Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს - სპეციალისტების პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე
როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს - სპეციალისტების პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

მსოფ­ლიო ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის. ვირუ­სის კერა ჩი­ნე­თის ქა­ლა­ქი უხა­ნია, სა­ი­და­ნაც ის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­და. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ და­ინ­ფი­ცირ­და.

კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა მათ­გან ძა­ლი­ან ბევ­რი უბ­რა­ლოდ მი­თია.

ახალ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი შე­კი­თხვა ჩნდე­ბა. AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს, რო­მე­ლიც stopcov.gov.ge-ს მი­ხედ­ვით მო­ვამ­ზა­დეთ:

  • რო­გო­რია კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი და რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს?

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი ძი­რი­თა­დად ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით, ხვე­ლი­თა და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბით,თუმ­ცა შე­საძ­ლოა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს უსიმპტო­მო­დაც.მი­მარ­თეთ ოჯა­ხის ექიმს თუ: გაქვთ ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა,სურ­დო, მაგ­რამ ამას­თან: არ გიმოგ­ზა­უ­რი­ათ ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე არ გქო­ნი­ათ კონ­ტაქ­ტი და­ა­ვა­დე­ბულ და/ან მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ პირ­თან.

ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს უნდა მი­მარ­თოთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ: ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რობ­დით ვირუ­სის მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის ქვეყ­ნებ­ში და და­გი­ფიქ­სირ­დათ ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.5 და მეტი, ხვე­ლა,სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა; ან, არ და­გი­ფიქ­სირ­დათ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია, მაგ­რამ გაქვთ სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ის სხვა ნიშ­ნე­ბი და ამას­თან, ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმოგ­ზა­უ­რეთ ან/და გქონ­დათ კონ­ტაქ­ტი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ პირ­თან;მო­ქალ­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ ოჯა­ხის ექი­მის 24-სა­ა­თი­ა­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ით. მათ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან 112 გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს.

  • რო­გორ გა­და­ე­ცე­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი ადა­მი­ანს?

კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ცე­მა ძი­რი­თა­დად ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ან­თან ახლო კონ­ტაქ­ტით, გა­და­ე­ცე­მა ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით.

  • გა­და­ე­ცე­მა თუ არა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ამა­ნათ­თან შე­ხე­ბით?

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ამა­ნათ­თან შე­ხე­ბით გა­და­დე­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

  • რა­ტომ არის ქვე­ყა­ნა­ში პირ­ბა­დე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი და რა­ტომ გა­ი­ზარ­და მისი ფასი?

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო გაზ­რდი­ლია მო­თხოვ­ნა პირ­ბა­დე­ებ­ზე, რა­მაც მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­იწ­ვია დე­ფი­ცი­ტი­სა და ფა­სის პრობ­ლე­მა. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს.

  • რო­გორ ხდე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნოს­ტი­კა და რა ღირს?

სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ტეს­ტი (ანა­ლი­ზი ) ტარ­დე­ბა , თუ ექი­მის მიერ ინ­ფექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ზე გაჩ­ნდე­ბა ეჭვი. ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე, სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო კვლე­ვე­ბი მათ შო­რის სპე­ცი­ფი­კუ­რი სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ.

  • გა­ი­ცე­მა თუ არა ცნო­ბა იზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი პი­რის­თვის სამ­სა­ხურ­ში წარ­სად­გე­ნად?

თუ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პირი და­საქ­მე­ბუ­ლია, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, ასეთ პი­რებ­ზე, მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გას­ცეს სა­ა­ვად­მყო­ფოს ფურ­ცლის ტოლ­ფა­სი ცნო­ბა.

  • რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბია მიჩ­ნე­უ­ლი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნე­ბად?

ამ ეტაპ­ზე ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნე­ბია ჩი­ნე­თი, ირა­ნი, იტა­ლია, სამ­ხრეთ კო­რეა.

  • რო­გო­რია ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად?

ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია: ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა; სა­ხე­ზე/ თვალ­ში / პირ­ზე ხე­ლის შე­ხე­ბის­გან თავი არი­დე­ბა; ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა; ხვე­ლი­სა და ცე­მი­ნე­ბის ეტი­კე­ტის დაც­ვა; ქუ­ჩა­ში ცხო­ვე­ლებ­თან ახლო, და­უც­ვე­ლი კონ­ტაქ­ტის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა.

ასე­ვე კო­რო­ნავ­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­სუ­ხობს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი და ის პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ახალ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით:

სა­ჭი­როა თუ არა შე­ნო­ბე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია?

"კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ე­ცე­მა წვე­თე­ბის გზით, ძი­რი­თა­დად პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტით, ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დეს წვე­თე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბულ ზე­და­პი­რებ­თან შე­ხე­ბის შე­დე­გა­დაც. შე­სა­ბა­მი­სად, ზე­და­პი­რე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა, ვირუ­სი ზე­და­პი­რებ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ათს (უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თად რამ­დე­ნი­მე დღეს) ძლებს, ამი­ტომ, ისე­თი შე­ნო­ბე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბის მუდ­მი­ვი ნა­კა­დი არ არის, ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მა­გა­ლი­თად, ამ­ჟა­მად და­კე­ტი­ლი სკო­ლე­ბის და ბა­ღე­ბის, სა­დაც ბავ­შვე­ბი მი­ნი­მუმ 16 მარ­ტამ­დე არ შევ­ლენ, იქამ­დე კი ვირუ­სი ვერც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ დარ­ჩე­ბა ზე­და­პი­რებ­ზე.

ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ზე­და­პი­რე­ბი ჯერ მე­ქა­ნი­კუ­რად უნდა გა­იწ­მინ­დოს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­შორ­დეს ნა­წი­ლა­კე­ბი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­მუ­შავ­დეს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის ქარ­ხნუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხსნა­რე­ბი, 70 გრა­დუ­სი­ა­ნი სპირ­ტიც ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს ვირუ­სის გა­სა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფად (ზე­და­პი­რებ­ზე, და არა და­სა­ლე­ვად, რო­გორც ეს ზო­გი­ერ­თმა გა­ი­გო".

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სით ხე­ლახ­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბა?

"ზო­გა­დად, სა­სუნ­თქი გზე­ბის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ხე­ლახ­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იგი­ვე ვირუ­სით, თუმ­ცა, თუნ­დაც ხან­მოკ­ლე იმუ­ნი­ტე­ტი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ხოლ­მე. ამი­ტომ იგი­ვე სე­ზონ­ზე ხე­ლახ­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბა, რო­გორც წესი, არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.რაც შე­ე­ხე­ბა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ჩი­ნეთ­ში რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენტს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის და სტა­ცი­ო­ნა­რი­დან გა­წე­რის შემ­დეგ ხე­ლახ­ლა აღ­მო­აჩ­ნდა ვირუ­სი, ეს შე­იძ­ლე­ნა იმით აიხ­სნას, რომ ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი ბო­ლომ­დე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვნენ, თუმ­ცა ვირუ­სის და­ბა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გამო არ იყო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გან­სა­ზღვრა­დი და გან­ვი­თარ­და რე­ცი­დი­ვი (ანუ იგი­ვე ინ­ფე­ცი­ის ხე­ლა­ხა­ლი აღ­მავ­ლო­ბა".

????????????
1

ეგებ მქონდა მქონდა კონტაქტი დაავადებულთან? ეხლა ის ტიპი, გამყრელიძეს ვინც გადასდო, ეგებ ვიცნობ და სუპერმარკეტში გვერდით მედგა? ან რამდენი აცემინა და ახველა ლიფტში, იცის ვინმემ? სიცხიანმარომ იარა ქალაქში მაგ უსინდისომ, ვინმემ იცოდა დამოერიდებოდა???? მორჩა რააა...მაგ ერთი დეგენერატის გამო კონტროლიდან გავა სიტუაცია. დსაჭერი არაა? განზრახ გააკეთა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს - სპეციალისტების პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს - სპეციალისტების პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსს ებრძვის. ვირუსის კერა ჩინეთის ქალაქი უხანია, საიდანაც ის არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. მათი უმრავლესობა იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაინფიცირდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა მათგან ძალიან ბევრი უბრალოდ მითია.

ახალ ვირუსთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა ჩნდება. AMBEBI.GE გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხებს, რომელიც stopcov.gov.ge-ს მიხედვით მოვამზადეთ:

  • როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

ახალი კორონავირუსის სიმპტომები ძირითადად ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, ხველითა და სუნთქვის გაძნელებით,თუმცა შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ: გაქვთ ტემპერატურა, ხველა,სურდო, მაგრამ ამასთან: არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან.

ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ: ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 და მეტი, ხველა,სუნთქვის გაძნელება; ან, არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან;მოქალქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის 24-საათიანი სატელეფონო კონსულტაციით. მათ სამედიცინო დაწესებულებასთან 112 გადაამისამართებს.

  • როგორ გადაეცემა კორონავირუსი ადამიანს?

კორონავირუსის გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.

  • გადაეცემა თუ არა ახალი კორონავირუსი ამანათთან შეხებით?

ახალი კორონავირუსის ამანათთან შეხებით გადადება არ დაფიქსირებულა.

  • რატომ არის ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი და რატომ გაიზარდა მისი ფასი?

ახალი კორონავირუსის გამო გაზრდილია მოთხოვნა პირბადეებზე, რამაც მსოფლიოში გამოიწვია დეფიციტისა და ფასის პრობლემა. მიმდინარეობს სამუშაოები, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.

  • როგორ ხდება ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკა და რა ღირს?

სადიაგნოსტიკო ტესტი (ანალიზი ) ტარდება , თუ ექიმის მიერ ინფექციის არსებობაზე გაჩნდება ეჭვი. ახალ კორონავირუსზე, სადიაგნოსტიკო კვლევები მათ შორის სპეციფიკური სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

  • გაიცემა თუ არა ცნობა იზოლაციაში მყოფი პირისთვის სამსახურში წარსადგენად?

თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.

  • რომელი ქვეყნებია მიჩნეული ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად?

ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა.

  • როგორია ზოგადი რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად?

ძირითადი რეკომენდაციებია: ხელების ხშირი დაბანა; სახეზე/ თვალში / პირზე ხელის შეხებისგან თავი არიდება; ჰიგიენის დაცვა; ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა; ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება.

ასევე კორონავრუსთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს სოციალურ ქსელში პასუხობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და ის პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ახალ ვირუსთან დაკავშირებით:

საჭიროა თუ არა შენობების დეზინფექცია?

"კორონავირუსი გადაეცემა წვეთების გზით, ძირითადად პირდაპირი კონტაქტით, ადამიანიდან ადამიანზე, თუმცა შესაძლებელია ინფიცირება მოხდეს წვეთებით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხების შედეგადაც. შესაბამისად, ზედაპირების დეზინფექცია მნიშვნელოვანია. თუმცა, ვირუსი ზედაპირებზე რამდენიმე საათს (უკიდურესად იშვიათად რამდენიმე დღეს) ძლებს, ამიტომ, ისეთი შენობების დეზინფექცია, სადაც ადამიანების მუდმივი ნაკადი არ არის, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგალითად, ამჟამად დაკეტილი სკოლების და ბაღების, სადაც ბავშვები მინიმუმ 16 მარტამდე არ შევლენ, იქამდე კი ვირუსი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩება ზედაპირებზე.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზედაპირები ჯერ მექანიკურად უნდა გაიწმინდოს, რომ მაქსიმალურად მოშორდეს ნაწილაკები და მხოლოდ ამის შემდეგ დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებებით.ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელი არ არის ქარხნულად დამზადებული ხსნარები, 70 გრადუსიანი სპირტიც ძალიან კარგად მუშაობს ვირუსის გასაუვნებელყოფად (ზედაპირებზე, და არა დასალევად, როგორც ეს ზოგიერთმა გაიგო".

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით ხელახლა ინფიცირება?

"ზოგადად, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია ხელახლა ინფიცირების შესაძლებლობა იგივე ვირუსით, თუმცა, თუნდაც ხანმოკლე იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში გამომუშავდება ხოლმე. ამიტომ იგივე სეზონზე ხელახლა ინფიცირება, როგორც წესი, არ არის დამახასიათებელი.რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ ჩინეთში რამდენიმე პაციენტს გამოჯანმრთელების და სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ხელახლა აღმოაჩნდა ვირუსი, ეს შეიძლენა იმით აიხსნას, რომ ეს პაციენტები ბოლომდე გამოჯანმრთელებულები არ იყვნენ, თუმცა ვირუსის დაბალი კონცენტრაციის გამო არ იყო ლაბორატორიულად განსაზღვრადი და განვითარდა რეციდივი (ანუ იგივე ინფეციის ხელახალი აღმავლობა".

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"