მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2018 წელს მოკლული ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს ქალიშვილი შეეძინათ
2018 წელს მოკლული ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს ქალიშვილი შეეძინათ

2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, გორ­ში მოკ­ლუ­ლი 8 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მშობ­ლებს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ. ახალ­შო­ბილს ბარ­ბა­რე და­არ­ქვეს.

პა­ტა­რა გო­გო­ნა გორ­ში, "გორ­მე­დის" ქსე­ლის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "იავ­ნა­ნა­ში" და­ი­ბა­და. გო­გო­ნას მა­მის, მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვი­ლის თქმით, ჩვილს ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა აქვს და ის თბი­ლის­ში, ჯო­ე­ნის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"ყვე­ლა გვერ­დში გვიდ­გას... სა­ჭი­რო გახ­და გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რა­შიც დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ეს პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, კერ­ძოდ - მიშა მთვა­რე­ლი­ძემ.

დე­დის და ახალ­შო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბას იჩენს შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და "გორ­მე­დის“ ქსე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რის­თვი­საც ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დით" - ამ­ბო­ბენ ბე­რი­აშ­ვი­ლე­ბი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ექიმ­მა გივი მა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ნა­თია ლა­ლი­აშ­ვილს მშო­ბი­ა­რო­ბა ნა­ად­რე­ვად და­ე­წყო:

"წი­ნას­წა­რი და­დეგ­მვის გა­რე­შე, სა­ჭი­რო გახ­და სა­კე­ის­რო კვე­თის გა­კე­თე­ბა. ოპე­რა­ცი­ამ სტა­ბი­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, დე­დაც და ბავ­შვიც თავს კარ­გად გრძნო­ბენ. მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში­ვე დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი იყო, რომ ახალ­შო­ბილს გარ­კვე­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩა­ით­ვა­ლა მისი თბი­ლის­ში, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა" - აღ­ნიშ­ნა ექიმ­მა.

8 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი 2018 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, გორ­ში, მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პირ­თან იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს თავ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი ჰქონ­და ჩა­მოც­მუ­ლი და წა­მე­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე. ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლომ 2019 წლის მა­ის­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
www
2

იმრავლეთ!

თამუნა.
0

ვაიმეეე რა კარგია, გაიხარეთ და გამრავლდით, რაც ამ ოჯახმა გადაიტანა, ღმერთო რა ბედნიერებააა პატარა გოგოო, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

2018 წელს მოკლული ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს ქალიშვილი შეეძინათ

2018 წელს მოკლული ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს ქალიშვილი შეეძინათ

2018 წლის ოქტომბერში, გორში მოკლული 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ. ახალშობილს ბარბარე დაარქვეს.

პატარა გოგონა გორში, "გორმედის" ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" დაიბადა. გოგონას მამის, მიხეილ ბერიაშვილის თქმით, ჩვილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს და ის თბილისში, ჯოენის კლინიკაშია გადაყვანილი.

"ყველა გვერდში გვიდგას... საჭირო გახდა გარკვეული ტექნიკური საკითხების მოგვარება, რაშიც დახმარება გაგვიწიეს პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კერძოდ - მიშა მთვარელიძემ.

დედის და ახალშობილის მდგომარეობის მიმართ ყურადღებას იჩენს შიდა ქართლის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და "გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელობა, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდით" - ამბობენ ბერიაშვილები.

როგორც AMBEBI.GE-ს ექიმმა გივი მალიაშვილმა განუცხადა, ნათია ლალიაშვილს მშობიარობა ნაადრევად დაეწყო:

"წინასწარი დადეგმვის გარეშე, საჭირო გახდა საკეისრო კვეთის გაკეთება. ოპერაციამ სტაბილურად ჩაიარა, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ. მუცლადყოფნის პერიოდშივე დიაგნოსტირებული იყო, რომ ახალშობილს გარკვეული ჩარევა დასჭირდებოდა, ამიტომ, მიზანშეწონილად ჩაითვალა მისი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა" - აღნიშნა ექიმმა.

8 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი 2018 წლის 25 ოქტომბერს, გორში, მდინარე ლიახვის ნაპირთან იპოვეს. გარდაცვლილს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული და წამების კვალი აღენიშნებოდა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს იაგო ნებიერიძე. ბრალდებული სასამართლომ 2019 წლის მაისში დამნაშავედ სცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყება - რამდენ მედპერსონალს აქვს დაჯავშნილი ვიზიტი

ხვალიდან სპორტული დარბაზები იხსნება

შიდა ქართლში "ასტრაზენეკას" 2600 დოზა ვაქცინა ჩაიტანეს - როგორ გადანაწილდება ვაქცინა რაიონების მიხედვით