Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანები ტუალეტის ქაღალდს ისტერიკულად ყიდულობენ - "კორონა პანიკა" ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში
ადამიანები ტუალეტის ქაღალდს ისტერიკულად ყიდულობენ - "კორონა პანიკა" ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში

კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კამ მო­იც­ვა. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მა­ღა­ზი­ე­ბის დახ­ლე­ბი და­ა­ცა­რი­ე­ლეს მსოფ­ლი­ოს უდი­დეს ქა­ლა­ქებ­ში, ყი­დუ­ლო­ბენ პრო­დუქ­ტებს, იმა­რა­გე­ბენ წამ­ლებს. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი ყვე­ლა­ზე დიდი მო­თხოვ­ნა ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დზეა.

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ნი­კუ­რად ყი­დუ­ლო­ბენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალდს და ამის გამო მა­ღა­ზი­ე­ბის დიდ ნა­წილ­ში ის აღარ არის.

ბრი­ტა­ნელ­მა მე­გობ­რებ­მა ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დე­ბი იყი­დეს და მე­ზო­ბელ მო­ხუ­ცებს და­უ­რი­გეს

გა­მო­ცე­მა The Sun წერს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის კი­დევ უფრო ზრდის მო­ლო­დინ­შია და ფიქ­რო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, მალე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­დეს. სწო­რედ ამის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი ში­შით ხსნი­ან ყო­ვე­ლი­ვეს.

ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ტონი რი­ჩარდსი მო­უ­წო­დებს ადა­მი­ა­ნებს, რომ ნუ იქ­ნე­ბი­ან პა­ნი­კა­ში და გა­მო­ი­ჩი­ნონ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მისი თქმით, პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, რად­გა­ნაც ქა­ღალ­დის წარ­მო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და არ არის სა­ჭი­რო მა­რა­გე­ბის სახ­ლში წა­ღე­ბა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ კვი­რას კომ­პა­ნი­ამ 63 მი­ლი­ო­ნი რგო­ლი ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი გა­ყი­და, რი­ჩარდსის თქმით, ზუს­ტად ამ პე­რი­ოდ­ში გა­სულ წელს 24 მი­ლი­ო­ნი რგო­ლი ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი იყო გა­ყი­დუ­ლი. მისი ცნო­ბით, არ არ­სე­ბობს ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის მა­რა­გის ამო­წურ­ვის საფრ­თხე.

ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დე­ბის პა­ნი­კუ­რად ყიდ­ვას სკან­და­ლი მოჰ­ყვა ავ­სტრა­ლი­ა­ში. მა­ღა­ზი­ა­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ და ერ­თმა­ნეთს ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დებს არ­თმევ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ველ ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
47

ესენი არიან განვითარებული ევროპელები და ჩვენი ქვეყანა განუვითარებლები. 

წმინდა გაგა
27

ზოგი კიდევ რუსეთს აუგად მოიხსენებიებს და აგინებს, განვითარების დონეს უწუნებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ადამიანები ტუალეტის ქაღალდს ისტერიკულად ყიდულობენ - "კორონა პანიკა" ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში

ადამიანები ტუალეტის ქაღალდს ისტერიკულად ყიდულობენ - "კორონა პანიკა" ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში

კორონავირუსის გამო, არამარტო საქართველოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. მოქალაქეებმა მაღაზიების დახლები დააცარიელეს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში, ყიდულობენ პროდუქტებს, იმარაგებენ წამლებს. ზოგიერთ ქვეყანაში კი ყველაზე დიდი მოთხოვნა ტუალეტის ქაღალდზეა.

როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, დიდ ბრიტანეთში ადამიანები პანიკურად ყიდულობენ დიდი რაოდენობის ტუალეტის ქაღალდს და ამის გამო მაღაზიების დიდ ნაწილში ის აღარ არის.

ბრიტანელმა მეგობრებმა ტუალეტის ქაღალდები იყიდეს და მეზობელ მოხუცებს დაურიგეს

გამოცემა The Sun წერს, რომ მოსახლეობა ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო ზრდის მოლოდინშია და ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მალე ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდეს. სწორედ ამის გამო გამოწვეული შიშით ხსნიან ყოველივეს.

ტუალეტის ქაღალდების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, ტონი რიჩარდსი მოუწოდებს ადამიანებს, რომ ნუ იქნებიან პანიკაში და გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგანაც ქაღალდის წარმოება მიმდინარეობს და არ არის საჭირო მარაგების სახლში წაღება.

მისი ინფორმაციით, გასულ კვირას კომპანიამ 63 მილიონი რგოლი ტუალეტის ქაღალდი გაყიდა, რიჩარდსის თქმით, ზუსტად ამ პერიოდში გასულ წელს 24 მილიონი რგოლი ტუალეტის ქაღალდი იყო გაყიდული. მისი ცნობით, არ არსებობს ტუალეტის ქაღალდის მარაგის ამოწურვის საფრთხე.

ტუალეტის ქაღალდების პანიკურად ყიდვას სკანდალი მოჰყვა ავსტრალიაში. მაღაზიაში მომხმარებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ერთმანეთს ტუალეტის ქაღალდებს ართმევდნენ. აღნიშნულის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას ტელევიზიები ავრცელებენ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/0zSmycYlyHc" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა