სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუკა რჩეულიშვილს, ლელა კილაძისადმი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, პატიმრობა შეეფარდა
გუკა რჩეულიშვილს, ლელა კილაძისადმი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, პატიმრობა შეეფარდა

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მიერ მე­უღ­ლის მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა გახ­და.

რო­გორც AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს ბრა­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი. გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა მისი მე­უღ­ლის, ლელა კი­ლა­ძის სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ე­ფარ­და. "ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი.

ამას­თან, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც მას შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ დრო­ის­თვის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს და მისი და­კა­ვე­ბა მოხ­დეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილს შო­რის ცოტა ხნის წინ კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რის გა­მოც გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე პო­ლი­ცი­ამ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­ნი გას­ცა, თუმ­ცა „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი და­არ­ღვია და პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებ­მაც და­უ­დას­ტუ­რეს, თუმ­ცა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს და ლელა კი­ლა­ძეს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი თრი­ნი­თი ჰყავთ. რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ცოლს სიყ­ვა­რუ­ლის დღე ვარ­დე­ბის ლა­მა­ზი თა­ი­გუ­ლით მი­უ­ლო­ცა, რო­მე­ლიც კი­ლა­ძემ ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე მე­უღ­ლის გა­რე­შე აღ­ნიშ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
antistepleri
2

შემდეგი ვინაა :))))

anuki
4

kaci, romelic cols aseti qalistvis miatovebs, metis girsia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

გუკა რჩეულიშვილს, ლელა კილაძისადმი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, პატიმრობა შეეფარდა

გუკა რჩეულიშვილს, ლელა კილაძისადმი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, პატიმრობა შეეფარდა

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს, გუკა რჩეულიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი გუკა რჩეულიშვილის მიერ მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა გახდა.

როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, გუკა რჩეულიშვილს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აქვს წაყენებული. გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა მისი მეუღლის, ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე შეეფარდა. "ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს შემაკავებელი ორდერი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ჰქონდა გამოწერილი.

ამასთან, რჩეულიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, არ იმყოფებოდა. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი პროცედურა მიმდინარეობს, რომ რჩეულიშვილის სამძებრო ღონისძიება განხორციელდეს და მისი დაკავება მოხდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს შორის ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოხდა, რის გამოც გუკა რჩეულიშვილზე პოლიციამ შემაკავებელი ორდენი გასცა, თუმცა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია და პატიმრობა შეეფარდა.

ინფორმაცია AMBEBI.GE-ს გუკა რჩეულიშვილის ახლობლებმაც დაუდასტურეს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

შეგახსენებთ, გუკა რჩეულიშვილს და ლელა კილაძეს საერთო ქალიშვილი თრინითი ჰყავთ. რჩეულიშვილმა ცოლს სიყვარულის დღე ვარდების ლამაზი თაიგულით მიულოცა, რომელიც კილაძემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ქალიშვილის დაბადების დღე მეუღლის გარეშე აღნიშნა.

მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს

ვანში ტაქსის მძღოლებს შორის შელაპარაკება სროლით დასრულდა - ერთმა მეორე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა