მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისი ხელოვნების სასახლესთან ერთად ქართული ქსოვილის პროექტს იწყებს
თიბისი ხელოვნების სასახლესთან ერთად ქართული ქსოვილის პროექტს იწყებს

ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბი­სა და ქარ­თუ­ლი მხატ­ვრო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის კამ­პა­ნი­ე­ბის შემ­დეგ, თი­ბი­სი კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­დევ ერთ პრო­ექტს იწყებს, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ ქსო­ვილ­სა და ტექ­სტილს უკავ­შირ­დე­ბა.

პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­თან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მისი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ქსო­ვი­ლის ის­ტო­რი­ის კვლე­ვა, ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა და მათი თა­ნა­მედ­რო­ვე, ყო­ფით კულ­ტუ­რა­ში დამ­კვიდ­რე­ბაა.

ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ქსო­ვი­ლის აღ­დგე­ნი­სა და შეს­წავ­ლის პრო­ექ­ტი მუ­ზე­უმ­მა 2016 წელს და­ი­წყო. 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხატ­ვრე­ბი­სა და მკვლე­ვა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ე­ბი მო­ი­ა­რეს. ფრეს­კებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი სა­ე­რო პი­რე­ბის სა­მო­სი მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით გად­მო­ხა­ტეს და მათი შეს­წავ­ლა და­ი­წყეს.

2018 წელს გა­მო­ი­ცა წიგ­ნი - „ქსო­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან“, სა­დაც 200-ზე მეტი ფრეს­კი­დან, 300-მდე პა­ტერ­ნია თავ­მოყ­რი­ლი. წიგნ­ში შეკ­რე­ბი­ლი მა­სა­ლა კარ­გად ასა­ხავს, თუ რამ­დე­ნად ფე­რა­დი, თა­ნა­მედ­რო­ვე და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი სა­ე­რო, თუ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­მო­სი. ასე­ვე, რო­გო­რი იყო სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ჩაც­მის კულ­ტუ­რა ქვე­ყა­ნა­ში და რა ახ­დენ­და მას­ზე გავ­ლე­ნას.

მემ­კვიდ­რე­ო­ბა და ახა­ლი თა­ო­ბა თი­ბი­სის­თვის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია, სწო­რედ ამი­ტომ, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქსო­ვი­ლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში გად­მო­ტა­ნა, მის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ცე­მაა.

იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი ქსო­ვი­ლის პა­ტერ­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ინ­ტეგ­რირ­დეს და თა­ნა­მედ­რო­ვე სახე და გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ე­ცეს, თი­ბი­სი დი­ზა­ი­ნე­რებ­სა და სტარ­ტა­პე­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს წიგნ­ში თავ­მოყ­რილ პა­ტერ­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მო­სი, თუ პრო­დუქ­ცია შექ­მნან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ქარ­თუ­ლი ქსო­ვი­ლის შთა­გო­ნე­ბით შექ­მნილ კო­ლექ­ცი­ებ­ზე უკვე მუ­შა­ობს რამ­დე­ნი­მე დი­ზა­ი­ნე­რი, კომ­პა­ნია თუ სტარ­ტა­პი: და­რა­ია, მუ­ზა­რა­დი, Side Size, კე­რა­მიკ სტუ­დია, ლა­კო­ი­აჟ, Spilow, Why not gallery.

შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ცია და Ready to wear კო­ლექ­ცი­ე­ბი სულ მალე ახა­ლი ქარ­თუ­ლი ბრენ­დის ქვეშ გა­ერ­თი­ან­დე­ბა და მათი შე­ძე­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თვის შექ­მნილ ვებ-გვერ­დზე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
K8
0

პატერნი - ნიმუში, თარგი, მოდელი, ნახატი...

"რა გინდა, რომ აქ არ იყოს,

ენა იტყვის რას?

წვიმა გინდა? მარტო წვიმას

აქვს სახელი ცხრა!!!"

არ დაიღალეთ ამ უცხოური "ტერმინების" ბრახა-ბრუხით?

ტიმ
0

ოოო, მაგარი აქტუალური პროექტია, მალადეც...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

თიბისი ხელოვნების სასახლესთან ერთად ქართული ქსოვილის პროექტს იწყებს

თიბისი ხელოვნების სასახლესთან ერთად ქართული ქსოვილის პროექტს იწყებს

ქართული დამწერლობისა და ქართული მხატვრობის პოპულარიზაციის კამპანიების შემდეგ, თიბისი კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პროექტს იწყებს, რომელიც ტრადიციულ ქართულ ქსოვილსა და ტექსტილს უკავშირდება.

პროექტი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად ხორციელდება და მისი მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრებაა.

ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენისა და შესწავლის პროექტი მუზეუმმა 2016 წელს დაიწყო. 2 წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარეს. ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატეს და მათი შესწავლა დაიწყეს.

2018 წელს გამოიცა წიგნი - „ქსოვილები საქართველოდან“, სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე პატერნია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს, თუ რამდენად ფერადი, თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო, თუ სადღესასწაულო სამოსი. ასევე, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდში ჩაცმის კულტურა ქვეყანაში და რა ახდენდა მასზე გავლენას.

მემკვიდრეობა და ახალი თაობა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტებია, სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანი ქართული ტრადიციული ქსოვილის ყოველდღიურობაში გადმოტანა, მისთვის ახალი სიცოცხლისა და დანიშნულების მიცემაა.

იმისთვის, რომ ქართული ქსოვილის პატერნები ყოველდღიურობაში ინტეგრირდეს და თანამედროვე სახე და გამოყენება მიეცეს, თიბისი დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობას აძლევს წიგნში თავმოყრილ პატერნებზე დაყრდნობით, ყოველდღიური სამოსი, თუ პროდუქცია შექმნან.

აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილ კოლექციებზე უკვე მუშაობს რამდენიმე დიზაინერი, კომპანია თუ სტარტაპი: დარაია, მუზარადი, Side Size, კერამიკ სტუდია, ლაკოიაჟ, Spilow, Why not gallery.

შექმნილი პროდუქცია და Ready to wear კოლექციები სულ მალე ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდება და მათი შეძენა სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

თუ თქვენი შვილისთვის კომპიუტერის შერჩევის პროცესში ხართ, MacBook-ი საუკეთესო გადაწყვეტილებაა - მისი შესაძლებლობები ამოუწურავია

„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება

გცხელათ და ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად გამოსავალს ვერ პოულობთ?