საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს

კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მო­ქა­ლა­ქე­ებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად აფრ­თხი­ლებს, და­იც­ვან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მედ­მა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ მო­რი­გი სხდო­მა გა­მარ­თა.

„საბ­ჭოს სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა მო­ის­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ზო­გა­დი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. სხდო­მა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ გაზ­რდი­ლა და კვლავ 15-ს შე­ად­გენს. უმე­ტე­სო­ბა მათ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, 2 მათ­განს აღე­ნიშ­ნე­ბა შე­და­რე­ბით რთუ­ლი სიმპტო­მე­ბი, თუმ­ცა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მათ შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მი­ე­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში რჩე­ბა 178 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა - 56 პირი.

უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მი­ე­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იტა­ლი­ა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს იტა­ლი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას რომ­ში, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბი იტა­ლი­ა­ში უკვე გაგ­ზავ­ნი­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­წე­რი­ლი პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. იტა­ლი­ი­დან ჩა­მოყ­ვა­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ად­გილ­ზე კი­დევ ერთხელ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ დე­ტა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი 14 დღით სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გე­ნი­ლი პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად გა­ივ­ლი­ან.

ამას­თან, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც ჯან­დაც­ვის უწყე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი აქვთ მი­თი­თე­ბა სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ო­დის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, კა­ტე­გო­რი­უ­ლად აფრ­თხი­ლებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, და­იც­ვან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი, რათა არ შე­უქ­მნან საფრ­თხე ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის მიზ­ნით სხდო­მებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სის­ტე­მა­ტურ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს.

საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია და პარ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­ტე­ტი.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე კი­დევ ერთხელ აღი­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სრუ­ლად მარ­თავს პრო­ცესს“, - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Kkk
1

opaaa

ელენე
0

იქნებ ჩაკეტოთ ესპანეთი, გერმანია და სხვა ქვეყნებიც, რომლებშიც კორონა შემთხვევები კატასტროფულად მომატებულია. თორემ ვერ აუხვალთ დამიჯერეთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

„საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 15-ს შეადგენს. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, 2 მათგანს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 56 პირი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩო ორგანიზებულად ახორციელებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდები იტალიაში უკვე გაგზავნილია და საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში განხორციელდება. იტალიიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ დეტალური შემოწმება, რის შემდეგაც ისინი 14 დღით სავალდებულო კარანტინს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად გაივლიან.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარების თაობაზე, კატეგორიულად აფრთხილებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება სრულად მართავს პროცესს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს