მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხსნიან ლარის გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკი - რა ბედი ეწევა ეროვნულ ვალუტას
როგორ ხსნიან ლარის გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკი - რა ბედი ეწევა ეროვნულ ვალუტას

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ლა­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შექ­მნილ გა­ურ­კვევ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მო­ლო­დი­ნის არ­ხით ფი­ნან­სურ ბაზ­რებს გა­და­ე­ცა.

სებ-ის გან­ცხა­დე­ბა­ში ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზეა სა­უ­ბა­რი და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მოვ­ლე­ნა­თა ნე­ბის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მზად არის.

„კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბოლო დღე­ებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია გა­ურ­კვევ­ლო­ბა რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე რე­გი­ო­ნუ­ლი მას­შტა­ბით. ეს გა­ურ­კვევ­ლო­ბა მო­ლო­დი­ნე­ბის არ­ხით გა­და­ე­ცე­მა ფი­ნან­სურ ბაზ­რებს და მათ შო­რის, სა­ვა­ლუ­ტო კურსს, რისი შე­დე­გიც, გამ­ყა­რე­ბის ერ­თთვი­ა­ნი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ლა­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­უ­ფა­სუ­რე­ბაა.

აღ­ნიშ­ნულ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა იმოქ­მე­და:

  • ერთი მხრივ, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა გლო­ბა­ლუ­რად და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ შემ­ცი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.
  • ამა­ვე დროს, ნავ­თო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სე­ბის ვარ­დნა სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტი­ო­რი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი­დან სა­გა­რეო მო­თხოვ­ნის შე­სუს­ტე­ბა­სა და ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის შე­საძ­ლო შემ­ცი­რე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. შე­დე­გად, გა­ი­ზარ­და სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბის რის­კე­ბი, რაც მო­ლო­დი­ნე­ბის არ­ხით შე­სა­ბა­მი­სად აი­სა­ხა სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე. მსგავ­სი სუ­რა­თია ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­შიც, სა­დაც ბოლო დღე­ებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ვა­ლუ­ტე­ბი უფა­სურ­დე­ბა.

მე­ო­რე მხრივ, ავი­ა­მი­მოს­ვლე­ბის შე­ზღუდ­ვის გამო, მო­იკ­ლებს ვა­ლუ­ტის გა­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში, ასე­ვე შემ­ცირ­დე­ბა ტუ­რის­ტულ მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი, რაც გაც­ვლით კურ­სზე პო­ზი­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს. ამა­ვე დროს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გზავ­ნი­ლებ­ზე ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი­დან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბუ­ლია, რაც ასე­ვე და­დე­ბი­თი ფაქ­ტო­რია.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა ქვე­ყა­ნა­ში ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ანუ და­ბა­ლი ინფლა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­გა­რეო მო­თხოვ­ნის შე­სუს­ტე­ბა ინფლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა­ზე მოქ­მე­დებს, გაც­ვლი­თი კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას სა­პი­რის­პი­რო ეფექ­ტი აქვს და ინფლა­ცი­ურ რის­კებს ზრდის. სა­ბო­ლოო გავ­ლე­ნა ინფლა­ცი­ა­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­ა­გი­რე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რო­მე­ლი ფაქ­ტო­რის გავ­ლე­ნა გა­და­წო­ნის. ამ ეტაპ­ზე მოვ­ლე­ნა­თა შე­საძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ურ­კვევ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მოვ­ლე­ნა­თა ნე­ბის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მზად არის. ჩვენ ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვაკ­ვირ­დე­ბით ბაზ­რის დი­ნა­მი­კას და, რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა ინ­სტრუ­მენტს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ძი­რი­თა­დი მან­და­ტის, ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სებ-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში შო­კია, ლა­რის კურ­სზე სა­უ­ბა­რი სწო­რი არ იქ­ნე­ბა. რო­გორც მა­ჭა­ვა­რი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბამ­დე ლა­რის კურსს და­აკ­ვირ­დე­ბი­ან, რა წო­ნას­წო­რულ ნიშ­ნულს მი­აღ­წევს.

„ლარ­ზე ბევ­რს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ფაქ­ტია, რომ შო­კია მსოფ­ლი­ო­ში და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­აქ­ცი­აა. იცით რა ხდე­ბო­და რუ­სეთ­ში, იცით რა ხდე­ბა ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­ში, ამი­ტომ დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით ლა­რის კურ­სზე სა­უ­ბა­რი არ იქ­ნე­ბა სწო­რი. ცოტა უნდა დას­ტა­ბი­ლურ­დეს სი­ტუ­ა­ცია რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე ჩვენ­თან. შევ­ხე­დავთ რა წო­ნას­წო­რულ ნიშ­ნულს მი­აღ­წევს, ამი­ტომ ამა­ზე სა­უ­ბა­რი არა­ვის­გან იქ­ნე­ბა სწო­რი“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ამას­თან, მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბას აქვს გეგ­მა, რო­გორ უნდა და­ეხ­მა­რონ ეკო­ნო­მი­კას, თუმ­ცა ეს გეგ­მე­ბი ჯერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ არის.

„ასე­ვე ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­გორ რე­ა­გი­რე­ბენ ამა­ზე. ჩვენც გვაქვს ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი, ეროვ­ნულ ბანკსაც აქვს ხედ­ვე­ბი მო­ნე­ტა­რულ პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე არის სექ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მათ­თვის, ვინც ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად ზა­რალ­დე­ბა. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს რა გა­და­წყვეტს იცით? - რა ხან­გრძლი­ვო­ბის და სიმ­ძი­მის იქ­ნე­ბა ეს პან­დე­მია თი­თო­ე­ულ ქვე­ყა­ნას და გლო­ბა­ლუ­რად. ეს არის გა­დამ­წყვე­ტი“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
2

მიზეზი არგელევათ თქვე საცოდავებო ხან რას და ხან რას გადააბრალოთ აღარ იცით ცოტა ჭამეთ და ხალხზე მეტი იფიქრედ თორემ მოვიდა არჩევნები და მერე დაიწყეთ ხვეწნა მუდარა.

კოკა
0

კორონა ყველაფერს ჩამოწერს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ ხსნიან ლარის გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკი - რა ბედი ეწევა ეროვნულ ვალუტას

როგორ ხსნიან ლარის გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკი - რა ბედი ეწევა ეროვნულ ვალუტას

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება კორონავირუსის გამო შექმნილ გაურკვევლობას უკავშირდება, რომელიც მოლოდინის არხით ფინანსურ ბაზრებს გადაეცა.

სებ-ის განცხადებაში ლარის გაუფასურების მიზეზებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის.

„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა.

აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა:

  • ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს.
  • ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე. მსგავსი სურათია ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმეტესობაშიც, სადაც ბოლო დღეებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება.

მეორე მხრივ, ავიამიმოსვლების შეზღუდვის გამო, მოიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან უცხოეთში, ასევე შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია.

ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მოთხოვნის შესუსტება ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს, გაცვლითი კურსის გაუფასურებას საპირისპირო ეფექტი აქვს და ინფლაციურ რისკებს ზრდის. საბოლოო გავლენა ინფლაციაზე და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეაგირება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ფაქტორის გავლენა გადაწონის. ამ ეტაპზე მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და, როგორც ყოველთვის, საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, როდესაც მსოფლიოში შოკია, ლარის კურსზე საუბარი სწორი არ იქნება. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, სიტუაციის დასტაბილურებამდე ლარის კურსს დააკვირდებიან, რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს.

„ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა. იცით რა ხდებოდა რუსეთში, იცით რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, ამიტომ დღეების მიხედვით ლარის კურსზე საუბარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან. შევხედავთ რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს, ამიტომ ამაზე საუბარი არავისგან იქნება სწორი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს გეგმა, როგორ უნდა დაეხმარონ ეკონომიკას, თუმცა ეს გეგმები ჯერ დამტკიცებული არ არის.

„ასევე ვითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, როგორ რეაგირებენ ამაზე. ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვები, ეროვნულ ბანკსაც აქვს ხედვები მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე არის სექტორთან დაკავშირებული ხედვები, რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის, ვინც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ზარალდება. მაგრამ ყველაფერს რა გადაწყვეტს იცით? - რა ხანგრძლივობის და სიმძიმის იქნება ეს პანდემია თითოეულ ქვეყანას და გლობალურად. ეს არის გადამწყვეტი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 3 პუნქტით გაუფასურდა - როგორია ეროვნული ვალუტის კურსი

Ever Given მეჩეჩიდან საბოლოოდ გაიყვანეს - სუეცის არხში მოძრაობა ჩვეულ რიტმში აღდგა