მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი ავტორების ტოპ 5 წიგნი გაზაფხულის საღამოებისთვისა და უქმეებისთვის
ქალი ავტორების ტოპ 5 წიგნი გაზაფხულის საღამოებისთვისა და უქმეებისთვის

მარ­ტი ქა­ლე­ბის თვე­აო, ამ­ბო­ბენ და ამ თვე­ში ქა­ლებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნა­ვენ. მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში,ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა­ერ­თი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქა­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. იმარ­თე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სა­დაც ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე სა­უბ­რო­ბენ და არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ ექ­ცე­ვა ქა­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბაც. ჩვენ კი გთა­ვა­ზობთ ტოპ 5 ქალი ავ­ტო­რის წიგნს, რომ­ლის წა­კი­თხვაც გა­ზა­ფხუ­ლის სა­ღა­მო­ებ­სა და უქ­მე­ებს კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოს გახ­დის:

ჯეინ ოს­ტი­ნი - ამ­პარ­ტავ­ნო­ბა და ამო­ჩე­მე­ბა

"...ელი­ზა­ბეთ­მა თვა­ლე­ბის აწე­ვა და მის­თვის სა­ხე­ში შე­ხედ­ვა ვერ გა­ბე­და... მისი ყო­ვე­ლი სი­ტყვა მე­ტის­მე­ტად უბ­ნევ­და თავ­გზას... არც დარ­სი ჩან­და უკე­თეს დღე­ში; მის ლა­პა­რაკ­ში აღარც ჩვე­უ­ლი სიმ­შვი­დე ის­მო­და..."

მსოფ­ლი­ო­ლი­ტე­რა­ტუ­რი­სერთ-ერ­თიყ­ვე­ლა­ზე­დი­დი­და­სე­რი­ო­ზუ­ლიშე­დევ­რის, ერთ-ერ­თიყ­ვე­ლა­ზეც­ნო­ბი­ლი­წიგ­ნი­სა­ხა­ლი­თარ­გმა­ნი.

"ამო­ჩე­მე­ბა", ალ­ბათ, არა­რისყ­ვე­ლა­ზე­მოხ­დე­ნი­ლი­და­ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის­საყ­ვა­რე­ლისი­ტყვა. მაგ­რა­მის­მაქ­სი­მა­ლუ­რად­ზუს­ტად­გა­მო­ხა­ტავ­სარსს. ამას­თან, მთარ­გმნელ­მა­შეძ­ლო­და­ამ­ფორ­მა­ში, ნა­წი­ლობ­რივ­მა­ინც, ასა­ხაავ­ტო­რის­მის­წრა­ფე­ბა­ა­ლი­ტე­რა­ცი­ი­სა­კენ, რო­მე­ლი­ცა­სე­თიმ­კა­ფი­ოა­დედ­ნის­სა­თა­ურ­ში Pride and Prejudice - "ამ­პარ­ტავ­ნო­ბა­და­ა­მო­ჩე­მე­ბა" ამმხრი­ვა­ცგა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ვერ­სი­აა­და­ე­სა­რა­რის­პა­ტა­რაამ­ბა­ვი. რაცმთა­ვა­რია, ამ­სა­თა­უ­რი­ან­წიგნსრო­მაი­ღებ, უკ­ვე­ი­ცი, რა­ზე­ა­ის... " -ლე­ვან­ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

აგა­თა კრის­ტი - მკვლე­ლო­ბე­ბი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით

"აგა­თა კრის­ტი, ბევ­რი მისი თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გლი­სე­ლი მწერ­ლის მსგავ­სად, დი­კენ­სის მზი­უ­რი სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და. ამ სახ­ლი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი სხი­ვი მერე და მერე ტა­ლან­ტის იდუ­მალ სამ­ყა­რო­ში იმ მახ­ვი­ლად გა­მო­ი­ჭე­და, რის­თვი­საც „დე­ტექ­ტი­ვის დე­დოფ­ლის“ წო­დე­ბა ისე მი­ა­ნი­ჭეს, რო­გორც მე­ო­მარს - რა­ინ­დო­ბა", - თა­მაზ ჭი­ლა­ძე, მწე­რა­ლი.

სა­ხელ­გან­თქმულ ერ­კი­ულ პუ­ა­როს უჩ­ვე­უ­ლო მკვლელ­თან შერ­კი­ნე­ბა უწევს _ ის პა­ტა­რა ბელ­გი­ელს წე­რი­ლე­ბით იწ­ვევს შე­ჯიბ­რე­ბა­ში და მის ხელ­მო­წე­რა­ში მხო­ლოდ სამი ასოა: A, B და C.

მკვლე­ლო­ბე­ბი მას იმ ად­გი­ლებ­ში აქვს და­გეგ­მი­ლი, რო­მელ­თა სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი ან­ბა­ნის რიგს მიჰ­ყვე­ბა. ინ­გლი­სურ ან­ბან­ში 26 ასოა. ნუთუ ბოლო ასომ­დე აპი­რებს მის­ვლას?!

ვინ ვის აჯო­ბებს _ გო­ნი­ე­რი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­ძე­ბა­რი?

პუ­ა­როს მკვლე­ლის ჩა­ნა­ფიქ­რის ამოხ­სნა მო­უ­წევს.

ელიფ შა­ფა­ქი - ხუ­როთ­მო­ძღვრის შე­გირ­დი

ელიფ შა­ფა­ქის მო­რიგ რო­მან­ში, თქვე­ნი მას­პინ­ძე­ლია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სტამ­ბო­ლი, ჯა­დოს­ნუ­რი, ფე­რა­დო­ვა­ნი, იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი, ბოს­ფო­რის პი­რას ნე­ბივ­რად გა­წო­ლი­ლი ქა­ლა­ქი, კაც­თა ბე­დის მჭე­დე­ლი, შე­მოქ­მედ­თა ას­პა­რე­ზი... იგი თქვენ თვალ­წინ გლო­ვობს და ზე­ი­მობს, ლო­ცუ­ლობს და იწყევ­ლე­ბა, ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ეფ­ლო­ბა და სი­ღა­ტა­კის მწა­რე პურს ჭამს, იწ­ვის და დი­დოს­ტა­ტის ხე­ლით კვლავ შენ­დე­ბა!

პერ­სო­ნაჟ­თა უმ­დიდ­რე­სი გა­ლე­რეა: სუ­ლე­ი­მან დი­დე­ბუ­ლი და მისი მემ­კვიდ­რე­ე­ბი, ევ­რო­პე­ლი ელ­ჩე­ბი თუ მო­ხე­ტი­ა­ლე ბო­შე­ბი, სუფი დერ­ვი­შე­ბი თუ ჰა­რამ­ხა­ნის ტურ­ფე­ბი... და ამ გა­ლე­რე­ის გვირ­გვი­ნი – სტამ­ბო­ლის ლე­გენ­და­რუ­ლი აღმშე­ნე­ბე­ლი კოჩა მი­მარ სი­ნა­ნი!

შარ­ლო­ტა ბრონ­ტე - მას­წავ­ლე­ბე­ლი

მას­წავ­ლე­ბე­ლი შარ­ლო­ტა ბრონ­ტეს პირ­ვე­ლი რო­მა­ნია, რომ­ლის გა­მო­ცე­მა კარ­გა ხანს ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გან გა­მომ­ცემ­ლებ­მა და­ი­წუ­ნეს. რო­მა­ნი მწერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ, 1857 წელს და­ი­ბეჭ­და და მას­ში უკვე ჩანს XIX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი პუ­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნის "ჯეინ ეა­რის" ავ­ტო­რის ნი­ჭი­ე­რე­ბა. "მას­წავ­ლებ­ლის" დაწ­რის იდეა მას ბრი­უ­სელ­ში და­ე­ბა­და, სა­დაც უცხო ენებს სწავ­ლობ­და.

წიგ­ნი აღ­წერს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის, უი­ლი­ამ ქრიმ­სვორ­თის ამ­ბავს - ცხოვ­რე­ბა­ში ად­გი­ლის სა­პოვ­ნე­ლად მის ძი­ე­ბებს, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბელ, პრინ­ცი­პულ მა­მა­კა­ცად, რომ­ლის­თვი­საც გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი სიმ­დიდ­რე, ვიდ­რე გა­რეგ­ნუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა - გო­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ რაც ბრწყი­ნავს, ყო­ველ­თვის ოქრო არ არის.

რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სი - გონს მო­ე­გე, დაო

იუ­მო­რი­თა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რძნით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წიგ­ნით, ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ­სა­ხე, TheChicSite.com-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­სა­კუ­თა­რი მე­დი­ა­კომ­პა­ნია „ჩიკ მე­დი­ას“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სი გვეხ­მა­რე­ბა, გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ ტყუ­ი­ლე­ბის ტყვე­ო­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ხელს გვიშ­ლის ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რი.

უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­ცე­მუ­ლი რჩე­ვე­ბი­თა და სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის გუ­ლახ­დი­ლად გა­ზი­ა­რე­ბით, რე­ი­ჩელ ჰო­ლის­მა ასო­ბით ათა­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და გა­მომ­წე­რი შე­ი­ძი­ნა.

„გონს მო­ე­გე, დაოს“ თი­თო­ე­უ­ლი თავი იწყე­ბა ცალ­კე­უ­ლი ტყუ­ი­ლით, რომ­ლი­საც ჰო­ლისს ოდეს­ღაც სჯე­რო­და _ ტყუ­ი­ლით, რო­მელ­მაც და­ა­ზა­რა­ლა მისი ფსი­ქი­კა, თვით­შე­ფა­სე­ბა და რო­მელ­საც ლა­მის და­ნებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც და­ა­მარ­ცხა ის.

ჰო­ლი­სი არა­ფერს მა­ლავს. ურ­ყე­ვი რწმე­ნი­თა და სი­თა­მა­მით მო­უ­წო­დებს ქა­ლებს, იცხოვ­რონ შე­მარ­თე­ბი­თა და ენერ­გი­ით, იყ­ვნენ თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი და გა­მო­აღ­ვი­ძონ თა­ვი­ან­თი მი­ძი­ნე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ქალი ავტორების ტოპ 5 წიგნი გაზაფხულის საღამოებისთვისა და უქმეებისთვის

ქალი ავტორების ტოპ 5 წიგნი გაზაფხულის საღამოებისთვისა და უქმეებისთვის

მარტი ქალების თვეაო, ამბობენ და ამ თვეში ქალებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. მთელი თვის განმავლობაში,ხორციელდება არაერთი პროექტი, რომელიც ქალებს უკავშირდება. იმართება ღონისძიებები, სადაც ქალთა უფლებების დაცვაზე საუბრობენ და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მსჯელობენ. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ქალების შემოქმედებაც. ჩვენ კი გთავაზობთ ტოპ 5 ქალი ავტორის წიგნს, რომლის წაკითხვაც გაზაფხულის საღამოებსა და უქმეებს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის:

ჯეინ ოსტინი - ამპარტავნობა და ამოჩემება

"...ელიზაბეთმა თვალების აწევა და მისთვის სახეში შეხედვა ვერ გაბედა... მისი ყოველი სიტყვა მეტისმეტად უბნევდა თავგზას... არც დარსი ჩანდა უკეთეს დღეში; მის ლაპარაკში აღარც ჩვეული სიმშვიდე ისმოდა..."

მსოფლიოლიტერატურისერთ-ერთიყველაზედიდიდასერიოზულიშედევრის, ერთ-ერთიყველაზეცნობილიწიგნისახალითარგმანი.

"ამოჩემება", ალბათ, არარისყველაზემოხდენილიდალიტერატურისთვისსაყვარელისიტყვა. მაგრამისმაქსიმალურადზუსტადგამოხატავსარსს. ამასთან, მთარგმნელმაშეძლოდაამფორმაში, ნაწილობრივმაინც, ასახაავტორისმისწრაფებაალიტერაციისაკენ, რომელიცასეთიმკაფიოადედნისსათაურში Pride and Prejudice - "ამპარტავნობადაამოჩემება" ამმხრივაცგაუმჯობესებულივერსიაადაესარარისპატარაამბავი. რაცმთავარია, ამსათაურიანწიგნსრომაიღებ, უკვეიცი, რაზეაის... " -ლევანბერძენიშვილი.

აგათა კრისტი - მკვლელობები ანბანის მიხედვით

"აგათა კრისტი, ბევრი მისი თანამედროვე ინგლისელი მწერლის მსგავსად, დიკენსის მზიური სახლიდან გამოვიდა. ამ სახლიდან გამოყოლილი სხივი მერე და მერე ტალანტის იდუმალ სამყაროში იმ მახვილად გამოიჭედა, რისთვისაც „დეტექტივის დედოფლის“ წოდება ისე მიანიჭეს, როგორც მეომარს - რაინდობა", - თამაზ ჭილაძე, მწერალი.

სახელგანთქმულ ერკიულ პუაროს უჩვეულო მკვლელთან შერკინება უწევს _ ის პატარა ბელგიელს წერილებით იწვევს შეჯიბრებაში და მის ხელმოწერაში მხოლოდ სამი ასოა: A, B და C.

მკვლელობები მას იმ ადგილებში აქვს დაგეგმილი, რომელთა სახელწოდებები ანბანის რიგს მიჰყვება. ინგლისურ ანბანში 26 ასოა. ნუთუ ბოლო ასომდე აპირებს მისვლას?!

ვინ ვის აჯობებს _ გონიერი სერიული მკვლელი თუ პროფესიონალი მაძებარი?

პუაროს მკვლელის ჩანაფიქრის ამოხსნა მოუწევს.

ელიფ შაფაქი - ხუროთმოძღვრის შეგირდი

ელიფ შაფაქის მორიგ რომანში, თქვენი მასპინძელია შუა საუკუნეების სტამბოლი, ჯადოსნური, ფერადოვანი, იდუმალებით მოცული, ბოსფორის პირას ნებივრად გაწოლილი ქალაქი, კაცთა ბედის მჭედელი, შემოქმედთა ასპარეზი... იგი თქვენ თვალწინ გლოვობს და ზეიმობს, ლოცულობს და იწყევლება, ფუფუნებაში ეფლობა და სიღატაკის მწარე პურს ჭამს, იწვის და დიდოსტატის ხელით კვლავ შენდება!

პერსონაჟთა უმდიდრესი გალერეა: სულეიმან დიდებული და მისი მემკვიდრეები, ევროპელი ელჩები თუ მოხეტიალე ბოშები, სუფი დერვიშები თუ ჰარამხანის ტურფები... და ამ გალერეის გვირგვინი – სტამბოლის ლეგენდარული აღმშენებელი კოჩა მიმარ სინანი!

შარლოტა ბრონტე - მასწავლებელი

მასწავლებელი შარლოტა ბრონტეს პირველი რომანია, რომლის გამოცემა კარგა ხანს ვერ მოხერხდა, რადგან გამომცემლებმა დაიწუნეს. რომანი მწერლის გარდაცვალების შემდგომ, 1857 წელს დაიბეჭდა და მასში უკვე ჩანს XIX საუკუნის ერთ-ერთი პუპულარული რომანის "ჯეინ ეარის" ავტორის ნიჭიერება. "მასწავლებლის" დაწრის იდეა მას ბრიუსელში დაებადა, სადაც უცხო ენებს სწავლობდა.

წიგნი აღწერს ახალგაზრდა მამაკაცის, უილიამ ქრიმსვორთის ამბავს - ცხოვრებაში ადგილის საპოვნელად მის ძიებებს, ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, პრინციპულ მამაკაცად, რომლისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი სიმდიდრე, ვიდრე გარეგნული ბრწყინვალება - გონიერი ახალგაზრდა მასწავლებელი მალევე მიხვდა, რომ რაც ბრწყინავს, ყოველთვის ოქრო არ არის.

რეიჩელ ჰოლისი - გონს მოეგე, დაო

იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული წიგნით, ცნობილი ონლაინსახე, TheChicSite.com-ის დამფუძნებელი დასაკუთარი მედიაკომპანია „ჩიკ მედიას“ აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ ჰოლისი გვეხმარება, გავთავისუფლდეთ იმ ტყუილების ტყვეობიდან, რომლებიც ხელს გვიშლის ვიყოთ ბედნიერი.

უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად გაცემული რჩევებითა და საკუთარი პრობლემების გულახდილად გაზიარებით, რეიჩელ ჰოლისმა ასობით ათასი გულშემატკივარი და გამომწერი შეიძინა.

„გონს მოეგე, დაოს“ თითოეული თავი იწყება ცალკეული ტყუილით, რომლისაც ჰოლისს ოდესღაც სჯეროდა _ ტყუილით, რომელმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და რომელსაც ლამის დანებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაამარცხა ის.

ჰოლისი არაფერს მალავს. ურყევი რწმენითა და სითამამით მოუწოდებს ქალებს, იცხოვრონ შემართებითა და ენერგიით, იყვნენ თავდაჯერებულნი და გამოაღვიძონ თავიანთი მიძინებული მიზნები.

15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

როგორ ვმართოთ სტრესი - "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" V ტომი 9 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი

5 მარტიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი უკვე სრულად იქნება ხელმისაწვდომი