პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსი და ცნობილი ადამიანები - Covid 19 ჰოლივუდში, სპორტსა და პოლიტიკაში
კორონავირუსი და ცნობილი ადამიანები - Covid 19 ჰოლივუდში, სპორტსა და  პოლიტიკაში

მსოფ­ლიო ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

Worldometers-ის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სით 126 380 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ­გან 4 634 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 68 313 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­დნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც. მათ შო­რის, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი და ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ტომ ჰენკსი.

ვნა­ხოთ, პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ, ზოგი კი კა­რან­ტინ­ში მო­ა­თავ­სეს

ტომ ჰენკსი და რიტა უილ­სო­ნი

ტომ ჰენკსი და მისი ცოლი, რიტა უილ­სო­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­დნენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ტომ­მა "ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბა.

"ჩვენ თავს დაღ­ლი­ლად ვგრძნობთ, თით­ქოს გავ­ცივ­დით. იმი­სათ­ვის, რომ სწო­რად მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით, რო­გორც ეს დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­შია აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ჩვენ კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი ჩა­ვი­ტა­რეთ და და­დე­ბი­თი შე­დე­გი გვქონ­და" - წერს ჰენ­კსი.

იტა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და­ნი­ე­ლე რუ­გა­ნი

იტა­ლი­ის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის, "იუ­ვენ­ტუ­სის" ცენ­ტრა­ლურ მცველს, და­ნი­ე­ლე რუ­გა­ნის კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. "იუ­ვენ­ტუ­სის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი იცა­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ყვე­ლა ის პირი, რო­მელ­საც რუ­გა­ნის­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, კა­რან­ტინ­შია. კლუ­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 25 წლის ფეხ­ბურ­თელს ამ­ჟა­მად არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ აქვს და ვირუ­სი უსიმ­ტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ექი­მე­ბის თქმით, რუ­გა­ნის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს და­ა­ვა­დე­ბა, რაც მისი გან­კურ­ნე­ბის შანსს ზრდის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 3 აპ­რი­ლამ­დე იტა­ლი­ა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა აკ­რძა­ლუ­ლია.

NBA-ის კა­ლათ­ბურ­თე­ლი, რუდი გო­ბერ­ტი

"იუტა ჯა­ზის" კა­ლათ­ბურ­თელს, რუდი გო­ბერტს, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს. ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა თა­მა­ში გა­და­ი­დო და ჩემ­პი­ო­ნა­ტი შე­ჩერ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ კვი­რას გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, კა­ლათ­ბურ­თელ­მა კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­მე­რე­ბის წინ იხუმ­რა და მიკრო­ფო­ნებს ხე­ლით შე­ე­ხო.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ნა­დინ დო­რი­სი

რამ­დე­ნი­მე დღის უკან დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ნა­დიმ დო­რისს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. დო­რის­მა ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად­ვე აც­ნო­ბა. მას შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა, რის შემ­დე­გაც მი­ნის­ტრი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

ევან­გე­ლოს მა­რი­ნა­კი­სი, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ოლიმ­პი­ა­კო­სის" მფლო­ბე­ლი

ბერ­ძნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის, "ოლიმ­პი­ა­კო­სის" მფლო­ბელს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ის ლონ­დონ­ში "არ­სე­ნა­ლი­სა" და "ოლიმ­პი­ა­კო­სის" თა­მაშს და­ეს­წრო "ემი­ე­რითს სთე­დი­უმ­ზე". მას შემ­დეგ, რაც მა­რი­ნა­კისს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და, არ­სე­ნა­ლის თა­მა­შე­ბი გა­და­ი­დო და კლუ­ბის ვარ­სკვლა­ვე­ბი კა­რან­ტინ­ში არი­ან, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ინ­ფორ­მა­ცია არ სა­ჯა­როვ­დე­ბა.

ტომ კრუ­ზი

ტომ კრუზს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­დას­ტუ­რე­ბია, თუმ­ცა მას დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნა და ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა მო­უ­წია. მსა­ხი­ო­ბი იტა­ლი­ა­ში Mission: Impossible-ის გა­და­ღე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი შე­ჩერ­და და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი, ასე­ვე მსა­ხი­ო­ბე­ბი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­რან­ტინ­ში იყ­ვნენ. არც ერთ მათ­განს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­დას­ტუ­რე­ბია.

კი­ლი­ან მბა­პე

ფრანგ ფეხ­ბურ­თელს, კი­ლი­ან მბა­პეს კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რეს, რად­გა­ნაც ის ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს ცუ­დად გრძნობ­და და ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა მას კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და.

სტალინი
1

მსოფლიოს დირექტორებს მოსახლეობის სრული შემადგენლობა ხელში უჭირავს, თუ უნდა საერთოდ გააქრობს, მაგრამ ეს არ აწყობს, რაც აწყობს მალე გამოჩნდება....................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

კორონავირუსი და ცნობილი ადამიანები - Covid 19 ჰოლივუდში, სპორტსა და პოლიტიკაში

კორონავირუსი და ცნობილი ადამიანები - Covid 19 ჰოლივუდში, სპორტსა და  პოლიტიკაში

მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსს ებრძვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პანდემია გამოაცხადა. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

Worldometers-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით 126 380 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 4 634 გარდაიცვალა, ხოლო 68 313 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით დაინფიცირდნენ ცნობილი ადამიანებიც. მათ შორის, ჰოლივუდის ვარსკვლავი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობი, ტომ ჰენკსი.

ვნახოთ, პოპულარული ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ზოგი კი კარანტინში მოათავსეს

ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი

ტომ ჰენკსი და მისი ცოლი, რიტა უილსონი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. საზოგადოებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტომმა "ტვიტერის“ ოფიციალური გვერდის საშუალებით აცნობა.

"ჩვენ თავს დაღლილად ვგრძნობთ, თითქოს გავცივდით. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს დღევანდელ მსოფლიოშია აუცილებელი, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარეთ და დადებითი შედეგი გვქონდა" - წერს ჰენკსი.

იტალიელი ფეხბურთელი დანიელე რუგანი

იტალიის საფეხბურთო კლუბის, "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა. "იუვენტუსის“ ოფიციალური განცხადებით, ისინი იცავენ რეკომენდაციებს და ყველა ის პირი, რომელსაც რუგანისთან ჰქონდა ურთიერთობა, კარანტინშია. კლუბის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს ამჟამად არანაირი სიმპტომი არ აქვს და ვირუსი უსიმტომოდ მიმდინარეობს. ექიმების თქმით, რუგანის ადრეულ ეტაპზევე აღმოუჩინეს დაავადება, რაც მისი განკურნების შანსს ზრდის. აღსანიშნავია, რომ 3 აპრილამდე იტალიაში ყველანაირი სპორტული ღონისძიების გამართვა აკრძალულია.

NBA-ის კალათბურთელი, რუდი გობერტი

"იუტა ჯაზის" კალათბურთელს, რუდი გობერტს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის განცხადებით, ყველა თამაში გადაიდო და ჩემპიონატი შეჩერდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე, კალათბურთელმა კორონავირუსთან დაკავშირებით კამერების წინ იხუმრა და მიკროფონებს ხელით შეეხო.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, ნადინ დორისი

რამდენიმე დღის უკან დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს, ნადიმ დორისს კორონავირუსი დაუდასტურდა. დორისმა ამის შესახებ საზოგადოებას თავადვე აცნობა. მას შემხებლობა ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მინისტრი თვითიზოლაციაში იყო, მოგვიანებით კი, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ევანგელოს მარინაკისი, საფეხბურთო კლუბ "ოლიმპიაკოსის" მფლობელი

ბერძნული საფეხბურთო კლუბის, "ოლიმპიაკოსის" მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ლონდონში "არსენალისა" და "ოლიმპიაკოსის" თამაშს დაესწრო "ემიერითს სთედიუმზე". მას შემდეგ, რაც მარინაკისს კორონავირუსი დაუდგინდა, არსენალის თამაშები გადაიდო და კლუბის ვარსკვლავები კარანტინში არიან, თუმცა კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები, ინფორმაცია არ საჯაროვდება.

ტომ კრუზი

ტომ კრუზს კორონავირუსი არ დადასტურებია, თუმცა მას დისკომფორტი შეექმნა და ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწია. მსახიობი იტალიაში Mission: Impossible-ის გადაღებაზე იმყოფებოდა, თუმცა კორონავირუსის გამო ფილმის გადაღებები შეჩერდა და გადამღები ჯგუფი, ასევე მსახიობები ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იყვნენ. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დადასტურებია.

კილიან მბაპე

ფრანგ ფეხბურთელს, კილიან მბაპეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, რადგანაც ის ორი დღის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა და ვირუსის სიმპტომები ჰქონდა, თუმცა მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა