სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზღვა ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით" - რას წერს კორონავირუსზე ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი
"ზღვა ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით" - რას წერს კორონავირუსზე ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი

ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ზე წერს, რომ­ლე­ბიც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით მხო­ლოდ სან­დო წყა­რო­ებს ეყ­რდნო­ბა.

მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძის პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"400-ზე მეტი სტა­ტია და­ი­ბეჭ­და ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე, ზღვა (დეზ)ინ­ფორ­მა­ცი­აა და ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ ვი­ცით. მოკ­ლედ შე­ვე­ცა­დე შე­მე­ჯა­მე­ბი­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი რა­ზეც იმ­დე­ნად არ გა­მახ­ვილ­და ყუ­რა­დღე­ბა. მხო­ლოდ სან­დო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ვი­საც და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

სა­ვა­რა­უ­დო მე­ქა­ნიზ­მი დად­გე­ნი­ლია - ვირუსს აქვს მა­ღა­ლი აფი­ნუ­რო­ბა ცი­ლი­სად­მი (ACE2) რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფილ­ტვის და გუ­ლის ქსო­ვილ­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი. ჰი­პო­თე­ზაა (და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი), რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ACE ინ­ჰი­ბი­ტო­რი (წნე­ვის და გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის წა­მა­ლი) უნდა შე­ჩერ­დეს.

ახა­ლი, ყვე­ლა­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი და დიდი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი ბევ­რად უფრო მცი­რეა ვიდ­რე გვე­გო­ნა, სა­შუ­ა­ლოდ 4 დღე (არა 10-14), მაგ­რამ ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში და­ფიქ­სირ­და 24 დღეც და 1 დღეც, ამი­ტომ 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი იდე­ა­ლუ­რი არ არის, თუმ­ცა ასე­თია ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ცო­მენ­და­ცია.

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ი­ყო­ფა გა­ნა­ვალ­ში და დიდი ალ­ბა­თო­ბით გა­და­ე­ცე­მა არა მხო­ლოდ ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით, არა­მედ ფო­მი­ტე­ბით (სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით), ამი­ტო­მაც არის ხე­ლე­ბის და­ბა­ნა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

ასიმპტო­მუ­რი გა­და­ცე­მა ნამ­დვი­ლად ხდე­ბა, ამა­ვე დროს ცხე­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ კვლე­ვა­ში მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტე­ბის 41% და­უ­ფიქ­სირ­და, 80% სა­ერ­თოდ უსიმპტო­მოა, ან უმ­ნიშ­ვნე­ლო სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, ამი­ტო­მაც ვირუ­სი ყო­ველ­თვის 2 ნა­ბი­ჯით წინ არის და იქ­ნე­ბა. ასე­ვე, რო­გორც ჩანს, გრი­პი­ვით სე­ზო­ნუ­რო­ბა არ ახა­სი­ათბს და დათ­ბო­ბას­თან ერ­თად არ შემ­ცირ­დე­ბა.

‼️‼️ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (CFR) თუ გა­ვა­სა­შუ­ა­ლო­ებთ ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­ნა­ცე­მებს არის 0.3-3.4% (ესეც კი გრი­პის ვირუ­სის მო­ნა­ცე­მებს აჭარ­ბებს), თუმ­ცა თუ ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებს შევ­ხე­დავთ 65 წელს ზე­მოთ, და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მეც და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც 10-14%-მდე აღ­წევს; ამი­ტო­მაც ჩვენ ასა­კო­ვან ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­ზე და მშობ­ლებ­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ რო­დე­საც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ.

ჰო­პ­კინ­სის უნი­ვე­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერთ წამ­ყვან ინ­ფექ­ცი­ურ პროგ­რა­მად ით­ვლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მხო­ლოდ ახლა ვი­ღებთ სა­ტეს­ტო მა­სა­ლას (პრო­ბებს), ყვე­ლა ანა­ლიზს ატ­ლან­ტა­ში, CDC-ში ვაგ­ზავ­ნით და 7 დღემ­დე ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს, რო­დე­საც თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბის დად­გე­ნა, ან გა­მო­რი­ცხვა, ამი­ტომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მად­ლო­ბას უნდა ვუხ­დი­დეთ

ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­კო­მენ­და­ცია (CDC) ჯერ კი­დევ N95 ნი­ღა­ბია, თუმ­ცა დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს რე­კო­მენ­და­ცი­აც შე­იც­ვლე­ბა, რად­გან არა­ვის და­უმ­ტკი­ცე­ბია, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ (ქი­რურ­გი­ულ) ნი­ღაბ­ზე უფრო მე­ტად იცავს გა­და­ცე­მის­გან. რაც შე­ე­ხე­ბა ჰოს­პიტ­ლის პერ­სო­ნალს, ნი­ღა­ბი, თვა­ლე­ბის სა­ფა­რი, ორ­მა­გი ხელ­თათ­მა­ნი და მან­ტი­აა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

ახა­ლი პრე­პა­რა­ტი, რემ­დე­სი­ვი­რი, გა­მო­ი­გო­ნეს ებო­ლას­თვის, კა­ლიტ­რა კი აივ ინ­ფექ­ცი­ის­თვის. რემ­დე­სი­ვი­რის მე­სა­მე ფა­ზის კვლე­ვა და­ი­წყო ნებ­რას­კა­ში და ჩი­ნეთ­ში, თუმ­ცა ჯერ არ ვი­ცით რამ­დე­ნად იმუ­შა­ვებს და, თუ იმუ­შა­ვებს, ფარ­თო მა­სე­ბამ­დე რო­დის მი­აღ­წევს.

ვაქ­ცი­ნა ჯერ არ გვაქვს! პირ­ვე­ლი კან­დი­და­ტი ვაქ­ცი­ნის ცდა (პირ­ვე­ლი ფაზა) მხო­ლოდ მარ­ტში და­ი­წყო და ასე­ვე დიდი ხანი და­ჭირ­დე­ბა სა­ნამ ფარ­თოდ გავ­რცელ­დე­ბა. (ყვე­ლა­ზე ცოტა 1 წლი­დან 18 თვემ­დე და­ჭირ­დე­ბა)

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა პან­დე­მისს პი­რო­ბებ­ში.

მო­დე­ლი­რე­ბულ კვლე­ვებ­ში მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა, სას­წავ­ლებ­ლე­ბის და იმ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის და­ხურ­ვა, სა­დაც ვირუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა, გა­და­ცე­მის რისკს 60% შე­ამ­ცი­რებს

მოკ­ლედ ეკო­ნო­მი­კას და პან­დე­მი­ას ერ­თად ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებს ვერც ერთი სა­ხელ­მწი­ფო; ეს ინ­ფექ­ცი­ის ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ჩვე­ნი, პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ ნე­ბის­მი­ერ ზო­მა­ზე უფრო მე­ტად მო­ახ­დენს ეპი­დე­მი­ა­ზე გავ­ლე­ნა.

ბო­ლოს, მად­ლო­ბა ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, ვინც თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობს პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. გუ­შინ პირ­ვე­ლად და­მი­ძა­ხეს შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვის სა­ნა­ხა­ვად და ვიცი, რა შეგ­რძნე­ბა აქვს ექიმს, რო­მე­ლიც სა­ი­ზო­ლა­ციო ოთახ­ში შე­დის", - წერს მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
soxumeli veterani
8

ძალიან საინტერესო პოსტია. ყველას გვფარავდეს ღმერთი!

პაციენტი
15

მოკლედ, საშველი არ არის და ნურც ელითო. ჭიპაშვილსაც კი შეშურდება ასეთი "ნუგეში". კარგად მეყოლეთ, ოპტიმისტებო!

ავტორი:

"ზღვა ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით" - რას წერს კორონავირუსზე ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი

"ზღვა ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით" - რას წერს კორონავირუსზე ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი

ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, მამუკა მაჩაიძე ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ მნიშვნელოვან დეტალებზე წერს, რომლებიც მისი ინფორმაციით მხოლოდ სანდო წყაროებს ეყრდნობა.

მამუკა მაჩაიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"400-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა ახალ კორონავირუსზე, ზღვა (დეზ)ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მოკლედ შევეცადე შემეჯამებინა მნიშვნელოვანი დეტალები რაზეც იმდენად არ გამახვილდა ყურადღება. მხოლოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ვისაც დაგაინტერესებთ:

სავარაუდო მექანიზმი დადგენილია - ვირუსს აქვს მაღალი აფინურობა ცილისადმი (ACE2) რომელიც დიდი რაოდენობით ფილტვის და გულის ქსოვილშია გამოხატული. ჰიპოთეზაა (დაუდასტურებელი), რომ დაინფიცირების შემთხვევაში ACE ინჰიბიტორი (წნევის და გულის უკმარისობის წამალი) უნდა შეჩერდეს.

ახალი, ყველაზე დალაგებული და დიდი კვლევის მიხედვით, ინკუბაციური პერიოდი ბევრად უფრო მცირეა ვიდრე გვეგონა, საშუალოდ 4 დღე (არა 10-14), მაგრამ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა 24 დღეც და 1 დღეც, ამიტომ 14 დღიანი კარანტინი იდეალური არ არის, თუმცა ასეთია ამჟამინდელი რეცომენდაცია.

ახალი კორონავირუსი დიდი რაოდენობით გამოიყოფა განავალში და დიდი ალბათობით გადაეცემა არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ ფომიტებით (საყოფაცხოვრებო ნივთებით), ამიტომაც არის ხელების დაბანა ასეთი მნიშვნელოვანი.

ასიმპტომური გადაცემა ნამდვილად ხდება, ამავე დროს ცხელება ყველაზე დიდ კვლევაში მხოლოდ პაციენტების 41% დაუფიქსირდა, 80% საერთოდ უსიმპტომოა, ან უმნიშვნელო სიმპტომები აღენიშნება, ამიტომაც ვირუსი ყოველთვის 2 ნაბიჯით წინ არის და იქნება. ასევე, როგორც ჩანს, გრიპივით სეზონურობა არ ახასიათბს და დათბობასთან ერთად არ შემცირდება.

‼️‼️ სიკვდილიანობის მაჩვენებელი (CFR) თუ გავასაშუალოებთ ყველა ქვეყნის მონაცემებს არის 0.3-3.4% (ესეც კი გრიპის ვირუსის მონაცემებს აჭარბებს), თუმცა თუ ასაკობრივ ჯგუფებს შევხედავთ 65 წელს ზემოთ, დაავადების სიმძიმეც და სიკვდილიანობაც 10-14%-მდე აღწევს; ამიტომაც ჩვენ ასაკოვან ბებია-ბაბუებზე და მშობლებზე უნდა ვიფიქროთ როდესაც თვითიზოლაციაზე ვსაუბრობთ.

ჰოპკინსის უნივესიტეტში, რომელიც ერთ-ერთ წამყვან ინფექციურ პროგრამად ითვლება ქვეყანაში, მხოლოდ ახლა ვიღებთ სატესტო მასალას (პრობებს), ყველა ანალიზს ატლანტაში, CDC-ში ვაგზავნით და 7 დღემდე ველოდებით პასუხს, როდესაც თბილისში რამდენიმე საათშია შესაძლებელი დაავადების დადგენა, ან გამორიცხვა, ამიტომ ყველა მოქალაქე ლუგარის ლაბორატორიას და შეერთებულ შტატებს მადლობას უნდა ვუხდიდეთ

ამჟამინდელი რეკომენდაცია (CDC) ჯერ კიდევ N95 ნიღაბია, თუმცა დიდი ალბათობით ეს რეკომენდაციაც შეიცვლება, რადგან არავის დაუმტკიცებია, რომ ჩვეულებრივ (ქირურგიულ) ნიღაბზე უფრო მეტად იცავს გადაცემისგან. რაც შეეხება ჰოსპიტლის პერსონალს, ნიღაბი, თვალების საფარი, ორმაგი ხელთათმანი და მანტიაა რეკომენდებული.

ახალი პრეპარატი, რემდესივირი, გამოიგონეს ებოლასთვის, კალიტრა კი აივ ინფექციისთვის. რემდესივირის მესამე ფაზის კვლევა დაიწყო ნებრასკაში და ჩინეთში, თუმცა ჯერ არ ვიცით რამდენად იმუშავებს და, თუ იმუშავებს, ფართო მასებამდე როდის მიაღწევს.

ვაქცინა ჯერ არ გვაქვს! პირველი კანდიდატი ვაქცინის ცდა (პირველი ფაზა) მხოლოდ მარტში დაიწყო და ასევე დიდი ხანი დაჭირდება სანამ ფართოდ გავრცელდება. (ყველაზე ცოტა 1 წლიდან 18 თვემდე დაჭირდება)

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სოციალური დისტანცირება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ხდება პანდემისს პირობებში.

მოდელირებულ კვლევებში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, სასწავლებლების და იმ სამუშაო ადგილების დახურვა, სადაც ვირუსი დაფიქსირდება, გადაცემის რისკს 60% შეამცირებს

მოკლედ ეკონომიკას და პანდემიას ერთად ვერ გააკონტროლებს ვერც ერთი სახელმწიფო; ეს ინფექციის ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი, პერსონალური გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ მიღებულ ნებისმიერ ზომაზე უფრო მეტად მოახდენს ეპიდემიაზე გავლენა.

ბოლოს, მადლობა ყველას, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს პაციენტებისთვის. გუშინ პირველად დამიძახეს შესაძლო შემთხვევის სანახავად და ვიცი, რა შეგრძნება აქვს ექიმს, რომელიც საიზოლაციო ოთახში შედის", - წერს მამუკა მაჩაიძე.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"