საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გავრცელდა.
ამავე საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51.
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში ამ დროისთვის 23 პაციენტია მოთავსებული, მათგან 3 წუხელ შეიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, 23 პაციენტს შორისაა ის 12 ადამიანი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.
მათივე განმარტებით, იმ პაციენტებიდან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე რჩება, კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კი სხვებთან შედარებით ოდნავ დამძიმდა, ვინაიდან მას ტემპერატურა უფიქსირდება.
„დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია“, - აცხადებენ კლინიკაში.
როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, კლინიკაში მოთავსებული 23 პაციენტიდან დღეს 6 ადამიანის ანალიზის პასუხები გახდება ცნობილი.
შუა საუკუენეებში შავი ჭირის მძვინვარების დროს კათოლიკურმა ეკლესიამ მასიური ლოცვა აღავლინა შავი ჭორის დასამრცხებლად და ერთ თვეში 1,000,000 ჭეშმარიტი ქრისტიანი უფალს მიეახლა... ემანდ არ ჩამოვრჩეთ ქართველები მასიურად ვეზიაროთ და უფალს მალე მივეახლებით... დაისვენებს პუწინიც და საქართველოც გაბრწყინდება ქართველების გარეშე...
მეტი უკვე აღარ გვინდა