პარტნიორები:
    ავტორი:

    "უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს" - ამირან გამყრელიძე დაინფიცირებულთა შესახებ

    "უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს" - ამირან გამყრელიძე დაინფიცირებულთა შესახებ

    ინფიცირებული 12 შემთხვევიდან უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს და ორია დაკავშირებული ირანში მოგზაურობის ისტორიასთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც იტალიიდან ჩამოსულ ხალხთან ჰქონდა კონტაქტი.

    "30 იანვრიდან მოყოლებული, ჩვენთან იყო 319 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას. დღევანდელი მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა. გუშინ ლუგარში გამოკვლეული იყო 39 შემთხვევა და აქედან 3 შემთხვევა არის დადებითი. ამ 12 შემთხვევის უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს, ხოლო 2 დაკავშირებულია ირანში მოგზაურობის ისტორიასთან. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით შესწავლილია 76 ადამიანი და 50 - ის შესწავლა მიმდინარეობს" - განაცხადა გამყრელიძემ.

    მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი იტალიიდან შემომავალი ჩვენი თანამემამულეები ან იტალიელი ტურისტები გახლავთ.

    "ჩვენ სამყაროს ნაწილი ვართ, ამიტომ ეს არ უნდა იყოს მოულოდნელი. ყველა ბრიფინგზე ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ შემთხვევების მატება გვექნება. მთავარია, მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ასევე, მთავარია, რაც შეიძლება მალე დავსვათ დიაგნოზი, გამოვიკვლიოთ ინფიცირებულები, დავეხმაროთ მათ და მეორე მხრივ, აქტიურად ვეძიოთ კონტაქტები. ახლა ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კონტაქტების იდენტიფიცირება და ამაში თავად მოსახლეობა უნდა მოგვეხმაროს. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელია იტალიიდან შემომავალი ჩვენი თანამემამულეები ან იტალიელი ტურისტები,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

    მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

    დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

    "მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"