პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ზღვარ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და და იტა­ლი­ას­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი დრო­ე­ბით შე­ჩერ­და.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მედ­მა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ მო­რი­გი სხდო­მა გა­მარ­თა.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა მო­ის­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 9 პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ზო­გა­დი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ.

დღეს საბ­ჭოს წევ­რებ­მა ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თი­სას გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, კერ­ძოდ:

  • ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი ეპი­დე­მი­უ­რი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვალ­დე­ბუ­ლია, სა­სა­ზღვრო-გამ­შვებ პუნ­ქტზე და­ექ­ვემ­დე­ბა­როს დად­გე­ნი­ლი წე­სით ინ­ტენ­სი­ურ შე­მოწ­მე­ბას და გა­ი­ა­როს 14-დღი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­კა­რან­ტი­ნო პრო­ცე­დუ­რა
  • სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მომ­სვლე­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ან მო­ემ­გზავ­რე­ბი­ან ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი ეპი­დე­მი­უ­რი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის გავ­ლით, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ინ­ტენ­სი­ურ შე­მოწ­მე­ბას და შემ­დეგ ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან გა­ი­ა­რონ 14-დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნო პრო­ცე­დუ­რა;
  • ან სა­ზღვარ­ზე­ვე უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ კო­რო­ნა­ვირუს­ზე (COVID -19) შე­მოწ­მე­ბის PCR ცნო­ბა, რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლი უნდა იყოს გა­მომ­გზავ­რე­ბის ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ, ხოლო ტრან­ზი­ტუ­ლად მგზავ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში - სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ.
  • დრო­ე­ბით შე­ჩერ­დე­ბა პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი იტა­ლი­ას­თან

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი ეპი­დე­მი­უ­რი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში (ჩი­ნე­თი, სამ­ხრეთ კო­რეა, იტა­ლია, ირა­ნი) მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, ინ­ფორ­მა­ცი­ის ურ­თი­ერ­თგაც­ვლი­სა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის მიზ­ნით, სხდო­მებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სის­ტე­მა­ტურ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და მთავ­რო­ბა სრუ­ლად მარ­თავს პრო­ცესს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
4

მომწონს მთავრობის გადაწყვეტილება, ასეთი მიდგომით ნამდვილად დავამარცხებთ ვირუსს.

zmo
4

ეს გადაწყვეტილება მინიმუმ 10 დღით ადრე უნდა მიგეღოთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.

დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს. საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ:

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
  • ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
  • დროებით შეჩერდება პირდაპირი ფრენები იტალიასთან

საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - "სამინისტროში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს"

რატომ შეხვდა ვანო ჩხარტიშვილი ამირან გამყრელიძეს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრად ამზადებენ

LIVE: გიგა ბოკერია "ნიუსრუმში"