პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქაც დაცარიელდა "დახლები" - როგორ ცხოვრობს ქართველი მოდელი გერმანიის რეგიონში, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
"აქაც დაცარიელდა "დახლები" - როგორ ცხოვრობს ქართველი მოდელი გერმანიის რეგიონში, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

მო­დე­ლი თიკო ნატ­როშ­ვი­ლი უკვე სამი წე­ლია, რაც მე­უღ­ლე გაგა ხა­ბუ­ლი­ან­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და. მე­სა­მე შვი­ლი - ლუკა თი­კომ უკვე გერ­მა­ნი­ა­ში გა­ა­ჩი­ნა. რე­გი­ონ­ში, რო­მელ­შიც მო­დე­ლი ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა გერ­მა­ნი­ა­ში, რა­ტომ არ იკე­ტე­ბა ბა­ღე­ბი და სკო­ლე­ბი ამის შე­სა­ხებ თიკო AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- ქა­ლაქ ბონ­თან ახ­ლოს, პა­ტა­რა ქა­ლაქ სან­კტ-ავ­გუს­ტინ­ში ვცხოვ­რობთ. ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვეც­ნო­ბი და ახალ ამ­ბებს მე­გობ­რე­ბის­გან ვი­გებ. რაც შე­ე­ხე­ბა გერ­მა­ნე­ლებს, რომ გი­თხრათ, რომ აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ნი­კაა, მო­ვი­ტყუ­ე­ბი.

გავ­რცელ­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის რჩე­ვე­ბი, რო­გორ უნდა მო­ვე­რი­დოთ სხვა­დას­ხვა თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს. ჩვენ­თა­ნაც იგი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა, რაც ყველ­გან: ხე­ლე­ბის და­ბა­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი­დან თა­ვის არი­დე­ბა, გა­და­ი­დო სხვა­დას­ხვა ტი­პის დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

- თუმ­ცა არ და­კე­ტი­ლა ბა­ღე­ბი და სკო­ლე­ბი...

- დიახ, რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებს, ბა­ღებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. სამი შვი­ლი მყავს, ერთი ძი­ძას­თან არის, მე­ო­რე ბაღ­ში და­დის და მე­სა­მე სკო­ლა­ში. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­დი­ან და მო­დი­ან. მე ცოტა ში­ნა­გა­ნად მა­ინც ვნერ­ვი­უ­ლობ. მე და ჩემი მე­უღ­ლე ვსწავ­ლობთ და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ ვი­ა­როთ სას­წავ­ლე­ბელ­ში, მაგ­რამ ზედ­მე­ტი მი­მოს­ვლე­ბის­გან დრო­ე­ბით მა­ინც თავს ვი­კა­ვებთ. ზო­გა­დად გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ვირუ­სის გა­რე­შე, რო­დე­საც ბავ­შვი უმი­ზე­ზოდ აც­დენს სკო­ლას, ძა­ლი­ან დიდი ჯა­რი­მე­ბი მო­დის ოჯახს... მე რომ ჩემი შვი­ლი არ გა­ვუშ­ვა, გა­მო­დის რომ კო­რო­ნას გამო არ ვუშ­ვებ და შე­საძ­ლე­ბე­ლია ჯა­რი­მა მო­მი­ვი­დეს. თუმ­ცა თუ გაც­დე­ნის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი აქვს ბავ­შვს, გაც­დე­ნა შე­იძ­ლე­ბა.

- გაზ­რდი­ლია და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი და რო­გორც ვიცი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თქვენს რე­გი­ონ­ში...

- მო­ვუს­მი­ნე გერ­მა­ნი­ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას, რომ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ითათ­ბი­რა და ამ ეტაპ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, მთე­ლი გერ­მა­ნი­ის მას­შტა­ბით ბა­ღე­ბი­სა და სკო­ლე­ბის და­ხურ­ვა. მისი თქმით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა მი­ი­ღოს.

ბონ­ში ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს აღ­მო­აჩ­ნდა კო­რო­ნა­ვირუ­სი და ახლა 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ტეს­ტი­რე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ბა­ი­ერნ­ში და­ი­ხუ­რა ერთი სკო­ლა, ზენ­დე­ნია პა­ტა­რა ქა­ლა­ქი და ერთი სკო­ლა იქაც და­ი­ხუ­რა. ბო­ხუ­მი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და 56 ადა­მი­ა­ნი კა­რან­ტინ­ში ჰყავთ მო­თავ­სე­ბუ­ლი. 15 წუთ­ში ერთხელ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ახ­ლდე­ბა, დი­ლას უკვე 531 შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

- თუმ­ცა რო­გორც აღ­ნიშ­ნე პა­ნი­კა არ არის...

- დიახ, რო­დე­სად ჩემს მას­წავ­ლე­ბელს ვკი­თხე, რომ აქვს თუ არა ში­ნა­გა­ნად პა­ნი­კა, მი­თხრა, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის შემ­თხვე­ვა­ში სე­ზონ­ზე უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სით. ამი­ტომ ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში მი­დის ცხოვ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ვერ­ცერთ აფთქი­ა­ში ვერ იშო­ვი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბას, აქაც პირ­ბა­დე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტია.

პი­რა­დად ,ეც ვერ ვი­ყი­დე. რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და გერ­მა­ნი­ა­ში, აქაც ისე და­ცა­რი­ელ­და "დახ­ლე­ბი", რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ მანდ არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მომ­ხდა­რა. ახლა არ არის დე­ფი­ცი­ტი, შე­ივ­სო მაგ­რამ რო­დე­საც სა­ყიდ­ლებ­ზე მივ­დი­ვარ, ვხე­დავ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­მალ­ფუ­ჭე­ბად საკ­ვებს უფრო მე­ტად ყი­დუ­ლო­ბენ, ვიდ­რე სხვა შემ­თხვე­ვა­ში.

არ­სე­ბობს აქ რო­ბერტ კო­ხის ინ­სი­ტი­ტუ­ტი, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­მაც და­წე­რეს, რომ გერ­მა­ნი­ას სჭირ­დე­ბა ორ­კვი­რი­ა­ნი კო­რო­ნა­არ­დად­გე­ბი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღო. თუმ­ცა ხომ გე­უბ­ნე­ბით არის, ბა­ღე­ბი და სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ხუ­რეს. ერთ ბაღ­ში მა­გა­ლი­თად კო­რო­ნა­ვირუ­სი ოთხ ბავ­შვს და­უდ­გინ­და.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ გერ­მა­ნია მო­ი­ცავს 16 მი­წას, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­წო­დე­ბე­ბით. ჩვე­ნი არის Nordrhein-Westfalen - ჩრდი­ლო­ეთ რაინ-ვეს­ტფა­ლი­ის მიწა, რო­მე­ლიც ამ 16 მი­წი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, რად­გან ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე მეტი ერ­თე­უ­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. მა­გა­ლი­თად ახ­ლო­საა ქა­ლა­ქი, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 200-ს აღ­წევს. იქ ყვე­ლა სკო­ლა და უნი­ვერ­სი­ტე­ტია და­კე­ტი­ლი, ერ­თგვა­რი კა­რან­ტი­ნია ამ ქა­ლაქ­ში.

გერ­მა­ნი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად ხელი შუ­ე­წყო კარ­ნა­ვა­ლის პე­რი­ოდ­მა, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და იტა­ლი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე და ის აღ­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. მას ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი და ეს იყო ალ­ბათ ხე­ლის­შე­მო­წყო­ბი, რომ ვირუ­სი გერ­მა­ნი­ა­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"აქაც დაცარიელდა "დახლები" - როგორ ცხოვრობს ქართველი მოდელი გერმანიის რეგიონში, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

"აქაც დაცარიელდა "დახლები" - როგორ ცხოვრობს ქართველი მოდელი გერმანიის რეგიონში, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

მოდელი თიკო ნატროშვილი უკვე სამი წელია, რაც მეუღლე გაგა ხაბულიანთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. მესამე შვილი - ლუკა თიკომ უკვე გერმანიაში გააჩინა. რეგიონში, რომელშიც მოდელი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

რა მდგომარეობაა გერმანიაში, რატომ არ იკეტება ბაღები და სკოლები ამის შესახებ თიკო AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- ქალაქ ბონთან ახლოს, პატარა ქალაქ სანკტ-ავგუსტინში ვცხოვრობთ. ამ ეტაპზე კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ვეცნობი და ახალ ამბებს მეგობრებისგან ვიგებ. რაც შეეხება გერმანელებს, რომ გითხრათ, რომ აქ განსაკუთრებული პანიკაა, მოვიტყუები.

გავრცელდა ჯანდაცვის მინისტრის რჩევები, როგორ უნდა მოვერიდოთ სხვადასხვა თავშეყრის ადგილებს. ჩვენთანაც იგივე რეკომენდაციები ვრცელდება, რაც ყველგან: ხელების დაბანა, საზოგადოების თავშეყრის ადგილებიდან თავის არიდება, გადაიდო სხვადასხვა ტიპის დიდი ღონისძიებები.

- თუმცა არ დაკეტილა ბაღები და სკოლები...

- დიახ, რაც შეეხება სკოლებს, ბაღებსა და უნივერსიტეტებს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. სამი შვილი მყავს, ერთი ძიძასთან არის, მეორე ბაღში დადის და მესამე სკოლაში. ჩვეულებრივად მიდიან და მოდიან. მე ცოტა შინაგანად მაინც ვნერვიულობ. მე და ჩემი მეუღლე ვსწავლობთ და იძულებულები ვართ ვიაროთ სასწავლებელში, მაგრამ ზედმეტი მიმოსვლებისგან დროებით მაინც თავს ვიკავებთ. ზოგადად გერმანიაში ყველანაირი ვირუსის გარეშე, როდესაც ბავშვი უმიზეზოდ აცდენს სკოლას, ძალიან დიდი ჯარიმები მოდის ოჯახს... მე რომ ჩემი შვილი არ გავუშვა, გამოდის რომ კორონას გამო არ ვუშვებ და შესაძლებელია ჯარიმა მომივიდეს. თუმცა თუ გაცდენის კონკრეტული მიზეზი აქვს ბავშვს, გაცდენა შეიძლება.

- გაზრდილია დაინფიცირებულთა რიცხვი და როგორც ვიცი, განსაკუთრებულად თქვენს რეგიონში...

- მოვუსმინე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ კოლეგებთან ერთად ითათბირა და ამ ეტაპზე აუცილებელი არ არის, მთელი გერმანიის მასშტაბით ბაღებისა და სკოლების დახურვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქალაქის თვითმმართველობამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

ბონში ერთ-ერთ თანამშრომელს აღმოაჩნდა კორონავირუსი და ახლა 200-ზე მეტი ადამიანი ტესტირებაზე იმყოფება. ბაიერნში დაიხურა ერთი სკოლა, ზენდენია პატარა ქალაქი და ერთი სკოლა იქაც დაიხურა. ბოხუმი პატარა ქალაქია და 56 ადამიანი კარანტინში ჰყავთ მოთავსებული. 15 წუთში ერთხელ ინფორმაციები ახლდება, დილას უკვე 531 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

- თუმცა როგორც აღნიშნე პანიკა არ არის...

- დიახ, როდესად ჩემს მასწავლებელს ვკითხე, რომ აქვს თუ არა შინაგანად პანიკა, მითხრა, რომ ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში სეზონზე უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით. ამიტომ ჩვეულებრივ რეჟიმში მიდის ცხოვრება. მიუხედავად ამისა ვერცერთ აფთქიაში ვერ იშოვი სადეზინფექციო საშუალებას, აქაც პირბადეების დეფიციტია.

პირადად ,ეც ვერ ვიყიდე. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, როდესაც რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში, აქაც ისე დაცარიელდა "დახლები", როგორც საქართველოში. ამიტომ მანდ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ახლა არ არის დეფიციტი, შეივსო მაგრამ როდესაც საყიდლებზე მივდივარ, ვხედავ, რომ ადამიანები, არამალფუჭებად საკვებს უფრო მეტად ყიდულობენ, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

არსებობს აქ რობერტ კოხის ინსიტიტუტი, რომლის წარმომადგენლემაც დაწერეს, რომ გერმანიას სჭირდება ორკვირიანი კორონაარდადგები, მაგრამ მიუხედავად ამისა ჯანდაცვის მინისტრმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. თუმცა ხომ გეუბნებით არის, ბაღები და სკოლები, რომლებიც დახურეს. ერთ ბაღში მაგალითად კორონავირუსი ოთხ ბავშვს დაუდგინდა.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანია მოიცავს 16 მიწას, სხვადასხვა სახელწოდებებით. ჩვენი არის Nordrhein-Westfalen - ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწა, რომელიც ამ 16 მიწიდან ყველაზე მეტად დაზარალებულია, რადგან ჩვენთან ყველაზე მეტი ერთეულია ინფიცირების შემთხვევები. მაგალითად ახლოსაა ქალაქი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ს აღწევს. იქ ყველა სკოლა და უნივერსიტეტია დაკეტილი, ერთგვარი კარანტინია ამ ქალაქში.

გერმანიაში გავრცელებას ყველაზე მეტად ხელი შუეწყო კარნავალის პერიოდმა, სადაც იმყოფებოდა იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქე და ის აღმოჩნდა პირველი, რომელიც დაინფიცირებული იყო. მას ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და ეს იყო ალბათ ხელისშემოწყობი, რომ ვირუსი გერმანიაში სწრაფად გავრცელდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"