ავტორი:

"ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი უბრალოდ გაქრება ზაფხულში" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი

"ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი უბრალოდ გაქრება ზაფხულში" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი

ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა კორონავირუსმა შეწყვიტოს გავრცელება ზაფხულის თბილ თვეებში.

რაიანის თქმით, ჯერ არ იციან რა ქცევა ექნება ვირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში.

"ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს ექნება გავრცელების შესძლებლობა",-განაცხადა მან.

მან ასევე დაამატა: ”ცრუ იმედია იმის თქმა, რომ დიახ, ის უბრალოდ გაქრება ზაფხულში, გრიპის ვირუსის მსგავსად ... ახლა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ასე მოხდება”.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"