მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 სახეობის აჯიკასა და საწებელში საშიში საღებავი "სუდან 1" აღმოჩნდა - შემოწმების შედეგები
3 სახეობის აჯიკასა და საწებელში საშიში საღებავი "სუდან 1" აღმოჩნდა - შემოწმების შედეგები

თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი 36 და­სა­ხე­ლე­ბის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტი­დან 3 ნი­მუშ­ში სა­ღე­ბა­ვი "სუ­დან 1" აღ­მოჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სტა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი" - momxmarebeli.ge ავ­რცე­ლებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, პრო­დუქ­ტე­ბი გერ­მა­ნი­ის ლა­ბო­რა­ტო­რია "ევრო­ფინსში" შე­მოწ­მდა. შე­მოწ­მდა სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ზღვარ­გა­რეთ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია: წი­თე­ლი წი­წა­კა, აჯი­კა, ტყე­მა­ლი, ტო­მა­ტის სა­წე­ბე­ლი, ტო­მატ­პას­ტა, კეტ­ჩუ­პი.

შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად "სუ­და­ნის" ჯგუ­ფის სა­ღე­ბა­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდა "ხა­თოს აფხა­ზუ­რი აჯი­კა­ში", waimespices-ის აჯი­კა­სა და "სუპ­რე­მოს" ტო­მა­ტის სა­წე­ბელ­ში. სა­მი­ვე პრო­დუქ­ტი შე­სა­მოქ­მებ­ლად "გუდ­ვი­ლი­დან" წა­ი­ღეს.

"სურ­სათ­ში "სუ­და­ნის" ჯგუ­ფის სა­ღე­ბა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე­წარ­მე­თა ნა­წი­ლი მათ მა­ინც იყე­ნებს პრო­დუქ­ტი­სათ­ვის მო­წი­თა­ლო შე­ფე­რი­ლო­ბის მი­სა­ცე­მად. ამ სა­ღე­ბა­ვე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი მოხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მე­ტად სა­ზი­ა­ნოა, ვი­ნა­ი­დან ხელს უწყობს სიმ­სივ­ნის წარ­მოქ­მნა­სა და გე­ნე­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბას.

ანა­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა 2019 წლის ზა­ფხულ­შიც ჩა­ვა­ტა­რეთ, რის შე­დე­გა­დაც არა­საკ­ვე­ბი სა­ღე­ბა­ვე­ბი 42 ნი­მუ­ში­დან 6-ში აღ­მოჩ­ნდა (იხი­ლეთ ბმუ­ლი). სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ (სეს) ჩვენს მიერ გა­მოკ­ვლე­უ­ლი სურ­სა­თის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო წყა­როდ წი­თე­ლი წი­წა­კა მი­იჩ­ნია, რო­მე­ლიც ამ პრო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი ინ­გრე­დი­ენ­ტი იყო. წი­თე­ლი წი­წა­კის მიმ­წო­დებ­ლებ­თან სეს-მა ნი­მუ­შე­ბი აიღო და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გა­მო­იკ­ვლია, რის შე­დე­გა­დაც 10-დან 9 ნი­მუშ­ში სუ­და­ნის ჯგუ­ფის სა­ღე­ბა­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდა. აქე­დან 7 ნი­მუ­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იყო, ხოლო 2-ის წარ­მო­მავ­ლო­ბა ვერ დად­გინ­და.

სურ­სა­თის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბი გა­მო­თხო­ვილ იქნა ბაზ­რი­დან და მათი გა­ყიდ­ვა აიკ­რძა­ლა. ამა­ვე დროს, საფრ­თხის შე­სამ­ცი­რებ­ლად, სეს-მა გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა წი­თე­ლი წი­წა­კის იმ­პორ­ტის გამ­კაც­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბი­დან) წი­თე­ლი წი­წა­კის (დაფ­ქუ­ლი, დამ­სხვრე­უ­ლი) იმ­პორ­ტი­სას თი­თო­ე­ულ პარ­ტი­ას თან უნდა ახ­ლდეს შე­სა­ბა­მი­სი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გა­მოც­დის ოქმი, სუ­და­ნის ჯგუ­ფის სა­ღე­ბა­ვე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გით. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სურ­სა­თის პარ­ტია ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ და­იშ­ვე­ბა. ბრძა­ნე­ბა 2019 წლის 3 ოქ­ტომ­ბრი­დან შე­ვი­და ძა­ლა­ში (და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის იხი­ლეთ ბმუ­ლი).

ჩვე­ნი მო­რი­გი კვლე­ვის შე­დე­გად, ირ­კვე­ვა, რომ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­და­ნით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სურ­სა­თის გა­ყიდ­ვის აღ­საკ­ვე­თად. დარ­ღვე­ვე­ბის სრუ­ლი გა­მო­რი­ცხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ამ მცი­რე მას­შტა­ბის კვლე­ვის შე­დე­გად, 3 ნი­მუშ­ში სუ­დან 1-ის აღ­მო­ჩე­ნა სა­ყუ­რა­დღე­ბოა. იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო კვლავ ეც­დე­ბა პრო­დუქ­ტე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო­ე­ბის მოკ­ვლე­ვას და სა­თა­ნა­დო ზო­მებს გა­ა­ტა­რებს პრობ­ლე­მის და­საძ­ლე­ვად, რა­საც ჩვენ მო­მა­ვალ­შიც მი­ვა­დევ­ნებთ თვალს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში... იხი­ლეთ შე­მოწ­მე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბის სია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რ ე ა ლ ო ბ ა
0

ს უ პ რ ე მ ო ს აღარ ვყიდულობთ არავიიიინ (ყველაზე გავრცრლებული მაინც ესაა) ვის წამლავენ ეგ უნამუსოები......... მაგ ფირმის აღარაფერს ვიყიდი, სადაც აჯიკაა საწამლავი იქ სხვა რამეებიც იქნება. კარგიააააააა ასე სახელწოდებით გამოაქვეყნეთ ხოლმე რომ ვიცოდეთ ვინ გვწამლავს და კომპანიებმაც რო იფიქრონ თუ საწამლავს გაურევენ ხალხს ვეღარ მოგვატყუებენ

თბილისელი
0

გამოუწერეთ ახლა 50 ლარი ჯარიმა . . .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

3 სახეობის აჯიკასა და საწებელში საშიში საღებავი "სუდან 1" აღმოჩნდა - შემოწმების შედეგები

3 სახეობის აჯიკასა და საწებელში საშიში საღებავი "სუდან 1" აღმოჩნდა - შემოწმების შედეგები

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 36 დასახელების სასურსათო პროდუქტიდან 3 ნიმუშში საღებავი "სუდან 1" აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას "სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" - momxmarebeli.ge ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, პროდუქტები გერმანიის ლაბორატორია "ევროფინსში" შემოწმდა. შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.

შემოწმების შედეგად "სუდანის" ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა "ხათოს აფხაზური აჯიკაში", waimespices-ის აჯიკასა და "სუპრემოს" ტომატის საწებელში. სამივე პროდუქტი შესამოქმებლად "გუდვილიდან" წაიღეს.

"სურსათში "სუდანის" ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.

ანალოგიური კვლევა 2019 წლის ზაფხულშიც ჩავატარეთ, რის შედეგადაც არასაკვები საღებავები 42 ნიმუშიდან 6-ში აღმოჩნდა (იხილეთ ბმული). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა.

სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული).

ჩვენი მორიგი კვლევის შედეგად, ირკვევა, რომ გატარებული ღონისძიებები ჯერჯერობით არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ამ მცირე მასშტაბის კვლევის შედეგად, 3 ნიმუშში სუდან 1-ის აღმოჩენა საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად, რასაც ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალს" - ნათქვამია ინფორმაციაში... იხილეთ შემოწმებული ნიმუშების სია სრულად

გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია

"კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა" - თენგიზ ცერცვაძე

"შემოწმების მომენტში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ევექსი" კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე