მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავარიაში დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი შვილი..." - აქამდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძის ცხოვრების შესახებ
"ავარიაში დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი შვილი..." - აქამდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძის ცხოვრების შესახებ

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან ერ­თად და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გარ­შე­მო ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და. მას აქამ­დეც იც­ნობ­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და საკ­მა­ოდ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვად იქცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. რო­გორც ცნო­ბი­ლია გამ­ყრე­ლი­ძეს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს. დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ სწო­რედ მისი ვა­ჟია ერთ-ერთ, ვინც კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და.

თუმ­ცა არის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის. მათ შო­რის ის, რომ გამ­ყრე­ლი­ძეს წლე­ბის წინ ვაჟი ავა­რი­ა­ში და­ე­ღუ­პა. მათი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი თინი დო­ლი­ძე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"დიდ­ხანს ვით­მი­ნე, დიდ­ხანს ვი­კა­ვე თავი. ათა­სი ტყუ­ილ-მარ­თა­ლი წა­ვი­კი­თხე ფბ-ზე გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბის ოჯახ­ზე და იმის გამო, რომ ზედ­მე­ტად არ და­მე­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კო­რო­ნა ვირუ­სის გამო ხალ­ხი ისე­დაც და­ზაფ­რუ­ლია, ად­გი­ლი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის სპე­კუ­ლა­ცი­ებ­სა და ჭო­რებს, გა­დავ­წყვი­ტე სა­ჯა­როდ გი­თხრათ (ჯერ ზუს­ტი ცნო­ბე­ბი ა. გამ­ყრე­ლი­ძის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნი­დან. მე­ში­ნო­და, რამე არ გა­მომ­რჩე­ნო­და):

1. ამი­რან­მა და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხემ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტი 1974 წელს. 1974-1991წწ. იყო თბი­ლი­სის სა­ხემ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის ალერ­გო­ლო­გი­ის კა­თედ­რის უფ­რო­სი ლა­ბო­რან­ტი, ასის­ტენ­ტი, დო­ცენ­ტი.

1991-1996წწ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვი­თი და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ი­სა და კვლე­ვი­თი იმუ­ნო­გე­ნე­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე; 1994-1997წწ. ჯან­დაც­ვის მარ­თვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, მი­ნის­ტრი (1995-2004). გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს შრო­მე­ბი ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ.

არის ევ­რო­პის ალერ­გი­ი­სა და კვლე­ვი­თი იმუ­ნო­ლო­გი­ის აკა­დე­მი­ის, გერ­მა­ნი­ის ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის, UCB ალერ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის (ბელ­გია) წევ­რი; სა­ქარ­თვე­ლოს ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-თავ­ჯდო­მა­რე, პრო­ფე­სო­რი (1991); ლ. საყ­ვა­რე­ლი­ძის სახ. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი;

მისი ბი­ოგ­რა­ფია შე­სუ­ლია მსოფ­ლი­ოს ალერ­გო­ლო­გი­ი­სა და კვლე­ვი­თი იმუ­ნო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის ცნო­ბარ­ში (1990) და ცნო­ბარ­ში "ვინ ვი­ნაა ქარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბა­ში" (2000).

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, ნი­კო­ლოზ და თა­მარ გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბი

2. ახლა შემ­დე­გი: 1995 წელს ამი­რანს ავა­რი­ა­ში და­ე­ღუ­პა 20 წლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი - გიგი გამ­ყრე­ლი­ძე, რ-ც ჩვენს ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და ექვს წლამ­დე და პი­რა­დად მე მაქვს მას­ზე გა­წე­უ­ლი ამა­გი. ეს ტრა­გე­დია დღემ­დე მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლია ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნის­თვის. დღეს, გი­გის ძმა, ნიკა (ნი­კუ­შა, რო­გორც ჩვენ ვე­ძა­ხით), კო­ლე­გის და­უ­დევ­რო­ბი­სა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მა­ღა­ლი თვით­შეგ­ნე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რდამ თა­ვად, თვით­დი­ნე­ბით მი­ა­შუ­რა სტა­ცი­ო­ნარს და იქ გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. კი­დევ ერთი: ამი­რა­ნის მე­უღ­ლეა მა­რი­ნა კვე­ზე­რე­ლი-კო­პა­ძე (ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი, ისიც ექი­მი), რომ­ლის მამა ავ­თან­დილ კვე­ზე­რე­ლი-კო­პა­ძე გახ­ლდათ ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რი. მის ხელ­ში მი­ლი­ო­ნამ­დე (სტა­ტის­ტი­კუ­რად, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით) ბავ­შვმა გა­ი­ა­რა და მრა­ვა­ლი მათ­გა­ნის სი­ცო­ცხლე იხ­სნა. ამი­ტომ უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ (და არ­ცერ­თი წუ­თით ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა ჩემი ფბ მე­გობ­რე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა­ში), ყვე­ლა­ნა­ი­რი ღლი­ცი­ნის, ცი­ლის­წა­მე­ბის, ჭორ-მარ­თა­ლის, ღვარ­ძლი­სა და ბოღ­მის გა­რე­შე ვუ­სურ­ვოთ ნი­კუ­შას გა­მო­ჯან­მრთე­ლებ" - წერს დო­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

მალე გამოჯამრთელებას უსურვებ 

ნანი
0

ვუსურვებ მალე გამოჯამრთელობას და კარგად ყოფნას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ავარიაში დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი შვილი..." - აქამდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძის ცხოვრების შესახებ

"ავარიაში დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი შვილი..." - აქამდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძის ცხოვრების შესახებ

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის გარშემო ინტერესი გაიზარდა. მას აქამდეც იცნობდა მთელი საქართველო და საკმაოდ დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა საზოგადოებაში, თუმცა ბოლო დღეებში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა სოციალურ ქსელში. როგორც ცნობილია გამყრელიძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. დღეს გახდა ცნობილი, რომ სწორედ მისი ვაჟია ერთ-ერთ, ვინც კორონავირუსით დაინფიცირდა.

თუმცა არის რამდენიმე ფაქტი, რის შესახებაც საზოგადოებამ არ იცის. მათ შორის ის, რომ გამყრელიძეს წლების წინ ვაჟი ავარიაში დაეღუპა. მათი ოჯახის ახლობელი თინი დოლიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ცხოვრების საინტერესო ფაქტებზე სოციალურ ქსელში წერს:

"დიდხანს ვითმინე, დიდხანს ვიკავე თავი. ათასი ტყუილ-მართალი წავიკითხე ფბ-ზე გამყრელიძეების ოჯახზე და იმის გამო, რომ ზედმეტად არ დამეძაბა სიტუაცია იმის გათვალისწინებით, რომ კორონა ვირუსის გამო ხალხი ისედაც დაზაფრულია, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის სპეკულაციებსა და ჭორებს, გადავწყვიტე საჯაროდ გითხრათ (ჯერ ზუსტი ცნობები ა. გამყრელიძის ბიოგრაფიული ლექსიკონიდან. მეშინოდა, რამე არ გამომრჩენოდა):

1. ამირანმა დაამთავრა თბილისის სახემწიფო სამედიცინო სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1991წწ. იყო თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი.

1991-1996წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კვლევითი იმუნოგენეტიკის განყოფილების გამგე; 1994-1997წწ. ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრი (1995-2004). გამოქვეყნებული აქვს შრომები ჯანდაცვის ორგანიზაციის, სამედიცინო განათლებისა და მეცნიერებათა აქტუალურ საკითხებსა და საქართველოს ჯანდაცვის განვითარების შესახებ.

არის ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის, გერმანიის ალერგიისა და იმუნოლოგიის საზოგადოების, UCB ალერგიის ინსტიტუტის (ბელგია) წევრი; საქართველოს ალერგიისა და იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-თავჯდომარე, პროფესორი (1991); ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი;

მისი ბიოგრაფია შესულია მსოფლიოს ალერგოლოგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის ასოციაციის ცნობარში (1990) და ცნობარში "ვინ ვინაა ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში" (2000).

ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები, ნიკოლოზ და თამარ გამყრელიძეები

2. ახლა შემდეგი: 1995 წელს ამირანს ავარიაში დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი შვილი - გიგი გამყრელიძე, რ-ც ჩვენს ოჯახში იზრდებოდა ექვს წლამდე და პირადად მე მაქვს მასზე გაწეული ამაგი. ეს ტრაგედია დღემდე მოუშუშებელი ტკივილია ყოველი ჩვენთაგანისთვის. დღეს, გიგის ძმა, ნიკა (ნიკუშა, როგორც ჩვენ ვეძახით), კოლეგის დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის გამო ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

მაღალი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდამ თავად, თვითდინებით მიაშურა სტაციონარს და იქ გადის მკურნალობას. კიდევ ერთი: ამირანის მეუღლეა მარინა კვეზერელი-კოპაძე (ჩემი დეიდაშვილი, ისიც ექიმი), რომლის მამა ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე გახლდათ ცნობილი პედიატრი. მის ხელში მილიონამდე (სტატისტიკურად, პირდაპირი მნიშვნელობით) ბავშვმა გაიარა და მრავალი მათგანის სიცოცხლე იხსნა. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ (და არცერთი წუთით ეჭვიც არ მეპარება ჩემი ფბ მეგობრების ადამიანურობაში), ყველანაირი ღლიცინის, ცილისწამების, ჭორ-მართალის, ღვარძლისა და ბოღმის გარეშე ვუსურვოთ ნიკუშას გამოჯანმრთელებ" - წერს დოლიძე.

17 მაისს სასულიერო პირები ხატებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და მოსახლეობას დალოცავენ - საპატრიარქო

ბათუმში კორონავირუსისგან 80 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა

"ჩემი ცხოვრება ერთხელ უკვე გაჩერდა 1995 წელს და დავაბრუნებდი მანამდე პერიოდს" - ამირან გამყრელიძე