ავტორი:

იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს სიცხე დაუფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს სიცხე დაუფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს სიცხე დაუფიქსირდა და ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისის ჰოსპიტალებში გადაიყვანა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"თუ არ ვცდები, სიცხე დაუფიქსირდა შვიდ ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც საგანგებო სამეცინო დახმარების მიერ სტაციონარებში, თბილისი ჰოსპიტალებში არიან გადაყვანილი. დანარჩენები გადანაწილდებიან საკარანტინო ზონებში.

იქ საკმაოდ კომფორტული პირობებია. იცით, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგენელია ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი. სადაც ეს ადამიანები კარანტინს გაიცვლიან იქნება სამედიცინო მეთვალყურეობა" - აღნიშნა გამყრელიძემ.

იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს 156 მოქალაქე რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. რომი-თბილისის სპეციალური რეისი Georgian Airways-ის ორმა თვითმფრინავმა შეასრულა.

ეკიპაჟის ყველა წევრი სპეცტანსაცმლით იყო შემოსილი.ბორტგამცილებლებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და ეკიპირებაც მიეცათ. 200 მოქალაქის ქვეყანაში ჩამოყვანას ფინანსურად საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები 6 მარტს შეჩერდა. პირდაპირი ფრენები ასევე შეწყვეტილია ჩინეთთან და ირანთან.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"