საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყალბი ინფორმაციები, რომლებსაც უცხოური და ქართული მედიასაშუალებები კორონავირუსთან დაკავშირებით ავრცელებენ
ყალბი ინფორმაციები, რომლებსაც უცხოური და ქართული მედიასაშუალებები კორონავირუსთან დაკავშირებით ავრცელებენ

ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი გლო­ბა­ლურ საფრ­თხედ იქცა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი პა­ნი­კა­შია, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ათას­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დებ­ზე, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და ა.შ. თუმ­ცა, ხში­რად მათი ნა­წი­ლი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

პა­ნი­კის ფონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ე.წ. ფეიკ ნი­უ­სი­სა და ნამ­დვი­ლი ამ­ბის გარ­ჩე­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი იჯე­რებს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას, პა­ნი­კა ღვივ­დე­ბა და ისე­დაც შე­ში­ნე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, კი­დევ უფრო მე­ტად ეში­ნია.

პა­ნი­კის ერთ-ერთი შე­დე­გი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბია. ადა­მი­ან­თა ნა­წილ­მა პრო­დუქ­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე კვი­რის მა­რა­გი წი­ნას­წარ შე­ი­ძი­ნა

ვნა­ხოთ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბის, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

  • ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია #1 - "ის­რა­ელ­ში 30 000-მდე ადა­მი­ა­ნი კა­რან­ტინ­ში გა­დაჰ­ყავთ"

რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ­მა ინ­ტერ­ნეტ­გვერდმა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია სა­თა­უ­რით - "30 000-მდე ადა­მი­ა­ნი ის­რა­ელ­ში კა­რან­ტინ­ში გა­დაჰ­ყავთ". მსგავს ცნო­ბას არ ავ­რცე­ლებს არც ერთი სან­დო სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მო­ცე­მა. ის­რა­ელ­ში რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი ასე­თია: ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია სულ 17 ადა­მი­ა­ნი. მათ­გან 2 გა­მო­ჯან­მრთელ­და, ხოლო 15 შემ­თხვე­ვა კვლავ აქ­ტი­უ­რია.

თა­ვად ის გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ქარ­თულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს წყა­როდ მოჰ­ყავთ,ynetnews.com წერს, რომ ის­რა­ელ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი თი­ნე­ი­ჯერს და­უ­დას­ტურ­და, რო­მე­ლიც 24 თე­ბერ­ვალს თელ-ავი­ვის "მა­კა­ბი­სა" და "აპო­ე­ლის" თა­მაშს და­ეს­წრო. მე­ცხრე კლა­სე­ლი მო­ზარ­დი მატჩზე მო­ედ­ნის მერ­ვე სექ­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ამა­ვე სექ­ტორ­ში მის გარ­და და­ახ­ლო­ე­ბით 5 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იყო.

ის­რა­ე­ლის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ურ­ჩე­ვენ ამ სექ­ტორ­ში მსხდო­მებს, ორ­კვი­რი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას მი­მარ­თონ. 30 ათა­სი ადა­მი­ა­ნის კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე კი სა­უ­ბა­რი არ არის.

მო­ე­და­ნი, სა­დაც მატ­ჩი გა­ი­მარ­თა

ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია #2 - "ის­რა­ელ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ტეს­ტი­რე­ბის­თვის უკვე მზა­დაა"

მო­რი­გი ფეიკ-ნი­უ­სიც ის­რა­ელს უკავ­შირ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ­ჯე­რად გა­მო­ცე­მა abomus.de.ru ავ­რცე­ლებს, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ­მა ვებ-გვერდმაც თარ­გმნა. გა­მო­ცე­მა წერს, რომ ვაქ­ცი­ნა ტეს­ტი­რე­ბის­თვის უკვე მზად არის. abomus.de.ru-ს სან­დო გა­მო­ცე­მად ვერ მი­ვიჩ­ნევთ, რად­გა­ნაც ამ ვებ-გვერ­დზე სტა­ტი­ის და­მა­ტე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

ამას­თან, ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ის­რა­ელ­ში ვაქ­ცი­ნა ტეს­ტი­რე­ბის­თვის უკვე მზად არის, არ ავ­რცე­ლებს არც ერთი სან­დო გა­მო­ცე­მა. სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი, მათ შო­რის, New Yourk Post, წე­რენ, რომ ის­რა­ელ­ში მარ­თლაც მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე, თუმ­ცა რა დრო დას­ჭირ­დე­ბა მის დას­რუ­ლე­ბას და რო­დის და­ი­წყე­ბა ტეს­ტი­რე­ბა, უც­ნო­ბია. რო­გორც "ნიუ იორკ პოს­ტი" წერს, ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბა­ში ჩაშ­ვე­ბას, შე­საძ­ლოა, 90 დღე დას­ჭირ­დეს.

მო­ცე­მულ სა­იტ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მა­ტე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნის შექ­მნას მი­ნი­მუმ ერთი წელი დას­ჭირ­დე­ბა. ეს არის რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი და დაჩ­ქა­რე­ბულ პი­რო­ბებ­შიც კი, დიდი დროა სა­ჭი­რო.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად სხვა­დას­ხვა მსხვი­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ლო­დი­ნი Johnson & Johnson-სგან აქვთ.

ვაქ­ცი­ნის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე Forbes-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე მუ­შა­ობს პენ­სილ­ვა­ნი­ის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Inovia, ასე­ვე, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Moderna. (გა­ე­ცა­ნით სტა­ტი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ)

ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად მი­ნი­მუმ ერთი წე­ლია სა­ჭი­რო

ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია #3 - "ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა კლავს კო­რო­ნა­ვირუსს"

ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ფოტო და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა კლავს კო­რო­ნა­ვირუსს. ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლი ამ ამ­ბავ­მა გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა, თუმ­ცა ასე­ვე დიდ­მა ნა­წილ­მა და­ი­ჯე­რა, რომ ალ­კოჰო­ლი მარ­თლაც კლავს კო­რო­ნა­ვირუსს.

რე­ა­ლო­ბა კი ასე­თია - ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ზე­და­პი­რუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის ალ­კოჰო­ლი კარ­გია, თუმ­ცა მისი და­ლე­ვა მოკ­ლავს თუ არა უკვე ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რილ კო­რო­ნა­ვირუსს, ან და­გი­ცავთ თუ არა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან, არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და მე­დი­კო­სე­ბი არ ურ­ჩე­ვენ ადა­მი­ა­ნებს მის მი­ღე­ბას პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მაც:

"იყო გად­მო­ცე­მე­ბი, ჭაჭა შვე­ლი­სო... ჭაჭა და­სა­ლე­ვად კი არ შვე­ლის, ჭაჭა შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ზა­ვოთ წყალ­ში, მას ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს" - ამ­ბობს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
1

რამდენ გრადუსამდე გავაზავოთ ბატონო ამირან???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

ყალბი ინფორმაციები, რომლებსაც უცხოური და ქართული მედიასაშუალებები კორონავირუსთან დაკავშირებით ავრცელებენ

ყალბი ინფორმაციები, რომლებსაც უცხოური და ქართული მედიასაშუალებები კორონავირუსთან დაკავშირებით ავრცელებენ

ახალი ტიპის კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ იქცა. საზოგადოების დიდი ნაწილი პანიკაშია, რადგან ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები და ვაქცინა არ არსებობს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ათასგვარი ინფორმაცია კორონავირუსის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე, ინფიცირებულთა რაოდენობაზე და ა.შ. თუმცა, ხშირად მათი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.

პანიკის ფონზე განსაკუთრებით რთულია ე.წ. ფეიკ ნიუსისა და ნამდვილი ამბის გარჩევა. სამწუხაროდ, ბევრი იჯერებს კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, პანიკა ღვივდება და ისედაც შეშინებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო მეტად ეშინია.

პანიკის ერთ-ერთი შედეგი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დაცარიელებული მაღაზიებია. ადამიანთა ნაწილმა პროდუქტების რამდენიმე კვირის მარაგი წინასწარ შეიძინა

ვნახოთ კორონავირუსის შესახებ სხვადასხვა გამოცემების, მათ შორის, ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება.

  • ყალბი ინფორმაცია #1 - "ისრაელში 30 000-მდე ადამიანი კარანტინში გადაჰყავთ"

რამდენიმე ქართულმა ინტერნეტგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია სათაურით - "30 000-მდე ადამიანი ისრაელში კარანტინში გადაჰყავთ". მსგავს ცნობას არ ავრცელებს არც ერთი სანდო საინფორმაციო გამოცემა. ისრაელში რეალური სურათი ასეთია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია სულ 17 ადამიანი. მათგან 2 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 შემთხვევა კვლავ აქტიურია.

თავად ის გამოცემა, რომელიც ქართულ მედიასაშუალებებს წყაროდ მოჰყავთ, ynetnews.com წერს, რომ ისრაელში კორონავირუსი თინეიჯერს დაუდასტურდა, რომელიც 24 თებერვალს თელ-ავივის "მაკაბისა" და "აპოელის" თამაშს დაესწრო. მეცხრე კლასელი მოზარდი მატჩზე მოედნის მერვე სექტორში იმყოფებოდა და ამავე სექტორში მის გარდა დაახლოებით 5 ათასი ადამიანი იყო.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ურჩევენ ამ სექტორში მსხდომებს, ორკვირიან თვითიზოლაციას მიმართონ. 30 ათასი ადამიანის კარანტინში გადაყვანაზე კი საუბარი არ არის.

მოედანი, სადაც მატჩი გაიმართა

ყალბი ინფორმაცია #2 - "ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტესტირებისთვის უკვე მზადაა"

მორიგი ფეიკ-ნიუსიც ისრაელს უკავშირდება. ინფორმაციას ამჯერად გამოცემა abomus.de.ru ავრცელებს, რაც მოგვიანებით რამდენიმე ქართულმა ვებ-გვერდმაც თარგმნა. გამოცემა წერს, რომ ვაქცინა ტესტირებისთვის უკვე მზად არის. abomus.de.ru-ს სანდო გამოცემად ვერ მივიჩნევთ, რადგანაც ამ ვებ-გვერდზე სტატიის დამატება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ამასთან, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისრაელში ვაქცინა ტესტირებისთვის უკვე მზად არის, არ ავრცელებს არც ერთი სანდო გამოცემა. სხვადასხვა გამოცემები, მათ შორის, New Yourk Post, წერენ, რომ ისრაელში მართლაც მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე, თუმცა რა დრო დასჭირდება მის დასრულებას და როდის დაიწყება ტესტირება, უცნობია. როგორც "ნიუ იორკ პოსტი" წერს, ვაქცინის ტესტირებაში ჩაშვებას, შესაძლოა, 90 დღე დასჭირდეს.

მოცემულ საიტზე ინფორმაციის დამატება ნებისმიერ მსურველს შეუძლია

ოფიციალური პირები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის შექმნას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. ეს არის რთული და ხანგრძლივი პროცესი და დაჩქარებულ პირობებშიც კი, დიდი დროა საჭირო.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად სხვადასხვა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ. მათ შორის ყველაზე დიდი მოლოდინი Johnson & Johnson-სგან აქვთ.

ვაქცინის გამოგონებაზე Forbes-ის ინფორმაციით, ასევე მუშაობს პენსილვანიის ბიოტექნოლოგიური კომპანია Inovia, ასევე, მასაჩუსეტსის ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna. (გაეცანით სტატიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ)

ვაქცინის შესაქმნელად მინიმუმ ერთი წელია საჭირო

ყალბი ინფორმაცია #3 - "ალკოჰოლის დალევა კლავს კორონავირუსს"

ქართულ ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალკოჰოლის დალევა კლავს კორონავირუსს. ადამიანთა დიდი ნაწილი ამ ამბავმა გაამხიარულა, თუმცა ასევე დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ ალკოჰოლი მართლაც კლავს კორონავირუსს.

რეალობა კი ასეთია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზედაპირული დეზინფექციისთვის ალკოჰოლი კარგია, თუმცა მისი დალევა მოკლავს თუ არა უკვე ორგანიზმში მოხვედრილ კორონავირუსს, ან დაგიცავთ თუ არა დაინფიცირებისგან, არ არის დადასტურებული და მედიკოსები არ ურჩევენ ადამიანებს მის მიღებას პრევენციისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც:

"იყო გადმოცემები, ჭაჭა შველისო... ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ჭაჭა შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს" - ამბობს ამირან გამყრელიძე.

"მე შენ მიყვარხარ 67 წელია, ქორწინების იუბილეს გილოცავ!" - რა სიურპრიზი გაუკეთა ამერიკელმა პენსიონერმა კარანტინში მყოფ ცოლს

გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე - "ღიპი - დედასთან პრობლემებია, უფულობა - მამასთან"

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"