მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვაშაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების ახალ დეტალებს ამხელს
გიორგი ვაშაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების ახალ დეტალებს ამხელს

"ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ იმ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა, რა­ზეც ოპო­ზი­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 8 მარტს შე­თან­ხმდა. საქ­მე ეხე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხს და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტას.

ვა­შა­ძის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბით, გიგი უგუ­ლა­ვამ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა და­ტო­ვოს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბა­ში სა­უ­ბა­რი­ა­ი­რაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რუ­რუ­ას და ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნის სა­კი­თხზეც, რო­მელ­თა გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი უნდა ამოქ­მედ­დეს, მათ შო­რის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლა.

"რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე შეს­ვლამ­დე, ასე­ვე შეხ­ვედ­რის დროს, ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბა ჩვენ­გან იყო სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვერ ვთან­ხმდე­ბით „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ და ისი­ნი ამათ არ ეძა­ხი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს, მაგ­რამ მე­ო­რე დო­კუ­მენტს, რო­მელ­საც ხელი მო­ვა­წე­რეთ, მი­თი­თე­ბუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ეს დო­კუ­მენ­ტი ხელ­მო­წე­რი­ლია იმის­თვის, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან.

ღიად ვი­ტყვი, აქ სა­უ­ბა­რია თამ­ლი­ან­ზე, რუ­რუ­ა­ზე, ოქ­რუ­აშ­ვილ­ზე, რო­გორც 20 ივ­ნი­სის შემ­დგომ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე (მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვთ), მე­ო­რე მხრივ, სა­უ­ბა­რია გიგი უგუ­ლა­ვა­ზე. პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ცის მე­ქა­ნიზ­მი უნდ იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, რომ გიგი უგუ­ლა­ვამ და­ტო­ვოს სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.

ფორ­მა­ლუ­რად და პრო­ცე­დუ­რუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ამას შე­წყა­ლე­ბა ერ­ქვას, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი შე­წყა­ლე­ბის­გან ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ძა­ლი­ან შორს არის" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მისი თქმით, აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ თამ­ლი­ან­თან, ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და რუ­რუ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, გიგი უგუ­ლა­ვას სა­კი­თხზე კი პრე­ზი­დენ­ტმა უნდა გან­სა­ზღვროს, რა დრო დას­ჭირ­დე­ბა.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცია-ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ში შე­ვი­და არის ის, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცი­ებს წყვე­ტენ.

ამის შე­სა­ხებ ვა­შა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა Newsroom-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, თუ მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შეს­რულ­დე­ბა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყე­ბა.

"დღეს გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა და სა­ვა­რა­უ­დოდ, აქ­ცი­ებ­ზე მო­რა­ტო­რი­უმს გა­მო­ვა­ცხა­დებთ. ღმერ­თმა ნუ ქნას და თუ მო­ტყუ­ე­ბას აქვს ისევ ად­გი­ლი, გვეს­მის რა მოგ­ვი­წევს ხომ?!

თუ შეს­რულ­დე­ბა, მა­შინ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი კი არაა პი­კე­ტი­რე­ბა და ქუ­ჩა­ში დგო­მა. ეს არ იყო ცალ­მხრი­ვი დათ­მო­ბა. ჩვენ სრუ­ლად პრო­პორ­ცი­ულს ვე­ლო­დე­ბო­დით და ჩვე­ნი მხრი­დან ისიც კომ­პრო­მი­სია, რომ 30 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ" - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცია სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით 8 მარტს შე­თან­ხმდა. ხელ­მო­წე­რი­ლი მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, 2020-ის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი შემ­დე­გი პრინ­ცი­პით ჩა­ტარ­დე­ბა: 120/30-ზე, რაც 120 პრო­პორ­ცი­ულ და 30 მა­ჟო­რი­ტა­რულ მან­დატს ით­ვა­ლის­წი­ნებს; გარ­და ამი­სა, სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი 1% იქ­ნე­ბა, ასე­ვე მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად წეს­დე­ბა 40%-იანი ჩამ­კე­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პარ­ტია, რო­მე­ლიც 40%-ზე ნაკ­ლებ მხარ­და­ჭე­რას მო­ი­პო­ვებს, უმ­რავ­ლე­სო­ბას ვერ მი­ი­ღებს და მთავ­რო­ბას ვერ და­ა­კომ­პლექ­ტებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!
100

ხალხო, სანამ მილიონების მოპარვას დააპირებთ ბიუჯეტიდან, შედით ნაციონალების პარტიაში და თუ ციხეში ამოყოფთ თავს, ამერიკელი ელჩის წყალობით პრეზიდენტს დავალებას მისცემენ და ისიც უსიტყვოდ "შეგიწყალებთ" და ის მილიონებიც შეგრჩებათ, პოლიტპატიმრის სტატუსიც განაღდებული გექნებათ (ბიუჯეტის ქურდის ნაცვლად) და იცხოვრებთ განცხრომით!

ცრუ ვაშაძე
108

როგორ ეტყობა მიშას პაცანა რო იყო ყველა სიტყვაში იტყუება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

გიორგი ვაშაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების ახალ დეტალებს ამხელს

გიორგი ვაშაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების ახალ დეტალებს ამხელს

"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ იმ დეტალებზე ისაუბრა, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს შეთანხმდა. საქმე ეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საპროტესტო აქციების შეწყვეტას.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს. მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაში საუბარიაირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის საკითხზეც, რომელთა გასათავისუფლებლად განსხვავებული მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

"როგორც შეხვედრაზე შესვლამდე, ასევე შეხვედრის დროს, ერთ-ერთი მთავარი პირობა ჩვენგან იყო სწორედ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შეიძლება ვერ ვთანხმდებით „ქართულ ოცნებასთან“ და ისინი ამათ არ ეძახიან პოლიტპატიმრებს, მაგრამ მეორე დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, მითითებულია პრეზიდენტის ჩართულობის შესახებ.

ეს დოკუმენტი ხელმოწერილია იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას მექანიზმები, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ საპატიმრო დაწესებულებებიდან.

ღიად ვიტყვი, აქ საუბარია თამლიანზე, რურუაზე, ოქრუაშვილზე, როგორც 20 ივნისის შემდგომ პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე (მათ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ), მეორე მხრივ, საუბარია გიგი უგულავაზე. პრეზიდენტის ინსტიტუცის მექანიზმი უნდ იქნას გამოყენებული საბოლოო შეთანხმების ჩამოსაყალიბებლად, რომ გიგი უგულავამ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება.

ფორმალურად და პროცედურულად შეიძლება ამას შეწყალება ერქვას, თუმცა რეალური შეწყალებისგან ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან შორს არის" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ თამლიანთან, ოქრუაშვილსა და რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნება მიღებული, გიგი უგულავას საკითხზე კი პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს, რა დრო დასჭირდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებაში შევიდა არის ის, რომ ოპოზიციური პარტიები მთავრობის წინააღმდეგ აქციებს წყვეტენ.

ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თუ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შესრულდება, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.

"დღეს გვექნება შეხვედრა და სავარაუდოდ, აქციებზე მორატორიუმს გამოვაცხადებთ. ღმერთმა ნუ ქნას და თუ მოტყუებას აქვს ისევ ადგილი, გვესმის რა მოგვიწევს ხომ?!

თუ შესრულდება, მაშინ საარჩევნო კამპანია იქნება. ჩვენი თვითმიზანი კი არაა პიკეტირება და ქუჩაში დგომა. ეს არ იყო ცალმხრივი დათმობა. ჩვენ სრულად პროპორციულს ველოდებოდით და ჩვენი მხრიდან ისიც კომპრომისია, რომ 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება მხოლოდ" - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 8 მარტს შეთანხმდა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე მემორანდუმის თანახმად წესდება 40%-იანი ჩამკეტი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

"საქართველო ასე რატომ ნერვიულობს? ვერავინ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად" - დავით არახამიას პასუხი გახარიას

LIVE: 360 გრადუსი - ლადო პაპავა, აკაკი ბობოხიძე, ირაკლი კოვზანაძე

"თვალებში ნაცრის შეყრაა... ტყუილია, რომ 350 ათას ადამიანს მივცემთ თვეში 200 ლარსო" - როგორ აფასებენ ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციონერები და ექსპერტები