მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე
"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ხა­შურ­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ მ.ლ. - ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 5 მარტს, მ.ლ-მ გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, გენ­დე­რის ნიშ­ნით, გულ­მკერ­დი­სა და მუც­ლის არე­ში, ასე­ვე სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში, დანა არა­ერ­თხელ და­არ­ტყა ყო­ფილ მე­უღ­ლეს ს.ჩ-ს, რო­მელ­მაც გაქ­ცე­ვა შეძ­ლო.

"მ.ლ, ვი­ნა­ი­დან გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და ს.ჩ-ს მოკ­ვლა, და­ე­წია მას და კვლავ მი­ა­ყე­ნა და­ნით მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა პი­რებ­მა მ.ლ.-ს გა­აგ­დე­ბი­ნეს დანა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც მას დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვით შე­უ­ნარ­ჩუნ­და სი­ცო­ცხლე.

მ.ლ-ს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ, გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 19,109 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "დ" პრი­მა და "ვ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ხა­შურ­ში მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ქუ­ჩა­ში დაჭ­რა. 24 წლის სა­ლო­მე ჩი­ქო­ვა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა. დაჭ­რის მო­მენ­ტში ახალ­გაზ­რდა ქალი დე­დას­თან ერ­თად მი­დი­ო­და ქუ­ჩა­ში.

რა დრო­საც მე­უღ­ლეს შეხ­ვდა და შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­დათ გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა ქალი დაჭ­რა. ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
7

და რანაირად უნდა იყის 17 წელი საკმარისი? რომ გამოვიდეს და მერე მოკლას? მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა უნდა ისჯებოდეს სამუდამო პატიმრობით !

ZA-RI
10

უნდა იყოს სიკვდილით დასჯა მერე ისწავლიან ჭკუას,ახლა იმედი აქვთ, ან შეწყალება მოუწევთ ან ამნისტია და გათავხედდნენ, დანით საერთოდ რატომ უნდა დადიოდნენ, ერთ ორს რომ დასჯიან მერე ალბათ გაჩერდებიან

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მ.ლ. - ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 5 მარტს, მ.ლ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გენდერის ნიშნით, გულმკერდისა და მუცლის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანა არაერთხელ დაარტყა ყოფილ მეუღლეს ს.ჩ-ს, რომელმაც გაქცევა შეძლო.

"მ.ლ, ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა ს.ჩ-ს მოკვლა, დაეწია მას და კვლავ მიაყენა დანით მრავლობითი დაზიანება. შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მ.ლ.-ს გააგდებინეს დანა, დაზარალებული კი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დროული სამედიცინო ჩარევით შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

მ.ლ-ს წარედგინა ბრალდება ყოფილი მეუღლის მიმართ, გენდერის ნიშნით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109 მუხლის მეორე ნაწილის "დ" პრიმა და "ვ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ხაშურში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ქუჩაში დაჭრა. 24 წლის სალომე ჩიქოვანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაჭრის მომენტში ახალგაზრდა ქალი დედასთან ერთად მიდიოდა ქუჩაში.

რა დროსაც მეუღლეს შეხვდა და შელაპარაკება მოუვიდათ განქორწინების საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მამაკაცმა ქალი დაჭრა. ბრალდებული პოლიციამ ადგილზე დააკავა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს

გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა