საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

4

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 19:02-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცარიელი მილანი, ვენეცია და რიგები მაღაზიებთან  - რა ხდება იტალიაში კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადების შემდეგ (ფოტოები)
ცარიელი მილანი, ვენეცია და რიგები მაღაზიებთან  - რა ხდება იტალიაში კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადების შემდეგ (ფოტოები)

იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ, იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ო­ნი­სა და კი­დევ 14 პრო­ვინ­ცი­ის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 16 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა. კა­რან­ტინ­შია ტუ­რის­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სყა­ვა­რე­ლი და აქამ­დე ყო­ველ­თვის ხალ­ხმრა­ვა­ლი ქა­ლა­ქე­ბი - მი­ლა­ნი და ვე­ნე­ცია.

იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი აქ­ვეყ­ნე­ბენ ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დე­გაა გა­და­ღე­ბუ­ლი. La repubblica წერს, რომ კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ათ წუთ­ში სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ებ­თან და აფ­თი­ა­ქებ­თან რი­გე­ბი გაჩ­ნდა. გა­მო­ცე­მა ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს. ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, თუ რო­გორ ყი­დუ­ლო­ბენ მა­რაგს იტა­ლი­ე­ლე­ბი.

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი მი­ლა­ნი­დან, ვე­ნე­ცი­ი­დან და იტა­ლი­ის სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სი­უ­რე­ა­ლის­ტურ ნა­მუ­შევ­რებს მო­გა­გო­ნებთ:

ტუ­რის­ტი ლას­კა­ლას და­კე­ტილ კარ­თან
ჩა­კე­ტი­ლი ქა­ლა­ქე­ბის შე­სას­ვლე­ლებს პირ­ბა­დი­ა­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ
ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დაც­ლი­ლი ტუ­რი­ნი
ცა­რი­ე­ლი კაფე მი­ლან­ში

რო­გორც La repubblica წერს, მსგავ­სი რი­გე­ბია მი­ლა­ნი­სა და სხვა ჩა­კე­ტი­ლი ქა­ლა­ქე­ბის მა­ღა­ზი­ებ­თან და აფ­თი­ა­ქებ­თან

კო­რო­ნა­ვუ­რი­სის გავ­ლე­ნა ვე­ნე­ცი­ა­ზე - ასე­თი ცა­რი­ე­ლია დღეს
ეს ფოტო მი­ლან­ში კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რეა გა­და­ღე­ბუ­ლი

აქ კი მი­ლა­ნი კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დე­გაა აღ­ბეჭ­დი­ლი

რომ­ში კა­რან­ტი­ნი არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვა­ლი ქა­ლა­ქი უჩ­ვე­უ­ლოდ და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია.

იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 50-ით გა­ი­ზარ­და და 230-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში 1 200 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 5 883-მდე გა­ი­ზარ­და.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
6

საქართველოს ეკონომიკა და ლარი მსგავს სცენარს ნამდვილად ვერ გაუძლებენ.

მანანa
16

დარჩა იმ ორ ჩინელს მთელი მილანი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მზია ამაღლობელი საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, 4 აგვისტოს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ავტორი:

ცარიელი მილანი, ვენეცია და რიგები მაღაზიებთან  - რა ხდება იტალიაში კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადების შემდეგ (ფოტოები)

ცარიელი მილანი, ვენეცია და რიგები მაღაზიებთან  - რა ხდება იტალიაში კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადების შემდეგ (ფოტოები)

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე რთული ვითარებაა. სწორედ ამიტომ, იტალიის ხელისუფლებამ ლომბარდიის რეგიონისა და კიდევ 14 პროვინციის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. სავალდებულო კარანტინში დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი იმყოფება. კარანტინშია ტურისტებისთვის ყველაზე სყავარელი და აქამდე ყოველთვის ხალხმრავალი ქალაქები - მილანი და ვენეცია.

იტალიური გამოცემები აქვეყნებენ ფოტოებს, რომლებიც კარანტინის გამოცხადების შემდეგაა გადაღებული. La repubblica წერს, რომ კარანტინის გამოცხადებიდან ათ წუთში სურსათის მაღაზიებთან და აფთიაქებთან რიგები გაჩნდა. გამოცემა ამ ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ ყიდულობენ მარაგს იტალიელები.

ნახეთ ფოტოები მილანიდან, ვენეციიდან და იტალიის სხვა ქალაქებიდან, რომლებიც სიურეალისტურ ნამუშევრებს მოგაგონებთ:

ტურისტი ლასკალას დაკეტილ კართან
ჩაკეტილი ქალაქების შესასვლელებს პირბადიანი ჯარისკაცები აკონტროლებენ
ადამიანებისგან დაცლილი ტურინი
ცარიელი კაფე მილანში

როგორც La repubblica წერს, მსგავსი რიგებია მილანისა და სხვა ჩაკეტილი ქალაქების მაღაზიებთან და აფთიაქებთან

კორონავურისის გავლენა ვენეციაზე - ასეთი ცარიელია დღეს
ეს ფოტო მილანში კარანტინის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული

აქ კი მილანი კარანტინის გამოცხადების შემდეგაა აღბეჭდილი

რომში კარანტინი არ გამოცხადებულა, თუმცა ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი უჩვეულოდ დაცარიელებულია.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 50-ით გაიზარდა და 230-ს გადააჭარბა, ამავე პერიოდში 1 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 883-მდე გაიზარდა.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა