პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაამართლებინეთ მკვლელობა და მომაკვდავი გოგოს საცვლები გამოფინეთ" - რატომ მოყვა კრიტიკა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას
"გაამართლებინეთ მკვლელობა და მომაკვდავი გოგოს საცვლები გამოფინეთ" - რატომ მოყვა კრიტიკა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მას, რო­მელ­შიც 24 წლის ცო­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 27 წლის მა­მა­კა­ცის დედა იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა გა­და­ცე­მის თე­მამ ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­გან.

"ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა ქვეყ­ნის სა­მარ­კო ნი­შა­ნი გახ­და. დღეს გა­და­ცე­მა­ში არა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი, არა­მედ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დაა, ეს ნიშ­ნავს რომ ჩვენ მე­და­ლი­ო­ნის მე­ო­რე მხა­რეს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რაც თა­ვის­თა­ვად უპ­რე­ცე­დენ­ტოა" - თქვა გა­და­ცე­მის შე­სა­ვალ­ში ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა და სტუ­დი­ა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა მა­რი­ნა ლომ­სა­ძე მო­იწ­ვია.

დაჭ­რი­ლი ქა­ლის დე­დამ­თილ­მა ოჯა­ხის და დაჭ­რი­ლი რძლის შე­სა­ხებ ბევ­რი პი­რა­დი დე­ტა­ლი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. გა­ნა­ცხა­და, რომ წყვილს კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ, თუმ­ცა სა­ლო­მე ჩ. დედა მის შვი­ლებს ცუ­დად ეპყრო­ბო­და, რაც ოჯახ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­და და მისი რძა­ლი სახ­ლი­დან წა­ვი­და. ქალი უარ­ყოფს იმას, რომ მისი რძა­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო და სწო­რედ გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო და­ტო­ვა სახ­ლი.

"ორი შვი­ლი და­ტო­ვა და იმის შემ­დეგ მე ვზრდი. მი­ლი­ცი­ით მო­ვი­და და უნ­დო­და წა­ეყ­ვა­ნა, წა­იყ­ვა­ნა კი­დეც, სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტიც იყო ჩარ­თუ­ლი. სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა და მა­მა­მის­მა უთხრა, რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი ოჯა­ხი­დან, შენი შვი­ლე­ბის რჩე­ნის თავი არ მაქ­ვსო, მო­კი­და ბავ­შვებს ხელი და მო­მიყ­ვა­ნა ისევ მე" - ყვე­ბა ლომ­სა­ძე და დას­ძენს, რომ მისი რძა­ლი ამის შემ­დეგ სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და თურ­ქეთ­ში, ერთი წლის შემ­დეგ კი დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დე­დამ­თი­ლი რძალს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მი­მართ უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, თუმ­ცა ამ­ბობს რომ არ ამარ­თლებს შვი­ლის საქ­ცი­ელს, რო­მელ­მაც ხა­შუ­რის ცენ­ტრში, ათო­ბით თვითმხილ­ვე­ლის თვალ­წინ მე­უღ­ლეს და­ნით უმ­ძი­მე­სი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. 24 წლის სა­ლო­მე ჩ. ჯერ კი­დევ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა, მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

დაჭ­რი­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბის პი­რა­დი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას და მისი დე­დამ­თი­ლის პო­ზი­ცი­ას გა­და­ცე­მა­ში­ვე მოყ­ვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. შოუს მსვლე­ლო­ბის დროს და­რე­კა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ და წამ­ყვა­ნი ფე­მი­ცი­დის გა­შუ­ქე­ბის სტან­დარ­ტის დარ­ღვე­ვა­ში პირ­და­პირ ეთერ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"ვერ ვხვდე­ბი რა მი­ზა­ნი გქონ­დათ, როცა მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა მო­იწ­ვი­ეთ, მე­ო­რეს მხრივ მო­ვის­მი­ნეთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, მსხვერ­პლი ქა­ლის პი­რა­დი დე­ტა­ლე­ბის გარ­ჩე­ვა, რაც არ არის პირ­და­პირ კავ­შირ­ში და­ნა­შა­ულ­თან. რა თქმა უნდა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ამარ­თლე­ბენ დამ­ნა­შა­ვეს და ცდი­ლო­ბენ გას­ვა­რონ მსხვერ­პლი.

ფე­მი­ციდს არ აქვს ორი მხა­რე და არ შე­იძ­ლე­ბა მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის რა­ი­მე­თი გა­მარ­თლე­ბა! მკვლე­ლის დედა ვერ იქ­ნე­ბა საქ­მე­ში მხა­რე! ეს ქალი არ არის და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე და ის ცდი­ლობს გა­ა­მარ­თლოს მკვლე­ლი. თქვენ მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ამ ქალს, და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი დაჭ­რი­ლი რძლის მი­მართ.

უკვე რვა შემ­თხვე­ვა მოხ­და ქალ­თა მკვლე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ფე­მი­ცი­დი არის სპე­ცი­ფი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, ახა­სი­ა­თებს ტალ­ღო­ვა­ნი ხა­სი­ა­თი და არის წამ­ბაძ­ვე­ლო­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი - რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­და­ვენ ტე­ლე­ვი­ზორ­ში, იგი­ვე­ნა­ი­რად იმე­ო­რე­ბენ. ამი­ტომ ამ თე­მის გა­შუ­ქე­ბის­თვის მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია, რომ არ გა­მო­ვიწ­ვი­ოთ კი­დევ ერთი მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი.

კონ­კრე­ტუ­ლი ქა­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის გან­ხილ­ვა ტე­ლე­ვი­ზი­ით, როცა ამ კონ­კრე­ტულ ქალს არ შე­უძ­ლია პა­სუ­ხი გას­ცეს ყვე­ლა­ფერს, ნამ­დვი­ლად არ აღ­წევს იმ მი­ზანს, რომ შე­წყდეს ფე­მი­ცი­დი" - აღ­ნიშ­ნა პა­ტა­რა­ი­ამ გა­და­ცე­მა­ში და დას­ძი­ნა, რომ ეთი­კის სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, გა­და­ცე­მას ეთი­კის ქარ­ტი­ა­ში უჩივ­ლებს.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუს კრი­ტი­კუ­ლი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა "ფე­ის­ბუქ­ში" გა­და­ცე­მის კო­მენ­ტა­რებ­შიც:

"რა მე­და­ლი? რა ორი მხა­რე? რე­ებს ბო­დავთ? ფაქ­ტი­უ­რად გა­ა­მარ­თლე­ბი­ნეთ მკვლე­ლო­ბა და მო­მაკ­ვდა­ვი გო­გოს საც­ვლე­ბი გა­მო­ფი­ნეთ. მას­ზე, მის ოჯახ­ზე და­ფიქ­რდით სულ ცოტა მა­ინც?? ნა­ნუ­კას სირ­ცხვი­ლია ეს რაც გა­ა­კე­თეთ!"

"ამ საქ­ცი­ე­ლის შემ­დეგ, ბო­დი­ში გაქვთ მო­სახ­დე­ლი მსხვერ­პლის წი­ნა­შე, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ასე გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­თვის, რამ­დე­ნად სი­მარ­თლეა მაგ ქა­ლის მო­ნა­ყო­ლი კი­დევ სხვა თე­მაა, ასე­ვე ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოთ მის ოჯახ­საც, რა­ხან მათი ტრა­გე­დია და ტკი­ვი­ლი ასე ფეხ­ქვეშ გა­თე­ლეთ"

"სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­ცე­მა! კი­დევ ერთი დამ­ცი­რე­ბუ­ლი მსხვერ­პლი"

"თა­ვე­ბი ჩა­ღუ­ნეთ მკვლე­ლე­ბის დე­დე­ბო, ის თა­ვე­ბი, რომ­ლებ­საც უნდა იკ­ლავ­დეთ მკვლე­ლი შვი­ლე­ბის გაზ­რდის­თვის და გამ­ბე­და­ო­ბა არ გყოფ­ნით. თა­ვე­ბი ჩა­ღუ­ნეთ და უკა­ნას­კნელ ამო­სუნ­თქვამ­დე ასე ია­რეთ, არა­თუ ერთი სი­ტყვა მა­ინც დაგ­ცდეთ მკვლე­ლი შვი­ლე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად";

"ასე­თი თე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი დე­ტა­ლე­ბით, თქვენ გა­ამ­ჟღავ­ნეთ სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბიც. სა­ვალ­დე­ბუ­ლო უნდა გახ­დეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ტრე­ნინ­გი, დიდ საფრ­თხეს უქ­მნით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­თი სი­უ­ჟე­ტე­ბით. ფაქ­ტია რომ გა­აღ­ვი­ვეთ და ხელი შე­უ­წყვეთ მსხვერ­პლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას. დას­ვით არას­წო­რი აქ­ცენ­ტე­ბი და მო­მაკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნი, გა­ხა­დეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­კი­თხვის მსხვერ­პლი!"

"ვერ ხვდე­ბით რომ ამით სი­ტუ­ა­ცი­ას ამ­ძაფ­რებთ და ამ ბნელ მა­სას კვე­ბავთ ? რამ­დე­ნი ქა­ლიც მოკ­ლეს აბ­სო­ლი­ტუ­რად ყვე­ლა ბო­ზად გა­მო­იყ­ვა­ნეს!! დგა­ხართ და უს­მენთ მე­ზო­ბელ-ნა­თე­სა­ვებს, რომ­ლე­ბიც მოკ­ლულ ქა­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. სა­ერ­თოდ ნუ ეძებთ მი­ზე­ზებს! სა­ერ­თოდ არ იცით მსგავ­სი თე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ცუდი დედა იყო, ცუდი ცოლი თუ საყ­ვა­რე­ლი ყავ­და, მთა­ვა­რია რომ ეს შე­დე­გი არუნ­და დად­გეს! რა­ტომ აძ­ლევთ უფ­ლე­ბას, მკვდარ ქა­ლებს საქ­ვეყ­ნოდ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნონ? ისი­ნი თავს ხომ ვე­ღარ და­ი­ცა­ვენ?!"

დღეს კრი­ტი­კულ გა­მოხ­მა­რე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

ყვე­ლამ იცით რომ ჩემ­თვის თუ რამე არაა პრობ­ლე­მა, ბო­დი­შის მოხ­დაა, მაგ­რამ... ჩემი აზ­რით უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლებ­მა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რისი, რე­გი­ო­ნებ­ში უნდა ია­რონ და სა­კუ­თარ 2% ბაბლს გას­ცდნენ. რა­ტომ?

იმი­ტომ რომ ამ ქვეყ­ნის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს რომ ქალი "ბო­ზია" თუ ოჯახს და­ან­გრევს და დიახ, მას ქმარ­მა ჭკუა უნდა ას­წავ­ლოს. უფრო მე­ტიც, სა­კუ­თარ­მა მა­მამ არ მი­ი­ღო გოგო, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, სა­დისტ ქმარს დაბ­რუ­ნე­ბო­და. აი ასეთ ხალ­ხს რომ ეტყვი "ჩემი ფ... ჩე­მია", ან უცეკ­ვებ, პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა თურ­მე...

ჩემი აზ­რით, უნდა ვე­სა­უბ­როთ ამ ადა­მი­ა­ნებს. დიახ, ყვე­ლა სტიგ­მა მხო­ლოდ სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ე­ბით მო­ირ­ღვა. ამ ადა­მი­ა­ნებს უნდა ავუხ­სნათ, რომ ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი პი­რა­დი სივ­რცის ქო­ნის უფ­ლე­ბა. თურ­მე, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მხა­რეს მო­ტივ­ზე სა­უბ­რის უფ­ლე­ბა არ ჰქო­ნია და სტიგმებს ვამ­ყა­რებთ სა­უბ­რით და ქუ­ჩა­ში ცეკ­ვა ამ სტიგმებს ხსნის!

ჩემი საყ­ვა­რე­ლი ის­ტო­რი­აა, ბენ­დუმ გვი­თხრა ერთხელ, ძა­ლი­ან მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რა­ტომ და­დი­ხარ ასე ხში­რად ნა­ნუ­კას შო­უ­შიო, არა­და მარ­ტი­ვი­აო, ნა­ნუ­კას მა­ყუ­რე­ბელ­მა მინ­და გა­ი­გოს, რომ იუდა არ ვარ, იმათ­მა ისე­დაც იცი­ა­ნო.

გა­მო­დით კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან და ესა­უბ­რეთ მათ, ვინც თქვენ პრიზ­მა­ში არ უყუ­რებს ამ­ბავს. ერ­თმა­ნეთს ნუ ელა­პა­რა­კე­ბით. სტა­ტის­ტი­კას არ­ქი­ვი ამ­ბობს, რამ­დე­ნი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი გვყო­ლია სტუ­დი­ა­ში და მათ­თვის ცხოვ­რე­ბა რე­ა­ლუ­რად შეგ­ვიც­ვლია" - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუში
12

უძაღლო ქვეყანაში კატები აყეფდნენო..... ბაია პატარაიას და ნანულა ჟორჟოლიანის დასაცავი რომ გახდება ვინმე, იმ ქვეყანას პატრონი ჰყავს????? ქედს ვიხრი ყველა მანდილოსნის წინაშე და ვგმობ ყველანაირ ძალადობას!

lelo
92

ამას ქვია არარსებობს ბოლი ცეცხლის გარეშეო. არცერთი კაცი არარის ისეთი დამთხვეული რომ მივარდეს თავის შვილების დედას და მეუგლეს და დაარტყას დანა თუ არ ააქვს ამისთვის მიზეზი. აღვივა ამ ქალმა ნაკვეჩხალი ქმრის ნერვებზე და ბოლოს ცეცხლი დაუნთო თავის თავს!

ავტორი:

"გაამართლებინეთ მკვლელობა და მომაკვდავი გოგოს საცვლები გამოფინეთ" - რატომ მოყვა კრიტიკა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას

"გაამართლებინეთ მკვლელობა და მომაკვდავი გოგოს საცვლები გამოფინეთ" - რატომ მოყვა კრიტიკა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას, რომელშიც 24 წლის ცოლის დაჭრაში ბრალდებული 27 წლის მამაკაცის დედა იმყოფებოდა, საზოგადოებაში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა გადაცემის თემამ ქალთა უფლებადამცველებისგან.

"ქალების მკვლელობა ქვეყნის სამარკო ნიშანი გახდა. დღეს გადაცემაში არა ძალადობის მსხვერპლი ქალი, არამედ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედაა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ მედალიონის მეორე მხარეს შემოგთავაზებთ, რაც თავისთავად უპრეცედენტოა" - თქვა გადაცემის შესავალში ნანუკა ჟორჟოლიანმა და სტუდიაში ბრალდებულის დედა მარინა ლომსაძე მოიწვია.

დაჭრილი ქალის დედამთილმა ოჯახის და დაჭრილი რძლის შესახებ ბევრი პირადი დეტალი გაასაჯაროვა. განაცხადა, რომ წყვილს კონფლიქტი არ ჰქონიათ, თუმცა სალომე ჩ. დედა მის შვილებს ცუდად ეპყრობოდა, რაც ოჯახში დაძაბულობის მიზეზი გახდა და მისი რძალი სახლიდან წავიდა. ქალი უარყოფს იმას, რომ მისი რძალი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო და სწორედ გამოუვალი სიტუაციის გამო დატოვა სახლი.

"ორი შვილი დატოვა და იმის შემდეგ მე ვზრდი. მილიციით მოვიდა და უნდოდა წაეყვანა, წაიყვანა კიდეც, სოციალური აგენტიც იყო ჩართული. სახლში მიიყვანა და მამამისმა უთხრა, რატომ წამოხვედი ოჯახიდან, შენი შვილების რჩენის თავი არ მაქვსო, მოკიდა ბავშვებს ხელი და მომიყვანა ისევ მე" - ყვება ლომსაძე და დასძენს, რომ მისი რძალი ამის შემდეგ სამუშაოდ წავიდა თურქეთში, ერთი წლის შემდეგ კი დაბრუნდა საქართველოში.

დედამთილი რძალს ორი მცირეწლოვანი შვილის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს, თუმცა ამბობს რომ არ ამართლებს შვილის საქციელს, რომელმაც ხაშურის ცენტრში, ათობით თვითმხილველის თვალწინ მეუღლეს დანით უმძიმესი ჭრილობები მიაყენა. 24 წლის სალომე ჩ. ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

დაჭრილი ქალის ცხოვრების პირადი დეტალების გასაჯაროვებას და მისი დედამთილის პოზიციას გადაცემაშივე მოყვა გამოხმაურება. შოუს მსვლელობის დროს დარეკა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ და წამყვანი ფემიციდის გაშუქების სტანდარტის დარღვევაში პირდაპირ ეთერში დაადანაშაულა.

"ვერ ვხვდები რა მიზანი გქონდათ, როცა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა მოიწვიეთ, მეორეს მხრივ მოვისმინეთ დაზარალებული, მსხვერპლი ქალის პირადი დეტალების გარჩევა, რაც არ არის პირდაპირ კავშირში დანაშაულთან. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები და ახლობლები ამართლებენ დამნაშავეს და ცდილობენ გასვარონ მსხვერპლი.

ფემიციდს არ აქვს ორი მხარე და არ შეიძლება მკვლელობის მცდელობის რაიმეთი გამართლება! მკვლელის დედა ვერ იქნება საქმეში მხარე! ეს ქალი არ არის დანაშაულის მონაწილე და ის ცდილობს გაამართლოს მკვლელი. თქვენ მიეცით საშუალება ამ ქალს, დაეფიქსირებინა სტერეოტიპული დამოკიდებულებები დაჭრილი რძლის მიმართ.

უკვე რვა შემთხვევა მოხდა ქალთა მკვლელობის საქართველოში. ფემიციდი არის სპეციფიკური დანაშაული, ახასიათებს ტალღოვანი ხასიათი და არის წამბაძველობით გაკეთებული - რასაც ადამიანები ხედავენ ტელევიზორში, იგივენაირად იმეორებენ. ამიტომ ამ თემის გაშუქებისთვის მკაცრი რეგულაციებია, რომ არ გამოვიწვიოთ კიდევ ერთი მსგავსი დანაშაული.

კონკრეტული ქალის პირადი ცხოვრების და პრობლემების განხილვა ტელევიზიით, როცა ამ კონკრეტულ ქალს არ შეუძლია პასუხი გასცეს ყველაფერს, ნამდვილად არ აღწევს იმ მიზანს, რომ შეწყდეს ფემიციდი" - აღნიშნა პატარაიამ გადაცემაში და დასძინა, რომ ეთიკის სტანდარტების დარღვევისთვის, გადაცემას ეთიკის ქარტიაში უჩივლებს.

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს კრიტიკული განხილვა მოჰყვა "ფეისბუქში" გადაცემის კომენტარებშიც:

"რა მედალი? რა ორი მხარე? რეებს ბოდავთ? ფაქტიურად გაამართლებინეთ მკვლელობა და მომაკვდავი გოგოს საცვლები გამოფინეთ. მასზე, მის ოჯახზე დაფიქრდით სულ ცოტა მაინც?? ნანუკას სირცხვილია ეს რაც გააკეთეთ!"

"ამ საქციელის შემდეგ, ბოდიში გაქვთ მოსახდელი მსხვერპლის წინაშე, მისი პირადი ცხოვრების ასე გასაჯაროებისთვის, რამდენად სიმართლეა მაგ ქალის მონაყოლი კიდევ სხვა თემაა, ასევე ბოდიში უნდა მოუხადოთ მის ოჯახსაც, რახან მათი ტრაგედია და ტკივილი ასე ფეხქვეშ გათელეთ"

"სამარცხვინო გადაცემა! კიდევ ერთი დამცირებული მსხვერპლი"

"თავები ჩაღუნეთ მკვლელების დედებო, ის თავები, რომლებსაც უნდა იკლავდეთ მკვლელი შვილების გაზრდისთვის და გამბედაობა არ გყოფნით. თავები ჩაღუნეთ და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ასე იარეთ, არათუ ერთი სიტყვა მაინც დაგცდეთ მკვლელი შვილების გასამართლებლად";

"ასეთი თემების გაშუქება არ შეიძლება, ასეთი დეტალებით, თქვენ გაამჟღავნეთ სხვისი პირადი ცხოვრების დეტალებიც. სავალდებულო უნდა გახდეს ჟურნალისტების ტრენინგი, დიდ საფრთხეს უქმნით საზოგადოებას ასეთი სიუჟეტებით. ფაქტია რომ გააღვივეთ და ხელი შეუწყვეთ მსხვერპლის დადანაშაულებას. დასვით არასწორი აქცენტები და მომაკვდავი ადამიანი, გახადეთ საზოგადოების განკითხვის მსხვერპლი!"

"ვერ ხვდებით რომ ამით სიტუაციას ამძაფრებთ და ამ ბნელ მასას კვებავთ ? რამდენი ქალიც მოკლეს აბსოლიტურად ყველა ბოზად გამოიყვანეს!! დგახართ და უსმენთ მეზობელ-ნათესავებს, რომლებიც მოკლულ ქალებს ადანაშაულებენ. საერთოდ ნუ ეძებთ მიზეზებს! საერთოდ არ იცით მსგავსი თემების გაშუქება, არ აქვს მნიშვნელობა ცუდი დედა იყო, ცუდი ცოლი თუ საყვარელი ყავდა, მთავარია რომ ეს შედეგი არუნდა დადგეს! რატომ აძლევთ უფლებას, მკვდარ ქალებს საქვეყნოდ შეურაცხყოფა მიაყენონ? ისინი თავს ხომ ვეღარ დაიცავენ?!"

დღეს კრიტიკულ გამოხმარებებს "ფეისბუქის" პირად გვერზე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:

ყველამ იცით რომ ჩემთვის თუ რამე არაა პრობლემა, ბოდიშის მოხდაა, მაგრამ... ჩემი აზრით უფლებების დამცველებმა, არ აქვს მნიშვნელობა რისი, რეგიონებში უნდა იარონ და საკუთარ 2% ბაბლს გასცდნენ. რატომ?

იმიტომ რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ფიქრობს რომ ქალი "ბოზია" თუ ოჯახს დაანგრევს და დიახ, მას ქმარმა ჭკუა უნდა ასწავლოს. უფრო მეტიც, საკუთარმა მამამ არ მიიღო გოგო, რომელიც ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა და იძულებული გახადა, სადისტ ქმარს დაბრუნებოდა. აი ასეთ ხალხს რომ ეტყვი "ჩემი ფ... ჩემია", ან უცეკვებ, პრობლემა მოგვარდება თურმე...

ჩემი აზრით, უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს. დიახ, ყველა სტიგმა მხოლოდ საჯარო დისკუსიებით მოირღვა. ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ყველას აქვს საკუთარი პირადი სივრცის ქონის უფლება. თურმე, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მხარეს მოტივზე საუბრის უფლება არ ჰქონია და სტიგმებს ვამყარებთ საუბრით და ქუჩაში ცეკვა ამ სტიგმებს ხსნის!

ჩემი საყვარელი ისტორიაა, ბენდუმ გვითხრა ერთხელ, ძალიან მსაყვედურობენ, რატომ დადიხარ ასე ხშირად ნანუკას შოუშიო, არადა მარტივიაო, ნანუკას მაყურებელმა მინდა გაიგოს, რომ იუდა არ ვარ, იმათმა ისედაც იციანო.

გამოდით კომფორტის ზონიდან და ესაუბრეთ მათ, ვინც თქვენ პრიზმაში არ უყურებს ამბავს. ერთმანეთს ნუ ელაპარაკებით. სტატისტიკას არქივი ამბობს, რამდენი ძალადობის მსხვერპლი ქალი გვყოლია სტუდიაში და მათთვის ცხოვრება რეალურად შეგვიცვლია" - წერს ჟორჟოლიანი.