"ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ საკააშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე იდეალური საარჩევნო სისტემა ვერ მიიღება, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს შესაძლებელი იქნება.
"ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა. აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმინობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი.
იდეალურ საარჩევნო სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღებაც. ახლა მთავარია მობილიზება, შეტევა და გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია.