პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება
ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შვი­ლი ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის პრეს­სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

მას იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სულ მო­ქა­ლა­ქეს­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით არის და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "ევექ­სის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თა­ნამ­შრო­მე­ლია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ერთ-ერთი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სწო­რედ "ევექ­სის" სა­თაო ოფის­ში მო­მუ­შა­ვე პი­რია.

ცნო­ბის­თვის, ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 9 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 9 პი­რი­დან მე-4 პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო­ზე მძი­მეა. ამას­თან, რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ დრო­ის­თვის, ინ­ფექ­ცი­ურ­ში ჯამ­ში 25 პა­ცი­ენ­ტია.

9 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი­დან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა 24 სა­ა­თის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის შემ­დეგ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ არის სა­შუ­ა­ლო­ზე მძი­მე, მა­ინც სა­ყუ­რა­დღე­ბოა ეს პა­ცი­ენ­ტი იმი­ტომ, რომ პროგ­ნო­ზუ­ლად მა­ინც სე­რი­ო­ზუ­ლია, რად­გან და­ა­ვა­დე­ბა კარ­გად არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი. მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი. და­ნარ­ჩე­ნი შვი­დი პა­ცი­ენ­ტი არის კლი­ნი­კის გა­მოვ­ლი­ნე­ბის გა­რე­შე, ანუ და­დე­ბი­თი ტეს­ტი­რე­ბით და კლი­ნი­კის გა­მოვ­ლე­ნის გა­რე­შე, ამათ­თან რა თქმა უნდა, გრძელ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და შე­ფა­სე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად დი­ნა­მი­კა­ში რო­გორ ვი­თარ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია.

ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლას­თან მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­ა­ვა­დე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა და კლი­ნი­კის გა­მოვ­ლე­ნა, მაგ­რამ ის პირ­ველ სამ პა­ცი­ენ­ტთან, რო­მე­ლიც 1 კვი­რა­ზე მე­ტია წევს, ჯერ­ჯე­რო­ბით, სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა. ვფიქ­რობთ, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, რად­გან ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის კვლე­ვა და მარ­თვა წარ­მო­ებს იმ პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

არ ინერვიულო!!! გაუძელი

nana
29

იტალიაში ამდენი გამოჯამრთელდა და გაწერეს სახლში, გაიგეთ რითი მკურნალობენ ისინი და თქვენც იმით უმკურნალეთ, ჩინეთში რამდენი გამოჯამრთელდა არ გვეხმარებიააააან?????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მას იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქესთან ჰქონდა კონტაქტი, რომელიც კორონავირუსით არის დაინფიცირებული. ნიკოლოზ გამყრელიძე სამედიცინო ცენტრ "ევექსის" სამეთვალყურეო საბჭოს თანამშრომელია. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი დაინფიცირებული სწორედ "ევექსის" სათაო ოფისში მომუშავე პირია.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული 9 პირიდან მე-4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, ინფექციურში ჯამში 25 პაციენტია.

9 ინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საშუალოზე მძიმე, მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი იმიტომ, რომ პროგნოზულად მაინც სერიოზულია, რადგან დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მსუბუქი. დანარჩენი შვიდი პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე, ანუ დადებითი ტესტირებით და კლინიკის გამოვლენის გარეშე, ამათთან რა თქმა უნდა, გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და შეფასება, შესაბამისად დინამიკაში როგორ ვითარდება სიტუაცია.

ჯერჯერობით, ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგნოზირება და კლინიკის გამოვლენა, მაგრამ ის პირველ სამ პაციენტთან, რომელიც 1 კვირაზე მეტია წევს, ჯერჯერობით, სტაბილური სიტუაციაა. ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, რადგან ამ პაციენტების კვლევა და მართვა წარმოებს იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც უკვე შემუშავებულია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"