მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეხვდა ვანო ჩხარტიშვილი ამირან გამყრელიძეს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრად ამზადებენ
რატომ შეხვდა ვანო ჩხარტიშვილი ამირან გამყრელიძეს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრად ამზადებენ

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ველ­მა" გა­ავ­რცე­ლა ფოტო, რო­მელ­ზეც ჩანს რო­გორ ხვდე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­ს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს. ამ "სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რამ" გა­ა­ჩი­ნა ეჭ­ვე­ბი, რომ გამ­ყრე­ლი­ძე შე­საძ­ლოა, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზე მო­ი­აზ­რე­ბო­დეს.

"მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შან­სე­ბი გახ­დეს ჯან­დაც­ვის უწყე­ბის პირ­ვე­ლი პირი, მოქ­მე­დი მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ფონ­ზე, სულ უფრო რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა.

ჭირ­დე­ბა თუ არა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და ქარ­თულ ოც­ნე­ბას 4-მი­ლი­არ­დი­ა­ნი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე?

რა გეგ­მა აქვს მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩხარ­ტიშ­ვილს, რო­მელ­ზეც სულ უფრო ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის "კად­რე­ბის სამ­ჭედ­ლო" აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი? იქ­ნე­ბა თუ არა გამ­ყრე­ლი­ძის მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი?" - აღ­ნიშ­ნავს "ტვ პირ­ვე­ლის" წამ­ყვა­ნი სა­კად­რო ტექ­სტში.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ბიზ­ნეს­მენს და­უ­კავ­შირ­დნენ და მის­გან წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს ამ სა­კი­თხზე:

"რა შუ­ა­შია მთავ­რო­ბის ცვლი­ლე­ბა? მე­გო­ბარს შევ­ხვდი სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხებ­ზე. მე რა­ტომ უნდა შევ­ხვდე ცვლი­ლე­ბებ­ზე სა­ერ­თოდ, რა ჩემი საქ­მეა? ეს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი თე­მაა" - უპა­სუ­ხა "ტვ პირ­ველს" ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ამ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ 2019 წლის ივ­ნის­ში ჩა­ა­ნაც­ვლა წი­ნა­მორ­ბე­დი და­ვით სერ­გე­ენ­კო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს იკა­ვებ­და "ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა­ში მი­ნის­ტრის პოსტს.

ტი­კა­რა­ძე მი­ნის­ტრო­ბამ­დე სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი იყო.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
iaia
19

ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის "მსახურები" ყველა მინისტრი გახდა. ჩხარტიშვილის ადგილი კი ციხეშია, ხალხის ფულის მითვისებისთვის

ლევანი
268

ტვ პირველი და მთავარი არხი(მთავარი მატყუარა) კორონავირუსზე დიდი მტრები არიან ჩვენი ქვეყნისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რატომ შეხვდა ვანო ჩხარტიშვილი ამირან გამყრელიძეს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრად ამზადებენ

რატომ შეხვდა ვანო ჩხარტიშვილი ამირან გამყრელიძეს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრად ამზადებენ

ტელეკომპანია "ტვ პირველმა" გაავრცელა ფოტო, რომელზეც ჩანს როგორ ხვდება ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს. ამ "საიდუმლო შეხვედრამ" გააჩინა ეჭვები, რომ გამყრელიძე შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე მოიაზრებოდეს.

"მმართველი პარტიის კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძის შანსები გახდეს ჯანდაცვის უწყების პირველი პირი, მოქმედი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებებით გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე, სულ უფრო რეალური ხდება.

ჭირდება თუ არა წინასაარჩევნოდ, საზოგადოების კეთილგანწყობის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას 4-მილიარდიანი უწყების ხელმძღვანელად ამირან გამყრელიძე?

რა გეგმა აქვს მასთან დაკავშირებით ჩხარტიშვილს, რომელზეც სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ივანიშვილის "კადრების სამჭედლო" აქვს ჩაბარებული? იქნება თუ არა გამყრელიძის მთავარი რეკომენდატორი ბიძინა ივანიშვილთან ვანო ჩხარტიშვილი?" - აღნიშნავს "ტვ პირველის" წამყვანი საკადრო ტექსტში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისინი ბიზნესმენს დაუკავშირდნენ და მისგან წერილობითი პასუხი მიიღეს ამ საკითხზე:

"რა შუაშია მთავრობის ცვლილება? მეგობარს შევხვდი სამედიცინო საკითხებზე. მე რატომ უნდა შევხვდე ცვლილებებზე საერთოდ, რა ჩემი საქმეა? ეს პროვოკაციული თემაა" - უპასუხა "ტვ პირველს" ვანო ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2019 წლის ივნისში ჩაანაცვლა წინამორბედი დავით სერგეენკო, რომელიც ყველაზე დიდხანს იკავებდა "ოცნების" მთავრობაში მინისტრის პოსტს.

ტიკარაძე მინისტრობამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

"კომპანიებთან, რომლებისგანაც საქართველომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უნდა მიიღოს, მუშაობა დაწყებულია" - სოზარ სუბარი

LIVE: ამირან გამყრელიძე "360 გრადუსში"

"FORZA ITALIA... შენ ძლიერი ხარ, გაუმკლავდები ამ მასშტაბურ გამოწვევებს" - კახა კალაძე