამყრელიძემ ისაუბრა თავის ოჯახის წევრებზეც, რომლებიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან:

"რეჟიმის დაცვა აუცილებელია თვითონ იმ ადამიანისთვის, ვინც იზოლაციაშია, მისი ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისთვის. თუ ადამიანი თვითიზოლაციაშია და გამოვა გარეთ, ივლის თავშეყრის ადგილებში, რა თქმა უნდა ამას აზრი არ ექნება.

მინდა მივმართო მოსახლეობას, იმ ადგილებში სადაც საკარანტინო სივრცეებია, ან თვითიზოლაციაში არიან ადამიანები, ირგვლივ მცხოვრებლებში გარკვეული შეშფოთებაა, რატომ ჩემს გვერდზე, აქ ინფექცია ვრცელდება და ა.შ. ძალიან გთხოვთ ყველას, სოლიდარობას და სამოქალაქო პასუხისმგებლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ახლა! არავის არაფერი არ გადაგედებათ! ის საკარანტინო სივრცეები არის დაცული შესაბამისად.

ყველა ვინც ირგვლივ ცხოვრობთ დაიცავით პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ, ნუ მივალთ იზოლაციაში მყოფებთან სტუმრად...

მე არაფერი მაქვს დასამალი, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, ვტოვებ კარებთან სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს, შემდეგ ისინი აღებენ კარებს, როცა მე მოვდივარ, შეაქვთ სახლში და შემდეგ გამომაქვს იქედან შესაბამისი ნარჩენები როგორც წესი და რიგია, ყველა წესის დაცვით" - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საუბრისას.

ნიკოლოზ გამყრელიძე მეუღლესთან ერთად

შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძის ვაჟს, "ევექსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. ის ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. ნიკოლოზ გამყრელიძე კოლეგასთან, "გეფას" დირექტორთან კომუნიკაციის შემდეგ დაინფიცირდა, რომელიც იტალიდან დაბრუნდა საქართველოში. ნიკოლოზ გამყრელიძეს მეუღლე და სამი ქალიშვილი ჰყავს.

ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს მოქალაქეთა ახალ კატეგორიას, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

ნიკოლოზ გამყრელიძემ საავადმყოფო დატოვა - "26 დღის განმავლობაში, არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა, არც შიში"