Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფექციური საავადმყოფოში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება - თენგიზ ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, ბოლო დღე­ებ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა.

„ბოლო დღე­ებ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა. დღეს ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა - 50 პა­ცი­ენ­ტი წევს. მათ­გან 18-ის პა­სუ­ხი უკვე მო­ვი­და და უარ­ყო­ფი­თია. ასე, რომ 18 პა­ცი­ენ­ტი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ტო­ვებს კლი­ნი­კას და წავ­ლენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, ან კა­რან­ტინ­ში. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა კლი­ნი­კა­ში გვაქვს 11. ამ პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან ორი და­ინ­ფი­ცირ­და ირან­ში, და­ნარ­ჩე­ნი - იტა­ლი­ა­ში, ხოლო ბოლო ორი პა­ცი­ენ­ტი იტა­ლი­ა­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად.

მდგო­მა­რე­ო­ბა ერთი პა­ცი­ენ­ტის არის სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, მას აქვს ორ­მხრი­ვი სე­რი­ო­ზუ­ლი პლევ­მო­ნია და უტარ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ არის, ჩვე­ნი სი­ფხიზ­ლე და ყუ­რა­დღე­ბა გა­მარ­თლდა, ეს პა­ცი­ენ­ტი მარ­თლაც სა­ჭი­რო­ებს სე­რი­ო­ზულ ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა, ამ პა­ცი­ენტს არ აქვს ის ნიშ­ნე­ბი და ორ­გა­ნო­თა ფუნ­ქცი­ის მხრივ ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თოდ ით­ვლე­ბა. მის სი­ცო­ცხლეს ამ­ჟა­მად არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე შემ­თხვე­ვი­სა, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს პა­ცი­ენ­ტი გა­ნი­კურ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ინფექციური საავადმყოფოში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება.

როგორც თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა.

„ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. დღეს ჩვენთან პაციენტების რეკორდული რაოდენობა - 50 პაციენტი წევს. მათგან 18-ის პასუხი უკვე მოვიდა და უარყოფითია. ასე, რომ 18 პაციენტი უახლოეს პერიოდში დატოვებს კლინიკას და წავლენ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში. დადასტურებული შემთხვევა კლინიკაში გვაქვს 11. ამ პაციენტებიდან ორი დაინფიცირდა ირანში, დანარჩენი - იტალიაში, ხოლო ბოლო ორი პაციენტი იტალიაში დაინფიცირებულებთან კონტაქტის შედეგად.

მდგომარეობა ერთი პაციენტის არის საშუალო სიმძიმის, მას აქვს ორმხრივი სერიოზული პლევმონია და უტარდება სერიოზული მკურნალობა. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის, ჩვენი სიფხიზლე და ყურადღება გამართლდა, ეს პაციენტი მართლაც საჭიროებს სერიოზულ ყურადღებას, თუმცა, ამ პაციენტს არ აქვს ის ნიშნები და ორგანოთა ფუნქციის მხრივ ის დაზიანებები, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოდ ითვლება. მის სიცოცხლეს ამჟამად არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად მძიმე შემთხვევისა, ვიმედოვნებ, რომ ეს პაციენტი განიკურნება”, - განაცხადა ცერცვაძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"