საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

28

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:51-ზე, მთვარე ქალწულშია – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება - ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. ოჯახის შექმნა არ არის მიზანშეწონილი. აი, მარტოხელა ადამიანებს გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა.
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის 150 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვლილი - რატომ აქვს სინგაპურს COVID-19-თან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი?
კორონავირუსის 150 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვლილი - რატომ აქვს სინგაპურს COVID-19-თან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი?

მსოფ­ლი­ოს 109 ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის და ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა სინ­გა­პურს აქვს, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ვირუ­სით 150 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ­გან 90 გა­მო­ჯან­მრთელ­და და არც ერთი არ გარ­დაც­ვლი­ლა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ახერ­ხე­ბენ ვირუს­თან ეფექ­ტუ­რად ბრძო­ლას, იმ ფონ­ზე, რომ სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ცი­ლე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ბევ­რი შემ­თხვე­ვაა.

თუ მო­ძებ­ნით სტა­ტი­ებს კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზე, რო­მელ­საც სინ­გა­პურ­ში იყე­ნე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს იპო­ვით. იქაც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რომ­ლებ­საც სხვა ქვეყ­ნებ­ში.

სინ­გა­პუ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვირუს­თან წარ­მა­ტე­ბით ბრძო­ლის სა­ი­დუმ­ლო, და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნაა (რო­გორც ცნო­ბი­ლია, თუკი კო­რო­ნა­ვირუსს ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გა­მო­ვავ­ლენთ, მას­თან გამ­კლა­ვე­ბა გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია).

გა­მო­ცე­მა businessinsider.com წერს, რომ სინ­გა­პურ­ში, როცა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა­ზე ეჭვი გა­უჩ­ნდე­ბათ, ადა­მი­ანს სპე­ცი­ა­ლურ კი­თხვარს ავ­სე­ბი­ნე­ბენ, რო­მე­ლიც უამ­რავ შე­კი­თხვას მო­ი­ცავს, მათ შო­რის, კი­თხვებს იმის შე­სა­ხებ, თუ სად იმ­ყო­ფე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ვის შეხ­ვდა კი­თხვა­რის შევ­სე­ბამ­დე.

ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ტყუ­ილს იტყვი­ან, ან 6-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ, ან 10 000 დო­ლა­რის გა­დახ­და ეკის­რე­ბათ.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი­სა და მათი კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, რომ­ლე­ბიც 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ.

"ეს ჯგუ­ფე­ბი შე­უს­ვე­ნებ­ლად მუ­შა­ო­ბენ და სწავ­ლო­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯს, რათა გა­მო­ვავ­ლი­ნოთ კონ­ტაქ­ტე­ბი და ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და­ა­ვა­დე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე“, - ამ­ბობს "ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დერ­თან“ სა­უბ­რი­სას სინ­გა­პუ­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ჯგუ­ფე­ბი იკ­ვლე­ვენ, არა მხო­ლოდ კონ­ტაქ­ტებს, არა­მედ ყვე­ლა ნივთს, რო­მელ­საც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ან პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შე­ე­ხო.

ქუ­ჩებ­ში, აე­რო­პორ­ტებ­ში და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კი ამოწ­მე­ბენ, თუ ვის­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი ამა თუ იმ ინ­ფი­ცი­რე­ბულს, ან პო­ტენ­ცი­ურ ინ­ფი­ცი­რე­ბულს და ყვე­ლას სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში ათავ­სე­ბენ. უბ­რა­ლოდ გვერ­დით გამ­ვლე­ლი ადა­მი­ა­ნიც კი კა­რან­ტინ­ში მიჰ­ყავთ.

"ადა­მი­ა­ნებს ასეთ კი­თხვებ­ზე უწევთ პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა: "რა გა­ა­კე­თე? სად იყა­ვი? ვის შეხ­ვდი?“ - ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად ვსწავ­ლობთ.

ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა რე­სურსს, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ა­საც. ყველ­გან, სა­დაც მივ­დი­ვართ ჩვენ ვტო­ვებთ ციფ­რულ ხელ­მო­წე­რას, ვი­ყე­ნებთ ციფ­რულ სა­კე­ტებს, საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თებს, შე­სა­ბა­მი­სად ყველ­გა­ნაა ჩვე­ნი ციფ­რუ­ლი ხელ­მო­წე­რე­ბი, ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, ვიკ­ვლევთ და ვად­გენთ, სად იმ­ყო­ფე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ ვერ მოგ­ვა­ტყუ­ებს და თუ და­ი­მა­ლე­ბა, ამ ყვე­ლაფ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვად­გენთ, თუ სად წა­ვი­და“, - ამ­ბობს სინ­გა­პუ­რე­ლი ექი­მი, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ლე­ონგ ჰო ნამი.

სინ­გა­პურ­ში უკვე არის პრე­ცე­დენ­ტე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ტყუ­ი­ლის თქმის და ამის გამო და­კა­ვე­ბის. ტყუ­ილ­ში გა­მო­ი­ჭი­რეს ჩი­ნე­ლი წყვი­ლი, რომ­ლებ­მაც არ გა­ამ­ხი­ლეს, თუ სად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ კა­რან­ტინ­ში მო­თავ­სე­ბამ­დე. კა­რან­ტი­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მათ ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში მო­უ­წევთ ყოფ­ნა, ან 10 ათას დო­ლარს გა­და­იხ­დი­ან.

ყვე­ლა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა მე­დი­კო­სებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გა­მო­ავ­ლი­ნონ და სწო­რედ ამას უკავ­ში­რე­ბენ იმ ფაქტს, რომ ქვე­ყა­ნა­ში 150 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან, უკვე 90 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია და არც ერთი არ გარ­დაც­ვლი­ლა.

ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია და ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა, თუმ­ცა სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ისი­ნი ნაკ­ლებ მსხვერ­პლს ელო­დე­ბი­ან, რად­გა­ნაც პრო­აქ­ტი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რე­ბენ.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი, ტედ­როს ად­ჰა­ნო­მი ამ­ბობს, რომ სხვა ქვეყ­ნებ­მაც მსგავ­სი სტრა­ტე­გი­ით უნდა იმოქ­მე­დონ, რად­გა­ნაც ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 17 წლის წინ, რო­დე­საც სინ­გა­პურ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სხვა სა­ხე­ო­ბა, Sars-ი გავ­რცელ­და, მას 33 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. იმ პე­რი­ოდ­ში იზო­ლი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ელექტრო­ნულ სა­მა­ჯუ­რებს უკე­თებ­დნენ, რათა მათი სახ­ლი­დან გას­ვლა გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ. რო­გორც ჩანს, სინ­გა­პურ­მა წინა გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ბევ­რი ის­წავ­ლა და ბოლო 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვირუ­სებ­თან ბრძო­ლა­ში დიდი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეგრეა
3

სინგაპურელთა მთავარი კოზირი ვირუსთან ბრძოლაში მაინც მათი სისუფთავის მიმართ სანიმუშო (თუმცა იძულებითი) დამოკიდებულებაა... სინგაპურში რომ საღეჭი რეზინი დააგდოთ ქუჩაში უფრო მეტ ჯარიმას გადაიხდით, ვინემ საქართველოში რომ ავტო-საგზაო შემთხვევა მოახდინოთ, რამდენიმე ავტო დალეწოთ და ორიოდე ადამიანი დაასახიჩროთ... 

a
2

ერთერთი ყველაზე კარგი შედეგი ასევე გერმანიას აქვს ამ წუთისთვის1152 შემთხვევა აქვთ და არცერთი გარდაცვლილი. თუმცა 18 ადამიანზე მეტი არაა ჯერ განკურნებული

ავტორი:

კორონავირუსის 150 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვლილი - რატომ აქვს სინგაპურს COVID-19-თან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი?

კორონავირუსის 150 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვლილი - რატომ აქვს სინგაპურს COVID-19-თან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი?

მსოფლიოს 109 ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის და ამ ეტაპზე ყველაზე დიდი წარმატება სინგაპურს აქვს, სადაც ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით 150 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 90 გამოჯანმრთელდა და არც ერთი არ გარდაცვლილა.

საინტერესოა, როგორ ახერხებენ ვირუსთან ეფექტურად ბრძოლას, იმ ფონზე, რომ სხვა ქვეყნებში გაცილებით მძიმე ვითარება და გარდაცვალების ბევრი შემთხვევაა.

თუ მოძებნით სტატიებს კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებზე, რომელსაც სინგაპურში იყენებენ, განსაკუთრებულს ვერაფერს იპოვით. იქაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, რომლებსაც სხვა ქვეყნებში.

სინგაპურის ოფიციალური პირები და მედიკოსები ამბობენ, რომ ვირუსთან წარმატებით ბრძოლის საიდუმლო, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა (როგორც ცნობილია, თუკი კორონავირუსს ადრეულ ეტაპზევე გამოვავლენთ, მასთან გამკლავება გაცილებით ადვილია).

გამოცემა businessinsider.com წერს, რომ სინგაპურში, როცა კორონავირუსით ინფიცირებაზე ეჭვი გაუჩნდებათ, ადამიანს სპეციალურ კითხვარს ავსებინებენ, რომელიც უამრავ შეკითხვას მოიცავს, მათ შორის, კითხვებს იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდა კონკრეტული ადამიანი და ვის შეხვდა კითხვარის შევსებამდე.

ადამიანებს, რომლებიც ტყუილს იტყვიან, ან 6-თვიანი პატიმრობა ემუქრებათ, ან 10 000 დოლარის გადახდა ეკისრებათ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნილია სპეციალური მობილური ჯგუფები კორონავირუსით დაავადებულებისა და მათი კონტაქტების გამოსავლენად, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

"ეს ჯგუფები შეუსვენებლად მუშაობენ და სწავლობენ კორონავირუსით ინფიცირებულთა თითოეულ ნაბიჯს, რათა გამოვავლინოთ კონტაქტები და ახალი ინფიცირებულები დაავადების საწყის ეტაპზევე“, - ამბობს "ბიზნეს ინსაიდერთან“ საუბრისას სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

ჯგუფები იკვლევენ, არა მხოლოდ კონტაქტებს, არამედ ყველა ნივთს, რომელსაც ინფიცირებული, ან პოტენციური ინფიცირებული შეეხო.

ქუჩებში, აეროპორტებში და დაწესებულებებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების საშუალებით კი ამოწმებენ, თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი ამა თუ იმ ინფიცირებულს, ან პოტენციურ ინფიცირებულს და ყველას საკარანტინო ზონაში ათავსებენ. უბრალოდ გვერდით გამვლელი ადამიანიც კი კარანტინში მიჰყავთ.

"ადამიანებს ასეთ კითხვებზე უწევთ პასუხების გაცემა: "რა გააკეთე? სად იყავი? ვის შეხვდი?“ - ყველაფერს ძალიან დეტალურად ვსწავლობთ.

ვიყენებთ ყველა რესურსს, მათ შორის პოლიციასაც. ყველგან, სადაც მივდივართ ჩვენ ვტოვებთ ციფრულ ხელმოწერას, ვიყენებთ ციფრულ საკეტებს, საკრედიტო ბარათებს, შესაბამისად ყველგანაა ჩვენი ციფრული ხელმოწერები, ამ ყველაფრის გამოყენებით, ვიკვლევთ და ვადგენთ, სად იმყოფებოდა ადამიანი, ამიტომ ვერ მოგვატყუებს და თუ დაიმალება, ამ ყველაფრის საშუალებით დავადგენთ, თუ სად წავიდა“, - ამბობს სინგაპურელი ექიმი, ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, ლეონგ ჰო ნამი.

სინგაპურში უკვე არის პრეცედენტები კორონავირუსთან დაკავშირებით ტყუილის თქმის და ამის გამო დაკავების. ტყუილში გამოიჭირეს ჩინელი წყვილი, რომლებმაც არ გაამხილეს, თუ სად იმყოფებოდნენ კარანტინში მოთავსებამდე. კარანტინის დასრულების შემდეგ მათ ექვსი თვის განმავლობაში ციხეში მოუწევთ ყოფნა, ან 10 ათას დოლარს გადაიხდიან.

ყველა ეს ღონისძიება მედიკოსებს საშუალებას აძლევთ, რომ კორონავირუსი ადრეულ ეტაპზევე გამოავლინონ და სწორედ ამას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში 150 ინფიცირებულიდან, უკვე 90 გამოჯანმრთელებულია და არც ერთი არ გარდაცვლილა.

ამასთან, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გარდაცვალების ფაქტის დაფიქსირება გარდაუვალია და ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით ისინი ნაკლებ მსხვერპლს ელოდებიან, რადგანაც პროაქტიურ ღონისძიებებს ატარებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანომი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებმაც მსგავსი სტრატეგიით უნდა იმოქმედონ, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის წინ, როდესაც სინგაპურში კორონავირუსის სხვა სახეობა, Sars-ი გავრცელდა, მას 33 ადამიანი ემსხვერპლა. იმ პერიოდში იზოლირებულ ადამიანებს ელექტრონულ სამაჯურებს უკეთებდნენ, რათა მათი სახლიდან გასვლა გაეკონტროლებინათ. როგორც ჩანს, სინგაპურმა წინა გამოცდილებიდან ბევრი ისწავლა და ბოლო 17 წლის განმავლობაში, ვირუსებთან ბრძოლაში დიდი პროგრესი განიცადა.

რა გაფრთხილება მისცა ინტერპოლმა 194 ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა - დიდ ბრიტანეთში მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება

სინგაპურმა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა