მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთის პორტში ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის ყველა წევრს ნაპირთან კავშირი აეკრძალა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება
ფოთის პორტში ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის ყველა წევრს ნაპირთან კავშირი აეკრძალა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

ფო­თის ნავ­სად­გურ­ში შე­სუ­ლი მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გე­მის ეკი­პა­ჟის წევ­რებს ფოთ­ში ხმე­ლეთ­ზე გა­დას­ვლა აეკ­რძა­ლათ, ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ერთ-ერთ მე­ზღვა­ურს აღე­ნიშ­ნე­ბო­და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, გემ­ზე ავი­და სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ექი­მი სა­ჭი­რო ეკი­პი­რე­ბით, რო­მელ­მაც გა­სინ­ჯა მე­ზღვა­უ­რი.

"6 მარტს, დი­ლის სა­ა­თებ­ში ფო­თის ნავ­სად­გურ­ში შე­მო­ვი­და მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი მშრალტვირ­თმზი­დი თ/მ ”IBERIAN BULKER”. გემ­მა 14 თე­ბერ­ვალს და­ტო­ვა ტუ­ნი­სის ნავ­სად­გუ­რი ბი­ზერ­ტა. COVID-19 კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნავ­სად­გურ­ში გამ­კაც­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ნავ­სად­გურ­ში შე­მოს­ვლამ­დე 48 სა­ა­თით ადრე კა­პიტ­ნის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი იქნა ინ­ფორ­მა­ცია ეკი­პა­ჟის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ერთ-ერთ მე­ზღვა­ურს 5 თე­ბერ­ვლი­დან აღე­ნიშ­ნე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. ეს მე­ზღვა­უ­რი 2019 წლის 22 ივ­ნი­სი­დან იმ­ყო­ფე­ბა გემ­ზე.

ამას­თან, წინა ნავ­სად­გუ­რის და­ტო­ვე­ბის დრო­საც, 14 თე­ბერ­ვალს ჩა­უ­ტარ­და სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა და ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი არ იქნა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წი­ნას­წარ იქნა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბამ მო­ახ­დი­ნა კო­ორ­დი­ნი­რე­ბა. დი­ლის 10:10 სა­ათ­ზე გემ­ზე ავი­და სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ექი­მი სა­ჭი­რო ეკი­პი­რე­ბით, რო­მელ­მაც გა­სინ­ჯა მე­ზღვა­უ­რი და მისი გან­მარ­ტე­ბით სიმპტო­მე­ბი არ იძ­ლე­ვა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბას. პა­ცი­ენტს და­ე­ნიშ­ნა მკურ­ნა­ლო­ბა და აეკ­რძა­ლა ხმე­ლეთ­თან კავ­ში­რი. სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­და ასე­ვე ეკი­პა­ჟის და­ნარ­ჩენ 19 წევ­რს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ვი­თა­რი სიმპტო­მი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ, ეკი­პა­ჟის ყვე­ლა წევ­რს აეკ­რძა­ლა ნა­პირ­თან კავ­ში­რი და შე­სა­ბა­მი­სად გე­მის ეკი­პა­ჟის არც ერთი წევ­რი არ და­ტო­ვებს გემს",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

ფოთის პორტში ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის ყველა წევრს ნაპირთან კავშირი აეკრძალა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

ფოთის პორტში ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის ყველა წევრს ნაპირთან კავშირი აეკრძალა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

ფოთის ნავსადგურში შესული მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრებს ფოთში ხმელეთზე გადასვლა აეკრძალათ, ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთ მეზღვაურს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, გემზე ავიდა საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური სამსახურის ექიმი საჭირო ეკიპირებით, რომელმაც გასინჯა მეზღვაური.

"6 მარტს, დილის საათებში ფოთის ნავსადგურში შემოვიდა მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი თ/მ ”IBERIAN BULKER”. გემმა 14 თებერვალს დატოვა ტუნისის ნავსადგური ბიზერტა. COVID-19 კორონავირუსთან დაკავშირებით, ნავსადგურში გამკაცრებული წესების შესაბამისად, ნავსადგურში შემოსვლამდე 48 საათით ადრე კაპიტნის მიერ მოწოდებული იქნა ინფორმაცია ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთ მეზღვაურს 5 თებერვლიდან აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. ეს მეზღვაური 2019 წლის 22 ივნისიდან იმყოფება გემზე.

ამასთან, წინა ნავსადგურის დატოვების დროსაც, 14 თებერვალს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ იქნა დადასტურებული. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაცია წინასწარ იქნა დამუშავებული და ყველა შესაბამისმა უწყებამ მოახდინა კოორდინირება. დილის 10:10 საათზე გემზე ავიდა საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური სამსახურის ექიმი საჭირო ეკიპირებით, რომელმაც გასინჯა მეზღვაური და მისი განმარტებით სიმპტომები არ იძლევა ახალი კორონავირუსის დიაგნოზის დასმის საშუალებას. პაციენტს დაენიშნა მკურნალობა და აეკრძალა ხმელეთთან კავშირი. სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ასევე ეკიპაჟის დანარჩენ 19 წევრს. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ, ეკიპაჟის ყველა წევრს აეკრძალა ნაპირთან კავშირი და შესაბამისად გემის ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დატოვებს გემს",- ნათქვამია განცხადებაში.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"