საქართველოში კორონავისრუსით ინფიცირებულ პირველი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ პირველი ინფიცირებული პაცინეტს დღეს კოორონავისრუსზე ტესტირება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ვირუსი შემცირებულია.
ამასთან, როგორც იმნაძე აცხადებს, ამ პაცინეტის მადგომარეობა გაუმჯობესებულია და მას ბოლო ორი დღეა დააავადებისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომები არ აღენიშნება.
"მას ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა. მისი ავადმყოფობის 14 დღე გავიდა. როგორც ინკუბაციის პერიოდი, ისე დაავადება, მსუბუქ შემთხევევბში 14 დღე გრძელდება. გავიდა 14 დღე, მას ორი დღეა საერთოდ არავითარი სიმპტომები არ აქვს, ტესტირებამ აჩვენა, რომ ვირუსი შემცირებულია" - განაცხადა დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
პირველ პაცინეტს, რომელსაც ვირუსის დონე ორგანიზმში შემცირებული აქვს, კიდევ ერთი, გადამწყვეტი ტესტირება ხვალ ჩაუტარდება, რის შემდეგაც საბოლოოდ გახდება ცნობილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 23-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულებს შორის 12 წლის ბავშვია. როგორც მედიკოსები, ამბობენ, ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია.
"როგორც გითხარით, ეს არის ერთი წყარო, მოგზაურობაში ერთად იყვნენ, ოჯახი იყო ერთად წასული. ეს 5 პაციენტი, რომელიც ერთად შემოვიდა, აქ მყოფ ერთ პაციენტთან ერთად მოგზაურობდნენ. ამ ბავშვის მდგომარება ჯერჯერობით არის მსუბუქი. საბედნიეროდ, ბავშვები დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე მოზარდებში და იმედია, საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ წავა უფრო მძიმედ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.