პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვითმფრინავში, რომლითაც რომიდან ქართველები ჩამოდიან, არიან ექიმები, დაცულია უსაფრთხოების ზომები" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
"თვითმფრინავში, რომლითაც რომიდან ქართველები ჩამოდიან, არიან ექიმები, დაცულია უსაფრთხოების ზომები" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თვითმფრი­ნავ­ში, რომ­ლი­თაც რო­მი­დან თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­მო­დი­ან, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და­ცუ­ლია.

რო­გორც ხვთი­სი­აშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "დღის თემა" გა­ნა­ცხა­და, თვითმფრი­ნავ­ში არი­ან ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მგზავ­რებს შე­ა­მოწ­მე­ბენ.

"უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და­ცუ­ლია. აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არის თვითმფრი­ნავ­ში, არის ხალ­ხი, რო­მე­ლიც გამ­ცი­ლე­ბე­ლი და გამ­ყო­ლია, ისი­ნი არი­ან ექი­მე­ბი და გზა­ში ამ ხალ­ხს ჩა­უ­ტა­რე­ბენ გა­მო­კი­თხვას და შე­ა­მოწ­მე­ბენ, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. თი­თო­ე­ულ მგზავრს აქვს შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, პირ­ბა­დე­ე­ბი და ასე­თი ნორ­მე­ბის დაც­ვით მო­დი­ან. ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით არ სხე­დან, შე­სა­ბა­მი­სი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით გან­თავ­სდა ეს ხალ­ხი. ის პრო­ტო­კო­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის, მაქ­სი­მა­ლუ­რად არის და­ცუ­ლი" - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ამ თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც თბი­ლის­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ბი­ლე­თი ჰქონ­დათ შე­ძე­ნი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ იტა­ლი­ას­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის დრო­ე­ბით შე­წყვე­ტის გამო ვერ დაბ­რუნ­დნენ სამ­შობ­ლო­ში. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა მგზავ­რი, ვინც გა­ნა­ცხა­და შე­ავ­სო, დაკ­მა­ყო­ფილ­და.

ცნო­ბის­თვის, იტა­ლი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 200-მდე მო­ქა­ლა­ქეს დღეს „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ რომი-თბი­ლი­სის რე­ი­სით ჩა­მო­იყ­ვანს.

ავტორი:

"თვითმფრინავში, რომლითაც რომიდან ქართველები ჩამოდიან, არიან ექიმები, დაცულია უსაფრთხოების ზომები" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

"თვითმფრინავში, რომლითაც რომიდან ქართველები ჩამოდიან, არიან ექიმები, დაცულია უსაფრთხოების ზომები" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავში, რომლითაც რომიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეები ჩამოდიან, უსაფრთხოების ზომები დაცულია.

როგორც ხვთისიაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" განაცხადა, თვითმფრინავში არიან ექიმები, რომლებიც მგზავრებს შეამოწმებენ.

"უსაფრთხოების ზომები დაცულია. აღჭურვილობა არის თვითმფრინავში, არის ხალხი, რომელიც გამცილებელი და გამყოლია, ისინი არიან ექიმები და გზაში ამ ხალხს ჩაუტარებენ გამოკითხვას და შეამოწმებენ, რამდენადაც შესაძლებელია. თითოეულ მგზავრს აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, პირბადეები და ასეთი ნორმების დაცვით მოდიან. ერთმანეთის გვერდით არ სხედან, შესაბამისი დისტანციის დაცვით განთავსდა ეს ხალხი. ის პროტოკოლი, რომელიც აუცილებელია ასეთი შემთხვევებისთვის, მაქსიმალურად არის დაცული" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, ამ თვითმფრინავით მგზავრობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თბილისში დასაბრუნებელი ბილეთი ჰქონდათ შეძენილი და საქართველოს მთავრობის მიერ იტალიასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეწყვეტის გამო ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში. მისივე განცხადებით, ყველა მგზავრი, ვინც განაცხადა შეავსო, დაკმაყოფილდა.

ცნობისთვის, იტალიიდან საქართველოს 200-მდე მოქალაქეს დღეს „ჯორჯიან ეარვეისი“ რომი-თბილისის რეისით ჩამოიყვანს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"