მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში ცდიან მედიკამენტს, რომლითაც კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი უკვე განიკურნა
აშშ-ში ცდიან მედიკამენტს, რომლითაც კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი უკვე განიკურნა

აშშ-ში, ამე­რი­კუ­ლი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Gilead Sciences-ის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტი და ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით, იმე­დის­მომ­ცე­მი სუ­რა­თი აქვთ.

შე­გახ­სე­ნებთ, "გი­ლი­ა­დი" C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­შია ჩარ­თუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბით, 2015 წლი­დან, უსას­ყიდ­ლოდ ამა­რა­გებს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლის პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი ვერ­სი­ის გა­მოც­და Covid-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს და რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, მომ­დევ­ნო თვე­ში, აპ­რილ­ში, უკვე უნდა იყოს სუ­რა­თი იმი­სა, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია პრე­პა­რა­ტი.

Gilead Sciences-ში აცხა­დე­ბენ, რომ წამ­ლის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი დაჩ­ქა­რე­ბულ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა და ახ­ლაც მე­დი­კო­სე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ პრე­პა­რა­ტი სწრა­ფად გა­მო­ი­ცა­დოს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­ურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყეს ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბა და ჯამ­ში 300-მდე სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტის კლი­ნი­კუ­რი ვერ­სია შე­იქ­მნა, თუმ­ცა მათ შო­რის Remdesivir-ს,ყვე­ლა­ზე იმე­დი­ა­ნად უყუ­რე­ბენ და თვლი­ან, რომ ეს პრე­პა­რა­ტი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

"პო­ტენ­ცი­უ­რად ამ წა­მალს შე­ეძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა, რომ­ლე­ბიც უკვე ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით", - ამ­ბობს ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ტი­მო­თი ში­ჰა­ნი, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია იმ მკვლე­ვარ­თა­გან, რომ­ლე­ბიც მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტუ­რო­ბას სწავ­ლო­ბენ.

მი­სი­ვე თქმით, პრე­პა­რა­ტის მას­შტა­ბუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა მთლი­ა­ნად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კლი­ნი­კუ­რი ვერ­სი­ის წარ­მა­ტე­ბა­ზე.

სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­დე­გის მო­ლო­დინ­შია ამე­რი­კა­ში, ჩი­ნეთ­სა და იტა­ლი­ა­ში მე­დი­კო­სე­ბი უკვე იყე­ნე­ბენ აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატს პა­ცი­ენ­ტე­ბის მცი­რე ჯგუ­ფის სამ­კურ­ნა­ლოდ. წა­მალს სულ 394 ადა­მი­ან­ზე ცდი­ან.

პირ­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი პა­ცი­ენ­ტი, 35 წლის ამე­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი ვა­შინგტო­ნი­დან, გა­მო­ჯან­მრთელ­და ამ წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს არ არის საკ­მა­რი­სი მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად სა­სა­უბ­როდ და ამა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად კვლე­ვა უნდა დას­რულ­დეს.

კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი დე­ვიდ ჰოც ეთან­ხმე­ბა სხვა მეც­ნი­ე­რებს და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე იმე­დის­მომ­ცე­მი კან­დი­და­ტი სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კლი­ნი­კურ ვერ­სი­ებს შო­რის, remdesivir-ია.

მეც­ნი­ე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზეც, თუმ­ცა ამას გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო სჭირ­დე­ბა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, Covid-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად მი­ნი­მუმ 1 წე­ლია სა­ჭი­რო (წა­ი­კი­თხეთ: რო­დის გა­მო­ი­გო­ნე­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას)

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით მსოფ­ლი­ო­ში 119 246 და­ინ­ფი­ცირ­და, მათ­გან 4 300 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 66 581 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
7

რა უპასუხისმგებლოები ხართ ეს ჟურნალისტები. ერთი შემთხვევა = 0 სტატიატიკას. ხალხს ან აპანიკებთ, ან პორიქით, უაზროდ ამშვიდებთ. ჩმოყალიბდით რა ოქროს შუალედზე. 

სტალინი
15

შეკითხვა მაქვს და... რომ გვეუბნებიან, ხელები ხშირად დაიბანეთო, ის ვირუსი, მდინარეებში და ზღვებში არ მოხვდება? თუ წყალში იღუპება ვირუსი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ-ში ცდიან მედიკამენტს, რომლითაც კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი უკვე განიკურნა

აშშ-ში ცდიან მედიკამენტს, რომლითაც კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი უკვე განიკურნა

აშშ-ში, ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Gilead Sciences-ის მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული პრეპარატი და ირწმუნებიან, რომ ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, იმედისმომცემი სურათი აქვთ.

შეგახსენებთ, "გილიადი" C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაშია ჩართული და საქართველოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, 2015 წლიდან, უსასყიდლოდ ამარაგებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის პირველი კლინიკური ვერსიის გამოცდა Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე უკვე მიმდინარეობს და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მომდევნო თვეში, აპრილში, უკვე უნდა იყოს სურათი იმისა, თუ რამდენად წარმატებულია პრეპარატი.

Gilead Sciences-ში აცხადებენ, რომ წამლის მომზადების პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართა და ახლაც მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პრეპარატი სწრაფად გამოიცადოს.

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, სხვადასხვა ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა დამოუკიდებლად დაიწყეს ანტივირუსული პრეპარატის შექმნაზე მუშაობა და ჯამში 300-მდე სხვადასხვა მედიკამენტის კლინიკური ვერსია შეიქმნა, თუმცა მათ შორის Remdesivir-ს,ყველაზე იმედიანად უყურებენ და თვლიან, რომ ეს პრეპარატი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური იქნება.

"პოტენციურად ამ წამალს შეეძლება დაავადების გართულების შეჩერება, იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც უკვე ჰოსპიტალიზებულები არიან და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით", - ამბობს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი შიჰანი, რომელიც ერთ-ერთია იმ მკვლევართაგან, რომლებიც მედიკამენტის ეფექტურობას სწავლობენ.

მისივე თქმით, პრეპარატის მასშტაბურად გამოყენება მთლიანად დაკავშირებულია კლინიკური ვერსიის წარმატებაზე.

სანამ საზოგადოება შედეგის მოლოდინშია ამერიკაში, ჩინეთსა და იტალიაში მედიკოსები უკვე იყენებენ აღნიშნულ პრეპარატს პაციენტების მცირე ჯგუფის სამკურნალოდ. წამალს სულ 394 ადამიანზე ცდიან.

პირველი ამერიკელი პაციენტი, 35 წლის ამერიკელი მამაკაცი ვაშინგტონიდან, გამოჯანმრთელდა ამ წამლის გამოყენების შედეგად, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი მედიკამენტის ეფექტურობაზე დამაჯერებლად სასაუბროდ და ამაში დასარწმუნებლად კვლევა უნდა დასრულდეს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ინფექციური დაავადებების სპეციალისტი დევიდ ჰოც ეთანხმება სხვა მეცნიერებს და ამბობს, რომ ყველაზე იმედისმომცემი კანდიდატი სხვა მედიკამენტების კლინიკურ ვერსიებს შორის, remdesivir-ია.

მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზეც, თუმცა ამას გაცილებით მეტი დრო სჭირდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მინიმუმ 1 წელია საჭირო (წაიკითხეთ: როდის გამოიგონებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას)

ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით მსოფლიოში 119 246 დაინფიცირდა, მათგან 4 300 გარდაიცვალა, ხოლო 66 581 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა - რას წერს BBC

CNN  - აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა

კორონავირუსის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი - აშშ-ში "ანტისხეულების კოქტეილის" გამოყენებაზე ნებართვა გასცეს