ავტორი:

"გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში" - დეტალები კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

"გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში" - დეტალები კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

"გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში" - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხუთი ადამიანი, რომლებსაც ახლა დაუდასტურდათ კორონავირუსი, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

"მოდი ასე ვთქვათ, პაციენტი ნომერი ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა - ამ ექვსმა კაცმა ერთად იმოგზაურეს იტალიაში. ახალი გამოვლენილი შემთხვევებიდან ნაწილი მათგან არის, ზოგიერთი ესპანეთში იყო, ზოგიერთი სხვაგან...

რაც შეეხება, ახალ დადასტურებულ ხუთ ადამიანს - ესენი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლის ერთი წარმომადგენელი უკვე მერვე დღეა ჩვენთან წევს. ახალგაზრდა ქალს, რომელიც შვიდი თუ რვა დღეა ჩვენთან წევს, მაშინვე დაუდასტურდა ვირუსი. ესენიც მაშინვე იყვნენ გამოკვლეული და მაშინ არ დადასტურდათ. იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და ახლა დაუდასტურდათ.

ანუ ახლა გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურეს იტალიაში. ერთი ჯგუფი - ახალგაზრდა ქალი, რომელიც იწვა ჩვენთან და მასთან ერთად მყოფი ეს 5 ადამიანი და კიდევ 6 კაცი, რომელიც ნომერ ოთხთან ერთად მოგზაურობდა" - აღნიშნა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 23-მდე გაიზარდა. stopcov.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში - 126 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"