ავტორი:

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა - საქართველოში დაინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა - საქართველოში დაინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.gov.ge-ზე ვრცელდება. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 42.

ცნობისთვის, მანამდე საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა იყო დადასტურებული. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილს ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამონდინარე რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონა ვირუსით.

შესაბამისად გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია, ( მხოლოდ ხუთშაბათს 05/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად:) მიუხედავად იმისა რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამოდენიმე მიზეზით:

1. მიმაჩნია რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.დარწმუნებული ვარ რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას" - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"