სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე 32 საათია არაფერი ვიცით მის შესახებ..." - ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ
"უკვე 32 საათია არაფერი ვიცით მის შესახებ..." - ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ

ქუ­თა­ის­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ტუ­რისტს ეძე­ბენ. ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 7 მარტს გა­უ­ჩი­ნარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ძმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს და დახ­მა­რე­ბას ითხოვს. რო­გორც ის წერს, მე­გობ­რე­ბი კა­ფე­ში ერ­თად იყ­ვნენ, შემ­დეგ ქუ­ჩა­ში გა­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც მისი ძმა გა­უ­ჩი­ნარ­და. და­კარ­გუ­ლი სა­ხე­ლად სიემ ვი­გე­რია, ძმის თქმით, ის საკ­მა­ოდ ნას­ვა­მი იყო და იმ ღა­მით არც სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა და არც ტე­ლე­ფონს პა­სუ­ხობს.

და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის მე­გო­ბა­რი დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აცხა­დებს, რომ მათ უკვე მი­მარ­თეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს.

"რეს­ტო­რან "ბა­რა­ქა­ში" ვსა­დი­ლობ­დით, ნას­ვა­მე­ბი ვი­ყა­ვით. შემ­დეგ ის წა­ვი­და და არ ვიცი სად, მე „მაკ­დო­ნალ­დში“ მი­ვე­დი, შემ­დეგ სას­ტუმ­რო­ში დავ­ბრუნ­დი და დი­ლის 7 სა­ა­თამ­დე ვე­ლო­დე­ბო­დი მის დაბ­რუ­ნე­ბას, თუმ­ცა არ მო­ვი­და. გუ­შინ პო­ლი­ცი­ას შე­ვა­ტყო­ბი­ნე და ახლა ყვე­ლა ეძებს.

უკვე 32 სა­ა­თია არა­ფე­რი ვი­ცით და­კარ­გუ­ლის შე­სა­ხებ. დღეს პო­ლი­ცი­ა­ში მივ­დი­ვარ და კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი უნდა ვნა­ხოთ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე ნას­ვა­მი ნა­ხეს, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე. არ ვიცი რო­გორ და­ი­კარ­გა. დღეს მისი და ჩემი მშობ­ლე­ბიც ჩა­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. იმე­დია, მალე ვი­პოვ­ნით"-აცხა­დებს და­კარ­გუ­ლის მე­გო­ბა­რი.

ახალ­გაზ­რდე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით შე­მო­ვიდ­ნენ და სხვა ქვე­ყა­ნა­ში აპი­რებ­დნენ წას­ვლას. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ­თან შე­ტყო­ბი­ნე­ბა გუ­შინ შე­ვი­და და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სად­გე­ნად და­წყე­ბუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

თუ ვინ­მემ სად­მე შე­ამ­ჩნი­ეთ, ან გაქვთ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია, გთხოვთ და­უ­კავ­შირ­დეთ და­კარ­გუ­ლის ძმას ნომ­რებ­ზე: +31 64 75 45 017 ან +31 63 93 42 600.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტეკო
1

ცოდოა...

ნინო
0

ღმერთმა უშველოს.საწკალი.soryy eveerything will be alrighht

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"უკვე 32 საათია არაფერი ვიცით მის შესახებ..." - ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ

"უკვე 32 საათია არაფერი ვიცით მის შესახებ..." - ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ

ქუთაისში გაუჩინარებულ ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდებიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი 7 მარტს გაუჩინარდა. ინფორმაციას ახალგაზრდა მამაკაცის ძმა სოციალურ ქსელში ავრცელებს და დახმარებას ითხოვს. როგორც ის წერს, მეგობრები კაფეში ერთად იყვნენ, შემდეგ ქუჩაში გავიდნენ, რის შემდეგაც მისი ძმა გაუჩინარდა. დაკარგული სახელად სიემ ვიგერია, ძმის თქმით, ის საკმაოდ ნასვამი იყო და იმ ღამით არც სასტუმროში დაბრუნებულა და არც ტელეფონს პასუხობს.

დაკარგული ბიჭის მეგობარი დღეს ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს სამართალდამცველებს.

"რესტორან "ბარაქაში" ვსადილობდით, ნასვამები ვიყავით. შემდეგ ის წავიდა და არ ვიცი სად, მე „მაკდონალდში“ მივედი, შემდეგ სასტუმროში დავბრუნდი და დილის 7 საათამდე ველოდებოდი მის დაბრუნებას, თუმცა არ მოვიდა. გუშინ პოლიციას შევატყობინე და ახლა ყველა ეძებს.

უკვე 32 საათია არაფერი ვიცით დაკარგულის შესახებ. დღეს პოლიციაში მივდივარ და კამერების ჩანაწერები უნდა ვნახოთ. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ღამის პირველ საათზე ნასვამი ნახეს, რუსთაველის ქუჩაზე. არ ვიცი როგორ დაიკარგა. დღეს მისი და ჩემი მშობლებიც ჩამოდიან საქართველოში. იმედია, მალე ვიპოვნით"-აცხადებს დაკარგულის მეგობარი.

ახალგაზრდები საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ და სხვა ქვეყანაში აპირებდნენ წასვლას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მათთან შეტყობინება გუშინ შევიდა და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად დაწყებულია საგამოძიებო ღონისძიებები.

თუ ვინმემ სადმე შეამჩნიეთ, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ დაკარგულის ძმას ნომრებზე: +31 64 75 45 017 ან +31 63 93 42 600.

საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ნიდერლანდების მოქალაქეს, რომელიც ქუთაისში ოთხი დღის წინ გაუჩინარდა, მდინარე რიონში ეძებენ

გურიაში ხანძრის ქრობის პროცესში 2 ვერტმფრენი ჩაერთო