პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#შემოდიპორტალში - მსოფლიოს ბესტსელერი „ასასინის შეგირდი“ ქართულ ენაზე
#შემოდიპორტალში - მსოფლიოს ბესტსელერი „ასასინის შეგირდი“ ქართულ ენაზე

ეს არის ნამ­დვი­ლი ფენ­ტე­ზი... რო­ბინ ჰო­ბის წიგ­ნე­ბი ბრი­ლი­ან­ტე­ბია ცირ­კო­ნე­ბის ზღვა­ში - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ რო­ბინ ჰო­ბის რო­მანს „ას­ა­სი­ნის შე­გირ­დი“. წიგნს, რო­მე­ლიც 25 ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდე­ბის საყ­ვა­რე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია, „პა­ლიტ­რა L-მა” ქარ­თულ ენა­ზე გა­მოს­ცა.

„ჟრუ­ან­ტე­ლის მომ­გვრელ ნის­ლი­ან სა­ღა­მოს, კო­კის­პი­რულ წვი­მა­ში უც­ნობ­მა მო­ხუც­მა სა­სახ­ლის კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა, ერ­თი­ა­ნად­გა­ლუმ­პუ­ლი 6 წლის ბიჭი მცველს ჩა­ა­ბა­რა და უთხრა: „თქვე­ნი­მო­მა­ვა­ლი მე­ფის, რა­ინ­დის ნა­ბიჭ­ვა­რია. ახლა თქვენ მი­ხე­დეთ.“

და შეძრწუნ­და შორ­სმჭვრე­ტელ­თა მთე­ლი დი­ნას­ტია _ შე­საძ­ლო­ა­ერთ დღე­საც ტახ­ტი უფ­ლის­წუ­ლის უკა­ნო­ნო ვაჟს ერ­გოს?! ამას ვერ­და­უშ­ვე­ბენ, მაგ­რამ მემ­კვიდ­რეს ვერც სა­სახ­ლი­დან გა­ა­ძე­ვე­ბენ. და ბიჭი, სა­ხე­ლად ფიცი, სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბას იწყებს. ერ­თა­დერ­თი­ნუ­გე­ში ცხო­ვე­ლებ­თან ჯა­დოს­ნუ­რი კავ­ში­რის უნა­რი, შნოა. თუმ­ცა­სა­მე­ფო ოჯა­ხი მის­გან უფრო მეტს ითხოვს: ბრძო­ლა­ში­და­ხე­ლოვ­ნე­ბას, დახ­ვე­წილ ქცე­ვას და რაც მთა­ვა­რია: სა­მე­ფო ტახ­ტი­სუ­კა­ნო­ნო მემ­კვიდ­რე სა­ი­დუმ­ლო მკვლე­ლი, ას­ა­სი­ნი, უნდა გახ­დეს...“

ეს კი თა­ვად ის­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც მკი­თხველს სხვა სამ­ყა­რო­ში შე­იყ­ვანს და სა­ო­ცარ ფენ­ტე­ზი­ში ამოგ­ზა­უ­რებს.

უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს სწო­რედ ფენ­ტე­ზი იკა­ვებს, რო­ბინ ჰო­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ას არ თმობს. რო­ბინ ჰობი ეპი­კუ­რი ფენ­ტე­ზის ჟან­რის მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ქა­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ რო­ბინ ჰობი არის მარ­გა­რეტ ას­ტრიდ ლინდჰოლმ ოგ­დე­ნის ფსევ­დო­ნი­მი, რო­მელ­საც იგი იყე­ნებ­და ფენ­ტე­ზის ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წე­რი­სას. ფსევ­დო­ნი­მი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა 1995 წელს.

თა­ვად მწე­რა­ლი კი 1952 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და და ალას­კა­ზე გა­ი­ზარ­და, სა­დაც ის­წავ­ლა მგლის ლეკ­ვის აღ­ზრდა, ფუ­რირ­მის გა­ტყა­ვე­ბა და ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში თა­ვის გა­ტა­ნა. როცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცო­ლად მე­თევ­ზეს გაჰ­ყვა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ექვს თვეს ქა­შაყ­სა და კო­დი­ა­კის ორა­გულ­ზე თევ­ზა­ო­ბა­ში ატა­რებ­და, მთე­ლი ეს ცოდ­ნა გა­მო­ად­გა.ჰობი ზრუ­ნავ­და ოჯახ­ზე, უვ­ლი­და კარ-მი­და­მოს, შო­რე­ულ თე­მებ­ში ფოს­ტას არი­გებ­და და ამა­ვე დროს მო­თხრო­ბებ­სა და ნო­ვე­ლებს წერ­და. ამ­ჟა­მადმწე­რა­ლი ვა­შინგტო­ნის შტა­ტის ქა­ლაქ ტა­კო­მა­ში ცხოვ­რობს.

ქარ­თულ ენა­ზე "ას­ა­სი­ნის შე­გირ­დი" ანა ჭი­ჭი­ნა­ძემ თარ­გმნა, მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სროვ­რე­ბე­ლი ყდის დი­ზა­ი­ნი კი მხატ­ვარ ნინო ბო­სი­კაშ­ვილს ეკუთ­ვნის. წიგ­ნი სე­რია „პორ­ტა­ლის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა. ეს არის გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რია, რო­მე­ლიც ფენ­ტე­ზის ჟან­რის ბესტსე­ლე­რებს აერ­თი­ა­ნებს. „ას­ა­სი­ნის შე­გირ­დი“ კი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის თა­რო­ებ­ზე უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

#შემოდიპორტალში - მსოფლიოს ბესტსელერი „ასასინის შეგირდი“ ქართულ ენაზე

#შემოდიპორტალში - მსოფლიოს ბესტსელერი „ასასინის შეგირდი“ ქართულ ენაზე

ეს არის ნამდვილი ფენტეზი... რობინ ჰობის წიგნები ბრილიანტებია ცირკონების ზღვაში - ასე ახასიათებენ რობინ ჰობის რომანს „ასასინის შეგირდი“. წიგნს, რომელიც 25 ენაზეა თარგმნილი და მრავალი ქვეყნის ახალგაზრდების საყვარელი თავგადასავალია, „პალიტრა L-მა” ქართულ ენაზე გამოსცა.

„ჟრუანტელის მომგვრელ ნისლიან საღამოს, კოკისპირულ წვიმაში უცნობმა მოხუცმა სასახლის კარზე დააკაკუნა, ერთიანადგალუმპული 6 წლის ბიჭი მცველს ჩააბარა და უთხრა: „თქვენიმომავალი მეფის, რაინდის ნაბიჭვარია. ახლა თქვენ მიხედეთ.“

და შეძრწუნდა შორსმჭვრეტელთა მთელი დინასტია _ შესაძლოაერთ დღესაც ტახტი უფლისწულის უკანონო ვაჟს ერგოს?! ამას ვერდაუშვებენ, მაგრამ მემკვიდრეს ვერც სასახლიდან გააძევებენ. და ბიჭი, სახელად ფიცი, სასახლეში ცხოვრებას იწყებს. ერთადერთინუგეში ცხოველებთან ჯადოსნური კავშირის უნარი, შნოა. თუმცასამეფო ოჯახი მისგან უფრო მეტს ითხოვს: ბრძოლაშიდახელოვნებას, დახვეწილ ქცევას და რაც მთავარია: სამეფო ტახტისუკანონო მემკვიდრე საიდუმლო მკვლელი, ასასინი, უნდა გახდეს...“

ეს კი თავად ისტორიაა, რომელიც მკითხველს სხვა სამყაროში შეიყვანს და საოცარ ფენტეზიში ამოგზაურებს.

უკანასკნელ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ფენტეზი იკავებს, რობინ ჰობის შემოქმედება გამორჩეულისა და განსაკუთრებულის პოზიციას არ თმობს. რობინ ჰობი ეპიკური ფენტეზის ჟანრის მსოფლიოში აღიარებული მწერალი ქალია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რობინ ჰობი არის მარგარეტ ასტრიდ ლინდჰოლმ ოგდენის ფსევდონიმი, რომელსაც იგი იყენებდა ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებების წერისას. ფსევდონიმი პირველად გამოჩნდა 1995 წელს.

თავად მწერალი კი 1952 წელს კალიფორნიაში დაიბადა და ალასკაზე გაიზარდა, სადაც ისწავლა მგლის ლეკვის აღზრდა, ფურირმის გატყავება და ველურ ბუნებაში თავის გატანა. როცა მოგვიანებით ცოლად მეთევზეს გაჰყვა, რომელიც წელიწადში ექვს თვეს ქაშაყსა და კოდიაკის ორაგულზე თევზაობაში ატარებდა, მთელი ეს ცოდნა გამოადგა.ჰობი ზრუნავდა ოჯახზე, უვლიდა კარ-მიდამოს, შორეულ თემებში ფოსტას არიგებდა და ამავე დროს მოთხრობებსა და ნოველებს წერდა. ამჟამადმწერალი ვაშინგტონის შტატის ქალაქ ტაკომაში ცხოვრობს.

ქართულ ენაზე "ასასინის შეგირდი" ანა ჭიჭინაძემ თარგმნა, მისი გამორჩეული და დასამახსროვრებელი ყდის დიზაინი კი მხატვარ ნინო ბოსიკაშვილს ეკუთვნის. წიგნი სერია „პორტალის“ ფარგლებში გამოიცა. ეს არის გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერია, რომელიც ფენტეზის ჟანრის ბესტსელერებს აერთიანებს. „ასასინის შეგირდი“ კი წიგნის მაღაზიის თაროებზე უკვე ხელმისაწვდომია.

ქალი ავტორების ტოპ 5 წიგნი გაზაფხულის საღამოებისთვისა და უქმეებისთვის

15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

როგორ ვმართოთ სტრესი - "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" V ტომი 9 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი