ავტორი:

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი პაბლო პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით - პოლიციამ ბრალდებული დააკავა

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი პაბლო პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით  - პოლიციამ ბრალდებული დააკავა

პოლიციამ თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 1990 წელს დაბადებული - ს.თ. ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული - ს.თ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1975 წელს დაბადებულმა ვ.შ.-მ თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მცხოვრებ ს.თ.-ს, მისივე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. თავის მხრივ, ბრალდებულმა, მისივე კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვ.შ.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

ს.თ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"სად იყო საზოგადოება, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?" - გიორგი კალანდია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება

დააჯარიმეს თუ არა ბაკურიანში ბინების გაქირავებისთვის მეპატრონეები? - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტება

"თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს" - "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადება