სლოვაკეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერის განცხადებით, 52 წლის პაციენტი ბრატისლავას კლინიკაშია მოთავსებული. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ უმოგზაურია, თუმცა მისი შვილი, რომელსაც კორონავირუსის სიმტომები არ ჰქონია, ვენეციაში იმყოფებოდა.